ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2009


სიკვდილ-სიცოცხლის სიხარულო


შემოგევლები,გვირილაო,
გულის დილაო,
დილილაო,
ფერით და სურნელით
მგალობელო,
ღმერთის ღიმილაო,
ნიავის წაწალო,
ცვარ-ნამის სალოცავო,
მონატრების
სითბოვ და ტკივილაო,
სიკვდილ-სიცოცხლის
სიხარულო,
დობილო ფიქრისა,
მზის შვილო,
შვილილაო...

მზერით გეფერები,
ხელს როგორ შეგახებ,
შემოგევლები,გვირილაო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები