 | ავტორი: ბერეთელი ჟანრი: პოეზია 2 ივნისი, 2008 |
ისე დიდია სიწმინდე შენი რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით... წინ მოგიძღვოდა ჯვარი რამეთუ, საკუთარ თმისგან შეკრულ ლერწების_ მას შემდეგ ვაზიც სიწმინდე გახდა ქართველი კაცის; მტერი კი წახდა, წახდა, წახდა... იმძლავრა მაინც, მობრუნდა გზიდან და ვერ მივართვით ვაზისფესვებგადგმული მიწა,_ არამი იყო.
ხშირად ამბობენ, დრო არისო დაუსაბამო_ სულ მიდის, მიიდის... მე ეგ არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ერთ საღამოს, შესაყართან მტკვრის და არაგვის, ერთ მაყვლის ბუჩქთან ეგ დროც გაჩერდა... "ჩამოჰკრეს ზარებს მომავალის საქართველოში".
და დაგვამადლე ფრთებდახრილი ჯვარი, წმინდანო. "ჯვარი ნინოსი"_ასე უწოდა მას თავად ერმა. არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე. სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_ თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა... თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის? იქნებ ამან დადრიკა ჯვარი... და მაგ ვაზიდან ბოლო ცრემლი სადაც ჩამოწყდა, (ვაზის ცრემლებზე ზვარში გავლილს ახლაც მაბოდებს) იქ სათავეა ქართველ დედის ცრემლის წყაროსი.
მერე კი, მერე: ყოველ მთის წვერზე შენს ჯვარს ვდამდით, წმინდანო, რათა არ შეხებოდა მტრის სიბილწე შენს წმინდა კალთებს, ზღვა ცრემლის ფასად, სისხლის ფასად_ზღვა სისხლის ფასად_ დღემდე მოვედით. დღესაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. ”მერე კი, მერე: ყოველ მთის წვერზე შენს ჯვარს ვდამდით, წმინდანო, რათა არ შეხებოდა მტრის სიბილწე შენს წმინდა კალთებს, ზღვა ცრემლის ფასად, სისხლის ფასად_ზღვა სისხლის ფასად_ დღემდე მოვედით. დღესაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით”.
დალოცვილ იყავ მადლითა და კალთით ამ უდიდესი წმინდანის ნიჭიერო ადამიანო!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”მერე კი, მერე: ყოველ მთის წვერზე შენს ჯვარს ვდამდით, წმინდანო, რათა არ შეხებოდა მტრის სიბილწე შენს წმინდა კალთებს, ზღვა ცრემლის ფასად, სისხლის ფასად_ზღვა სისხლის ფასად_ დღემდე მოვედით. დღესაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით”.
დალოცვილ იყავ მადლითა და კალთით ამ უდიდესი წმინდანის ნიჭიერო ადამიანო!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
34. კარგი ლექსია ეს განსაკუთრებით მომეწონა: არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე. სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_ თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა... თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის? იქნებ ამან დადრიკა ჯვარი... და მაგ ვაზიდან ბოლო ცრემლი სადაც ჩამოწყდა, (ვაზის ცრემლებზე ზვარში გავლილს ახლაც მაბოდებს) იქ სათავეა ქართველ დედის ცრემლის წყაროსი.+5 კარგი ლექსია ეს განსაკუთრებით მომეწონა: არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე. სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_ თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა... თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის? იქნებ ამან დადრიკა ჯვარი... და მაგ ვაზიდან ბოლო ცრემლი სადაც ჩამოწყდა, (ვაზის ცრემლებზე ზვარში გავლილს ახლაც მაბოდებს) იქ სათავეა ქართველ დედის ცრემლის წყაროსი.+5
33. "ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით"
"ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით"
32. ლოცვასავითაა,,, ლოცვასავითაა,,,
31. გფარავდეს წმინდა ნინოს ჯვარი!!! უმშვენიერესიაა!!! გფარავდეს წმინდა ნინოს ჯვარი!!! უმშვენიერესიაა!!!
29. გაიხარე ძმაო გაიხარე ძმაო
26. კარგი ხარ 5 კარგი ხარ 5
25. როგორ ხარ? შეეჩვიე ხო ლიტ-გეს ისევ:) მოდი აქაც თორემ აქ მალე რაღაც მოხდება:)
როგორ ხარ? შეეჩვიე ხო ლიტ-გეს ისევ:) მოდი აქაც თორემ აქ მალე რაღაც მოხდება:)
24. აუ... ძალიიიიიიიიიიიან 5 აუ... ძალიიიიიიიიიიიან 5
23. აბა, ჩემო ნუკრი, ძალიან არ შეგაქებ,მაგრამ ძალიან მიყვარხარ. ჯვრის მკლავების დახრილობაზე არის რაღაც მოსაზრება და მერე ვისაუბროთ. აბა, ჩემო ნუკრი, ძალიან არ შეგაქებ,მაგრამ ძალიან მიყვარხარ. ჯვრის მკლავების დახრილობაზე არის რაღაც მოსაზრება და მერე ვისაუბროთ.
22. ნუკრიიიიი...ძვლიიივს...სად გაქრები ხოლმე? :) ნუკრიიიიი...ძვლიიივს...სად გაქრები ხოლმე? :)
21. მეც გილოცავ მოგვიანებით!:) წმინდა ნინოს მადლი გფარავდეს! მეც გილოცავ მოგვიანებით!:) წმინდა ნინოს მადლი გფარავდეს!
20. მშვენიერი :) მშვენიერი :)
19. ნუკრი, ჩემო უნიჭიერესო და უსაყვარლესო პოეტო კაცო! უზრმაზარი, ამოუწურავი მარაგი გაქვს პოტენციური ლექსებისა! =D> კიდევ რა გითხრა? :-? ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრე! :-* :) ნუკრი, ჩემო უნიჭიერესო და უსაყვარლესო პოეტო კაცო! უზრმაზარი, ამოუწურავი მარაგი გაქვს პოტენციური ლექსებისა! =D> კიდევ რა გითხრა? :-? ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრე! :-* :)
18. მოგიკითხე 5 მოგიკითხე 5
17. ამაზე მეტი რა ვთქვა?...პოეტო! 5 ამაზე მეტი რა ვთქვა?...პოეტო! 5
16. მართლა გულიანო.. მიკვრის კიდეც როგორ ეტევი ამ ქვეყანაზე :) მოგიკითხე და წავედი :) მართლა გულიანო.. მიკვრის კიდეც როგორ ეტევი ამ ქვეყანაზე :) მოგიკითხე და წავედი :)
14. შუა სტროფი მომეწონა უფრო
მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 6 ქულას ვიმეტებ შუა სტროფი მომეწონა უფრო
მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 6 ქულას ვიმეტებ
13. "მობრუნდა გზიდან და ვერ მივართვით ვაზისფესვებგადგმული მიწა,_ არამი იყო."
მრავალჟამიერ არამ მტრისთვის! "მობრუნდა გზიდან და ვერ მივართვით ვაზისფესვებგადგმული მიწა,_ არამი იყო."
მრავალჟამიერ არამ მტრისთვის!
12. დაამცნიე...
იქნებ ჩაასწორო. კარგია :) დაამცნიე...
იქნებ ჩაასწორო. კარგია :)
11. ბერეთელს ვახლავარ, მოკითხვა შენდა.
რაც შეეხება ლექსს, იეა კარგი აქვს, ცოტა ტონალობა არ მომეწონა, ამჯერად 4 დაგიწერ დიდი მორიდებით.
კიდევ ერთხელ მოკითხვა, პატივისცემით აჩი ბერეთელს ვახლავარ, მოკითხვა შენდა.
რაც შეეხება ლექსს, იეა კარგი აქვს, ცოტა ტონალობა არ მომეწონა, ამჯერად 4 დაგიწერ დიდი მორიდებით.
კიდევ ერთხელ მოკითხვა, პატივისცემით აჩი
10. ტკბილი ბერეთელი...
მოლოცვისათვის მადლობა...:) ტკბილი ბერეთელი...
მოლოცვისათვის მადლობა...:)
9. დიდება შენს გამოჩენას დარდობდა მანჩი და მეც ნუკ:(( მომენატრე და გკოცნი ბევრს 5 დიდება შენს გამოჩენას დარდობდა მანჩი და მეც ნუკ:(( მომენატრე და გკოცნი ბევრს 5
8. ძალიან ნიჭიერი კაცის დიდებული ლექსი 5 ძალიან ნიჭიერი კაცის დიდებული ლექსი 5
7. ხშირად ამბობენ, დრო არისო დაუსაბამო_ სულ მიდის, მიიდის... მე ეგ არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ერთ საღამოს, ...... ნუკრის, საღამოს... ჩვენ ყველა მოვალთ :P ხშირად ამბობენ, დრო არისო დაუსაბამო_ სულ მიდის, მიიდის... მე ეგ არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ერთ საღამოს, ...... ნუკრის, საღამოს... ჩვენ ყველა მოვალთ :P
5. უნიჭიერესი... უნიჭიერესი...
4. ოჰ, რა სუფთა ლექსი მოგიტანია ნუკრი :) შემოგევლე შენ! მაინც რა ნიჭი დაგამადლა ასეთი გამჩენმა, ჰა? :-* ოჰ, რა სუფთა ლექსი მოგიტანია ნუკრი :) შემოგევლე შენ! მაინც რა ნიჭი დაგამადლა ასეთი გამჩენმა, ჰა? :-*
3. მაინც რა კარგი კაცი და პოეტი ხარ შენ.. წრფელი.. მაინც რა კარგი კაცი და პოეტი ხარ შენ.. წრფელი..
2. გაიხაროს ბერეთელმა ასეთი ლამაზი ლექსისთვის! მეც გილოცავ ნუკრი! გფარავდეს მადლი ვაზის ჯვარისა!...:-* გაიხაროს ბერეთელმა ასეთი ლამაზი ლექსისთვის! მეც გილოცავ ნუკრი! გფარავდეს მადლი ვაზის ჯვარისა!...:-*
1. ნინოობას გილოცავთ ყველას!გფარავდეთ ვაზის ჯვრის მადლი! შეგვიანებას, იმედია, მაპატიებთ... :) ძალიან მოენატრეთ ბერეთელს! :) ნინოობას გილოცავთ ყველას!გფარავდეთ ვაზის ჯვრის მადლი! შეგვიანებას, იმედია, მაპატიებთ... :) ძალიან მოენატრეთ ბერეთელს! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|