ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინი1
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2009


გიო დედა გახდა ?!

  ზღვის წესი ღელვაა, წესია და ცისფერი უნდა იყოს. უნდა ღელავდეს, ტალღებით ნაპირს ეხეთქებოდეს. რატომ უნდა ვეძახოთ წყლის ფერს ცისფერი? იმიტომ რომ ცისფერი ოცნების ფერია, ანუ ყველა გეი მეოცნებე ყოფილა? ყველა მეოცნებე კი გეი. თუ ეგრეა ქალებმა რაღა ქნან? შვილები აჩინონ სანამ არ მობეზრდებათ, მაგრამ მეოცნებე მამაკაცთა თაობა წამოვიდა და ვისგან?
  მეცნიერება შორს წავიდა, ფეხი აიდგა და მივიდა ანალგინიდან-კეტანოვამდე, ევკალიპტის ორთქლიდან-ინჰალატორამდე, ადამიანიდან-სინჯარამდე. ადრე ჯადოქრები ცოცხით დაფრინავდნენ, ახლა X5-ებით გადაადგილდებიან, ადრე ,,ადრე" იყო და ახლა კი... ახლა ადამიანები თვითონ წყვეტენ, როგორი თვალის ფერი ექნება სინჯარის ბინადარს, ცისფერი თუ ყავისფერი, ხოლო ექიმს თუ ძალიან შეეხვეწები_შეუძლია სპეციალურად თქვენთვის შექმნას ბავშვი, რომრლსაც ერთი თვალი ლურჯი ექნება მეორე კი თაფლისფერი, შეუძლია დააყოლოს მათემატიკის ან მუსიკის ნიჭი, ან იმისი რაც თქვენ გსურთ...
    ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ზედ ზღვისპირასაა, დიდი სამსართულიანი შენობა, ნარინჯისფერი კედლებით და მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შორიდანვე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყვლაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, ზღვა ისევ ცისფერია, ოცნებისფერ ცაზე დღეს არსად ჩანს ღრუბელი, მოკლედ ისეთი ამინდია ოცნებას მოგანდომებს, ზემოთ აღვნიშნეთ ყველაფერი იცვლებაო და ადამიანი კი ამოუცნობი ფენომენია_ რა გასაკვირია მამაკაცებმაც ისწავლეს ოცნება...
    ის ბავშვობიდანვე მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა მარტო დარჩენა, ფიქრი და ბიცოლას გამომცხვარი ხაჭაპური. თავის სოფელში ყველასგან გამოირჩეოდა. მუსიკა მისი გატაცება იყო, პიანინოსთან ჯდომა ყვლაფერს ერჩია, საათობით უბრახუნებდა ხოლმე კლავიშებს და დედაქალაქში სწავლაზე, შემდეგ კი სოლო კონცერტების მოწყობაზე ოცნებობდა, ერთი სიტყვით ოცნება პატარაობიდანვე უყვარდა. სარკის წინ დადგებოდა და... არა სარკეში საკუთარი გამოსახულების ყურება ვერ ანუგეშებდა. ჟურნალების ყდებზე გამოსახული ლამაზმანების ფოტოებს შურით უცქერდა და თავისი ოცნების ეშინოდა, მაგრამ ეს შიშიც ძალიან სასიამოვნო და მაცდური იყო. ეს ცდუნება აიძულებდა დედის ოთახში ჩუმად შეპარულიყო და ქალის ტანსაცმელში გამოწყობილს სარკის წინ ეტრიალა. ტრიალი სასიამოვნოა რამდენიმე წამში თავბრუ გეხვევა და გული გერევა, თავბრუ გეხვევა და ჩერდები იყურები სარკეში და ისევ იწყებ ტრიალს, ოღონდ ახლა უფრო სწრაფად, წონასწორობას ვეღარ იკავებ, ძირს ეცემი, სარკეში საკუთარ გამოსახულებას ხედავ და გინდა თავი რამეს მაგრად ჩამოარტყა, იქნებ თავიდან მოიცილო ეს სიგიჟე, ეს გიჟური ოცნება ან მოიშორო ან თვალები გაახილო და ისიც ახდეს. კარგია ტრიალი, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს ოთახში შემოსულ მამას არ ესმის სიგიჟის სიტკბო და სახეში სილა გხვდება, ისევ ეცემი და ისევ გინდა ტრიალი, ტრიალი... ტრიალი კარგია, მაგრამ მამისთვის ცოტა რთულია ნანატრი ვაჟიშვილის ყურება, როცა ის დედამიწის ბრუნვის საპირისპიროდ ტრიალებს, ტრიალებს და შემდეგ ეცემა... მამა ერთი უბრალო გლეხია, სინჯარების არაფერი გაეგება, ოჯახი ყველა ტრადიციის დაცვით შექმნა და ერთადერთ შვილსაც ყოველთვის წესიერებისაკენ მოუწოდებდა. მამა გაუნათლებელი კაცი იყო. ცხოვრებაში ბევრი არაფერი ენახა, მას არც ზღვა უხილავს არასდროს და არც იმაზე სმენია არაფერი, რომ ცისფერი ოცნების ფერია თურმე...
  ზღვა იმ დღეს განსაკუთრებით ღელავდა, ნარინჯისფერი შენობის გვერდით ნაცრისფერი კორპუსის პირველ სართულზე, ფემინისტ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნამდვილი ევა" დაარსებიდან 17 წლისთავს აღნიშნავდა, შენობის წინ სეირის ყურების მსურველებს და ჟურნალისტებს მოეყარათ თავი, არასამთავრობოს პრეზიდენტი_ქალბატონი კომენტარის მისაცემად ემზადებოდა, პირველ სართულზე ჩოჩქოლი იყო დიეტების და ანტიცელულიტური მასაჟების თემა დღეს არანაკლებ აქტუალურით შეეცვალათ. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში უჩვენეს, როგორ უჭერდნენ ფემინისტი ქალბატონები მხარს მამაკაცთა ,,ახალ ტალღას" რომლებსაც გმირებს და ნამდვილ მამაკაცებს უწოდებდნენ. თუ ასე გააგრძელებდნენ კაცები, მანდილოსნებს წინ ნანატრი თავისუფლება ელოდათ, კაცებს სახლში გამოკეტავდნენ ბავშვებთან ერთად და თვითონ ლუდის დასალევად ჩამოსხდებოდნენ, თან ქვეყნის ავ-კარგზე ისაუბრებდნენ. მშვიდობით სადილზე ფიქრო და ბავშვის პამპერსების სურნელო, მშვიდობით მშობიარობის ტკივილებო და უძილო ღამეებო...
    ქალაქის ბოლოში გზაჯვარედინთან პატარა მაღაზიაში თეთრი ,,ვინტილიატორი" ჩაერთოთ მიუხედავად იმისა, რომ საღამოვდებოდა მაინც აუტანლად ცხელოდა. მაღაზიაში ახალგაზრდა გოგონამ შეირბინა, რომელსაც სახეზე ჭარხლის ფერი ედო და გამყიდველს 2 ქილა მაწონი გამოართვა. გამყიდველმა როგორც იქნა გაუსწორა ანტენა მაცივრის თავზე შემოდებულ შავ-თეთრ ტელვიზორს, რომლშიც აცხადებდნენ, რომ მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაში დააფეხმძიმეს და მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. სულ გადაირია მსოფლიო ჩაიბურტყუნა მოხუცმა და გოგონას ხურდა დაუბრუნა...
  ზღვისპირა ქუჩები თოვლით დაფარულიყო, ნარინჯისფერი შენობა თეთრად გადაეღებათ, მის წინ ჩოჩქოლი და აურზაური იყო, პირველი არხის ჟურნალისტს კლინიკის მთავარმა ექიმმა გაუნათლებელი უწოდა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ,,ინფორმაცია კონფიდენციალურია, მამაკაცი და ბავშვი კარგად გრძნობენ თავს და ისინი მალე დატოვებენ ქვეყნის ფარგლებს,"_ მას კი პაციენტის ვინაობის გამხელის უფლება არ ჰქონდა.
    სოფლებში დრო თითქოს გაყინულია, სიტუაცია რადიკალურად არასდროს იცვლება, ახალგაზრდობა საღამოობით ისევ დიდი კაკლის ხის ქვეშ იკრიბებოდა და თავს საუბრით ირთობდა. სოფლის განაპირას ერთსართულიანი ქვის სახლის წინ მოხუცი მამაკაცი ჩაფიქრებული იჯდა და მის წინ ჩაცუცქულ ყავისფერ ძაღლს ცხვირზე ეფერებოდა­­-ცოლის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დარჩა, თავისი ვაჟი უკვე რამდენი წელია თვალითაც აღარ ეხილა, ამბობდნენ საზღვარგარეთ წავიდაო.
  სოფლელი ახალგაზრდები დღესაც  რაღაცას განიხილავდნენ:
    -თავიდანვე ეტყობოდა, რომ ვერ ჰქონდა თავში რაღაც კარგად.
    -ნეტა სად უნდა წასულიყო? მოხუცი მამა მაინც არ უნდა მოეკითხა წლების მანძილზე?!
    -საზღვარგარეთ წავდოდა და იპოვიდა ვინმე თავისნაირს, აბა ამ სოფელში მაგას არ გაეჩერებოდა.
    -კარგი რა მაგაზე რა გალაპარაკებთ, გაიგეთ გუშინ ტელევიზიით რა გადმოსცეს? ქოთქოთებდნენ კაკლის ძირას ჩამომსხდარი ახალგაზრდები.
  ცხოვრება თავისი ტემპით განაგრძობდა სვლას, ადრე ამბობდნენ სამყაროში დაუჯერებელი რაღაცები მოხდება, ყველაფერი ერთმანეთში აირევა, ქალი კაცობას დაიჩემებს და პირიქითო. ყველა დროის და თაობის ბრძენნი წერდნენ აპოკალიფსი მოახლოებულია, რადგანაც სამყარო ჭკუიდან შეიშალაო. ამას ქადაგებენ ახლაც და მართლაც, ვინც ეძებს ის პოულობს, წინასწარმეტყველებს ყოველთვის შეეძლოთ მოეყვანათ რამდენიმე უტყუარი მაგალითი, რის გამოც სამყაროს დასასრული კარს იყო მომდგარი, მაგრამ იმედები გვიცრუვდებოდა. იქნებ ჩვენმა სამყარომ იქამდე მაინც განაგრძოს არსებობა სანამ ,,მამაკაცი-დედის" მიერ მოვლენილი პირმშო ჭკუაში ჩავარდება და ამ ქვეყნად თავისი არსებობის ახსნას ცდის, მანამდე კი ირბინოს ლაღად მწვანე მინდვრებზე, მშვიდად იძინოს ღამით და ჩვენ კი მოვითმინოთ და აპოკალიფსიც სინჯარის თაობას დავუთმოთ, მგონი წინააღმდეგი არავის იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები