 | ავტორი: დედე ჟანრი: პროზა 2 ივნისი, 2008 |
დღეს ძალიან ცხელა... ასეთი მწველი, ალბათ, არასდროს ყოფილა მზე. ჰაერი თითქოს ერთ წერტილში შეიკრა და აფეთქებას ელოდება, რომელიც აფორიაქებულ სულს სამყაროს უსასრულო სივრცეში გაფანტავს და ნეტარ სიმშვიდეს მოუტანს. სახლში, იატაკზე, ხალიჩაზე ვწევარ... ველოდები... ძალიან მომენატრა... თავში ათასი ფიქრი მერევა, მერევა როგორც შლეგი ღრუბლები, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი ერთდება და ნისლით გაჯერებულ გონებაში მხოლოდ მის სახეს ვხედავ... მიღიმის... ოთხ საათზე უნდა დარეკოს; ახლა ოთხს უკლია თხუთმეტი. ძალიან ნელა გადის დრო; იმდენად ნელა, რომ დედამიწის ბრუნვას ვგრძნობ, თითქოს სამყაროს ცენტრში ვდგავარ და ყველაფერი ჩემ ირგვლივ ტრიალებს... თავბრუ მესხმის. კვლავ ვწევარ... ველოდები... უეცრად ტელეფონი აწკარუნდა! - ძალიან მომენატრე!... ასე მგონია, ათასი დანით მაქვს გული დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! რაც შეიძლება მალე უნდა გნახო, ხუთ წუთში მანდ ვიქნები! ხო, ნელა ვივლი. თბილისის რამდენიმე ქუჩამ სწრაფად გაირბინა თვალწინ და როგორც იქნა, ზაფხულის ცხელი ჰაერი ჟანგბადით დაიტენა - თვალები... თვალები უძირო და მოცინარი, რომელშიც თავდავიწყებით ვიძირები და მინდა სამუდამოდ მისი ტყვე გავხდე... ღმერთო, როგორ მომნატრებია... გულში მჭიდროდ ჩავიხუტე და ხარბად ჩავისუნთქე თმის სურნელი, რომელიც ნესტოებს მიხეთქავდა და ყვავილზე მიჯაჭვული ფუტკარივით მათრობდა. ასე ვტკბებოდი ერთ ხანს გაბრუებული, ხოლო შემდეგ გველნაკბენივით მოვიწყვიტე მკერდიდან, რომ მასზე ცქერით დამეპურებინა მონატრებით გაუმაძღარი მზერა... - წავიდეთ! - სად? - მიღიმის. - მზის ჩასვლა მომენატრა! - რა ჩაიფიქრე? - კვლავ მიღიმის. - გამთენიისას აქ ვიქნებით... რამდენიმე წუთიც და დიდი სიჩქარით მივაპობდით სიცხისგან გათანგულ ჰაერს, ისიც წინააღმდეგობას არ გვიწევდა, პირიქით - თითქოს შემსუბუქებულიყო, გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და რაღაც უხაროდა, ბავშვივით. ზღვის მოახლოვება მთელი სხეულით ვიგრძენი. მოუთმენლობის ცახცახმა ამიტანა, თითქოს დედამიწას ვტოვებდი და სხვა, ზღაპრულ სამყაროში გადავდიოდი. თვალები ავუკარი. ისიც აფორიაქდა, სხეულში ადგილს ვეღარ პოულობდა, უამრავ კითხვას მისვამდა... ავტომობილი გავაჩერე და თვალახვეული, ხელიხელჩაკიდებულმა ზღვაში შეჭრილ კიდეზე გავიყვანე. უხილავი ტალღების ხმა მის ნებისყოფას კიდევ უფრო ახელებდა და კლდეზე ყოველი მინარცხებით ულმობლად ამსხვრევდა. როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც სამყარო იბადება, სადაც ზღაპარი იწყება და საიდანაც სიყვარული იღებს სათავეს, რომელსაც სასრული არ გააჩნია. კლდის ქიმზე, სახით ზღვისკენ დავაყენე, თვალებიდან სახვევი მოვხსენი და ზღვა... მეწამულისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, რუხი, იასამნისფერი, მზის ფერი და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი ფერი; რამდენი ოცნების, სევდის, სიხარულის, სიყვარულის დამტევი... ყოველი ტალღა ახალ ზღაპარს უყვება მზეს, რომელიც დასაძინებლად ზღვის კალთაში მიემართება. ზღვას კი არასდროს სძინავს და ხარბად ტკბება ცხოვრების ყოველი წამით! ზურგიდან ჩავეხუტე... ძალიან ბევრი სათმელი დაგვიგროვდა, მაგრამ ორივეს გვეშინოდა იდეალური ჰარმონიის დარღვევის და ჩვენ სათქმელსაც გახელებული წყალი ამბობდა. დიდხანს ვიდექით ასე... დიდხანს?! ალბათ მთელი ცხოვრება. უცბად სიმყუდროვე დაირღვა: - ხედავ იქ? ნაპირთან რაღაც ცურავს. იქეთ გავიხედე, საითაც მიმითითა და მოცურავე საგანში ბოთლი ამოვიცანი... რაღაც მეცნო და სწრაფად ჩავირბინე ნაპირთან. ბოთლი წყლიდან ამოვიღე. შიგნით წვრილად დახვეული ფურცელი ეგდო, თავი კი მაგრად ქონდა მოხუფული. სასწრაფოდ გავხსენი და ფურცელი გავათავისუფლე... მასზე ეწერა: “მსურს ბედნიერება გაჩუქო და ეს თავად დაიმსახურე, რადგან მიპოვნე მე - ბედნიერება!” ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ეს ხომ ჩემივე ნაწერია... შარშან ზაფხულში თავად ვისროლე ეს ბოთლი ზღვაში... მაგრამ რა საოცარია, ფურცლის მეორე მხარეს სხვადასხვა სახელები წერია, როგორც სჩანს იმათი ვინც ჩემამდე იპოვა ეს “განძეული” და შემდეგ ისევ ზღვას დაუბრუნა... მეც მჭიდროდ მოვუხუფე ბოთლს თავი და ისიც მყისვე ზღვაში გაუჩინარდა ბედნიერების დასარიგებლად. ცაზე ვარსკვლავები აციმციმდა ათასი ცეცხლივით. ღამემ ჭორფლიანი სახე გამოაჩინა და სიმშვიდე მოიტანა. ჩავეხუტე... ცხელი სუნთქვა ერთმანეთს შეერია და ვნება შვა. თვალუწვდენელი მორევის ფსკერზე აღმოვჩნდით... და უეცრად ჭექა-ქუხილივით გაისმა ტელეფონის ზარი! მეხნაცემივით წამოვჯექი ხალიჩაზე და პირველი რაც ჩემ მზერას შეეფეთა კედლის საათი იყო, რომელიც ზუსტად ოთხს უჩვენებდა. ღმერთო რა ხდება, ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება... რა მშვენიერი სიურპრიზებით არის ცხოვრება სავსე! იქვე, ჩემ გვერდით, იატაკზე ტელეფონს დავწვდი: - ძალიან მომენატრე!... ასე მგონია, გული ათასი დანით მაქვს დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! რაც შეიძლება მალე უნდა გნახო! - ხო, მეც მომენატრე, მაგრამ უნდა მაპატიო... მეგობრებს შევპირდი დღევანდელი დღე მათთან გამეტარებინა. ხვალ ვნახოთ ერთმანეთი ხო?! - ხვაალ?! ხვალ გვიანი იქნება. - რა იქნება გვიანი? - ახლავე უნდა გნახო, რომ ბედნიერება ვიპოვოთ. - ბედნიერება? - ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს! - მართალი გითხრა ვერ გავიგე, თუ რატომ არ შეიძლება გადავდოთ პაემანი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ მეგობრებს ხათრს ვერ გავუტეხ. ჩვენ კი, მოგვიანებითაც შეიძლება ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებთ, ასე რომ ხვალამდე... - ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით! ცას ოხშივარი ასდის... მზე ძალიან იკბინება... ალბათ ამაღამ იწვიმებს... თხუთმეტი წუთით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ღმერთო, როგორ მომნატრებია... გულში მჭიდროდ ჩავიხუტე და ხარბად ჩავისუნთქე თმის სურნელი, რომელიც ნესტოებს მიხეთქავდა და ყვავილზე მიჯაჭვული ფუტკარივით მათრობდა. ასე ვტკბებოდი ერთ ხანს გაბრუებული, ხოლო შემდეგ გველნაკბენივით მოვიწყვიტე მკერდიდან, რომ მასზე ცქერით დამეპურებინა მონატრებით გაუმაძღარი მზერა...
ემოციური და გნაწყობიანი მოთხრობაა სევდიანი ფინალით2+++++
ღმერთო, როგორ მომნატრებია... გულში მჭიდროდ ჩავიხუტე და ხარბად ჩავისუნთქე თმის სურნელი, რომელიც ნესტოებს მიხეთქავდა და ყვავილზე მიჯაჭვული ფუტკარივით მათრობდა. ასე ვტკბებოდი ერთ ხანს გაბრუებული, ხოლო შემდეგ გველნაკბენივით მოვიწყვიტე მკერდიდან, რომ მასზე ცქერით დამეპურებინა მონატრებით გაუმაძღარი მზერა...
ემოციური და გნაწყობიანი მოთხრობაა სევდიანი ფინალით2+++++
25. მადლობაოოო! მეც მიყვარხააართ )) მადლობაოოო! მეც მიყვარხააართ ))
24. დედე ძალიან ძალიან მოგვეწონა და გვიყვარხარ ))) სალომე და შორენა)) დედე ძალიან ძალიან მოგვეწონა და გვიყვარხარ ))) სალომე და შორენა))
23. უკვე მეორე ნაწარმოები დაამთავრე ცუდად, კიდევ კარგი რეჟისორი არ ხარ თორემ არასოდეს ვუყურებდი შენ მიერ გადაღებულ ფილმებს... + უკვე მეორე ნაწარმოები დაამთავრე ცუდად, კიდევ კარგი რეჟისორი არ ხარ თორემ არასოდეს ვუყურებდი შენ მიერ გადაღებულ ფილმებს... +
22. : ) ხოდა აღარ გადადო ხოლმე :) თუ არ გადაადებინო თუ რა ვიცი : ) ხოდა აღარ გადადო ხოლმე :) თუ არ გადაადებინო თუ რა ვიცი
21. ჰო.. არაფერს ვიტყვი. ++ და გავედი.. ჰო.. არაფერს ვიტყვი. ++ და გავედი..
20. ვინახარ შენ?! ასე სუსტი და ასე ძლიერი??????? ვინახარ შენ?! ასე სუსტი და ასე ძლიერი???????
19. მეგონა -გიცნობდი...DEDE ღმერთო რა ხდება, ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება... რა მშვენიერი სიურპრიზებით არის ცხოვრება სავსე
ახლა გეცნობი:'ისიც მყისვე ზღვაში გაუჩინარდა ბედნიერების დასარიგებლად. '
... ალბათ ამაღამ იწვიმებს...
მეგონა -გიცნობდი...DEDE ღმერთო რა ხდება, ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება... რა მშვენიერი სიურპრიზებით არის ცხოვრება სავსე
ახლა გეცნობი:`ისიც მყისვე ზღვაში გაუჩინარდა ბედნიერების დასარიგებლად. `
... ალბათ ამაღამ იწვიმებს...
18. ზღვის მოახლოვება მთელი სხეულით ვიგრძენი. მოუთმენლობის ცახცახმა ამიტანა, თითქოს დედამიწას ვტოვებდი და სხვა, ზღაპრულ სამყაროში გადავდიოდი. თვალები ავუკარი. ისიც აფორიაქდა, სხეულში ადგილს ვეღარ პოულობდა, უამრავ კითხვას მისვამდა... ავტომობილი გავაჩერე და თვალახვეული, ხელიხელჩაკიდებულმა ზღვაში შეჭრილ კიდეზე გავიყვანე. უხილავი ტალღების ხმა მის ნებისყოფას კიდევ უფრო ახელებდა და კლდეზე ყოველი მინარცხებით ულმობლად ამსხვრევდა. როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც სამყარო იბადება, სადაც ზღაპარი იწყება და საიდანაც სიყვარული იღებს სათავეს, რომელსაც სასრული არ გააჩნია. კლდის ქიმზე, სახით ზღვისკენ დავაყენე, თვალებიდან სახვევი მოვხსენი და ზღვა... მეწამულისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, რუხი, იასამნისფერი, მზის ფერი და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი ფერი; რამდენი ოცნების, სევდის, სიხარულის, სიყვარულის დამტევი... ყოველი ტალღა ახალ ზღაპარს უყვება მზეს, რომელიც დასაძინებლად ზღვის კალთაში მიემართება. ზღვას კი არასდროს სძინავს და ხარბად ტკბება ცხოვრების ყოველი წამით!
ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით!
მე ამ გვერდზე ვისვენებ.... ზღვის მოახლოვება მთელი სხეულით ვიგრძენი. მოუთმენლობის ცახცახმა ამიტანა, თითქოს დედამიწას ვტოვებდი და სხვა, ზღაპრულ სამყაროში გადავდიოდი. თვალები ავუკარი. ისიც აფორიაქდა, სხეულში ადგილს ვეღარ პოულობდა, უამრავ კითხვას მისვამდა... ავტომობილი გავაჩერე და თვალახვეული, ხელიხელჩაკიდებულმა ზღვაში შეჭრილ კიდეზე გავიყვანე. უხილავი ტალღების ხმა მის ნებისყოფას კიდევ უფრო ახელებდა და კლდეზე ყოველი მინარცხებით ულმობლად ამსხვრევდა. როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც სამყარო იბადება, სადაც ზღაპარი იწყება და საიდანაც სიყვარული იღებს სათავეს, რომელსაც სასრული არ გააჩნია. კლდის ქიმზე, სახით ზღვისკენ დავაყენე, თვალებიდან სახვევი მოვხსენი და ზღვა... მეწამულისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, რუხი, იასამნისფერი, მზის ფერი და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი ფერი; რამდენი ოცნების, სევდის, სიხარულის, სიყვარულის დამტევი... ყოველი ტალღა ახალ ზღაპარს უყვება მზეს, რომელიც დასაძინებლად ზღვის კალთაში მიემართება. ზღვას კი არასდროს სძინავს და ხარბად ტკბება ცხოვრების ყოველი წამით!
ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით!
მე ამ გვერდზე ვისვენებ....
17. - ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით!
რა ვქნა ახლა მე,რომ არ მეყო თქვენი შემოქმედება?:( - ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით!
რა ვქნა ახლა მე,რომ არ მეყო თქვენი შემოქმედება?:(
16. ღმერთო, ყველა შეფასებული მაქვს კომენტარის გარეშე!!! ალალი ყოფილა შენი შემოქმედება!!! ხვალ უნდა გადავიკითხო თავიდან!!! გაიხარე შენა!!! ღმერთო, ყველა შეფასებული მაქვს კომენტარის გარეშე!!! ალალი ყოფილა შენი შემოქმედება!!! ხვალ უნდა გადავიკითხო თავიდან!!! გაიხარე შენა!!!
15. ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
თბილია..სიყვარულით გაჯარებული ნაწერია.. ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
თბილია..სიყვარულით გაჯარებული ნაწერია..
13. სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო თბილებო! რაღა დაგიმალოთ და ქათინაურებიც სასიამოვნოა, რომელსაც არ ვიშურებთ ერთმანეთისთვის:) მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის გრძნობათაბუნება გვაინტერესებს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, ყველასთვის ცნობილი სახელწოდებით ,,ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი"!!! სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო თბილებო! რაღა დაგიმალოთ და ქათინაურებიც სასიამოვნოა, რომელსაც არ ვიშურებთ ერთმანეთისთვის:) მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის გრძნობათაბუნება გვაინტერესებს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, ყველასთვის ცნობილი სახელწოდებით ,,ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი"!!!
12. საოცრად მიყვარს მზის ჩასვლის პეიზაჟი, მითუმეტეს სანაპიროზე...
სასიამოვნო მონათხრობია, ლამაზი განცდებით, შედარებებით, და სევდიანი ფინალით. 5 საოცრად მიყვარს მზის ჩასვლის პეიზაჟი, მითუმეტეს სანაპიროზე...
სასიამოვნო მონათხრობია, ლამაზი განცდებით, შედარებებით, და სევდიანი ფინალით. 5
11. ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
კიდევ წავიკითხე..
და გამახსენდა ერთი პოეტის სიტყვები: როდესაც ბედნიერებას ვეძებდი, თურმე მაშინ ვყოფილვარ ბედნიერი.
ჰო, ბედნიერების ძებნაში ზოგჯერ მთელ სამყაროს შემოვივლით, ის კი თურმე ჩვენგან მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზეა და რატომღაც ვერ ვხედავთ მას, და მხოლოდ მაშინ, როდესაც დავკარგავთ, ვხვდებით რა ყოფილა ბედნიერება. ჰო, იქნებ და ჩვენი ბედნიერებაც ბოთლში გამოვამწყვდიეთ ადამიანებმა და ვერ ვისწავლეთ მისი დანახვა, იმ ლამაწი წამის შეგრძნება, რასაც ცხოვრება გვჩუქნის, ჩვენ ხომ მისი უძღები შვილები ვართ.
გამიგია, ბედნიერება ლურჯი ფრინველია, მხოლოდ ერთხელ რომ მოფრინდება შენტან და თუ გულში არ ჩაიკარი, მეორედ ვეღარასოდეს იპოვიო.....
ყველას გისურვებთ არ დაგეკარგოთ ეს ბედნიერების ლურჯი ფრინველი
წარმატებებს გისურვებ დედე....
შოთა ნიშნიანიძის ლექსს გავიხსენებ
ახლოს, სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ, ახლოს, სულ ახლოს ზედ ყურისძირთან მომელამუნა მაგ თმებივით, მაგ ჩურჩულივით და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა.
ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
კიდევ წავიკითხე..
და გამახსენდა ერთი პოეტის სიტყვები: როდესაც ბედნიერებას ვეძებდი, თურმე მაშინ ვყოფილვარ ბედნიერი.
ჰო, ბედნიერების ძებნაში ზოგჯერ მთელ სამყაროს შემოვივლით, ის კი თურმე ჩვენგან მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზეა და რატომღაც ვერ ვხედავთ მას, და მხოლოდ მაშინ, როდესაც დავკარგავთ, ვხვდებით რა ყოფილა ბედნიერება. ჰო, იქნებ და ჩვენი ბედნიერებაც ბოთლში გამოვამწყვდიეთ ადამიანებმა და ვერ ვისწავლეთ მისი დანახვა, იმ ლამაწი წამის შეგრძნება, რასაც ცხოვრება გვჩუქნის, ჩვენ ხომ მისი უძღები შვილები ვართ.
გამიგია, ბედნიერება ლურჯი ფრინველია, მხოლოდ ერთხელ რომ მოფრინდება შენტან და თუ გულში არ ჩაიკარი, მეორედ ვეღარასოდეს იპოვიო.....
ყველას გისურვებთ არ დაგეკარგოთ ეს ბედნიერების ლურჯი ფრინველი
წარმატებებს გისურვებ დედე....
შოთა ნიშნიანიძის ლექსს გავიხსენებ
ახლოს, სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ, ახლოს, სულ ახლოს ზედ ყურისძირთან მომელამუნა მაგ თმებივით, მაგ ჩურჩულივით და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა.
10. ოხ, როგორ არ მინდა დავიგვიანო.... ძალიან ლამაზად წერ ოხ, როგორ არ მინდა დავიგვიანო.... ძალიან ლამაზად წერ
9. მგონი.. არ შევცდები თუ ვიტყვი რომ წაკითხული მქონდა.. უზომოდ გამიხარდით მართლა აქ..
" ასე მგონია, გული ათასი დანით მაქვს დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! " ახლა.. ძვლებამდე ვიგრძენი.. უფრო..
მგონი.. არ შევცდები თუ ვიტყვი რომ წაკითხული მქონდა.. უზომოდ გამიხარდით მართლა აქ..
" ასე მგონია, გული ათასი დანით მაქვს დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! " ახლა.. ძვლებამდე ვიგრძენი.. უფრო..
8. დიდი მადლობა მშვენიერი კომენტარისთვის... დიდი მადლობა მშვენიერი კომენტარისთვის...
7. თეკლეს კომენტარის მერე რა ვთქვა მეტი? 5 თეკლეს კომენტარის მერე რა ვთქვა მეტი? 5
6. გამიხარდა შენი აქ ყოფნააა :) გამიხარდა შენი აქ ყოფნააა :)
5. დედეეე როგორ ხარ მეგობაროოო...თბილო ადამიანო :-*
დედეეე როგორ ხარ მეგობაროოო...თბილო ადამიანო :-*
4. დღეს ყოველთვის ადრეა, ხვალ ყოველთვის გვაინი ..ჯანდაბა, რატომ ხდება ყოველთვის ასე , ალბათ ადამიანებმა სიცოცხლის, სიყვარულის და პირველ რიგში დროის ფასი ვერ ვისწავლეთ თუ რა ვიცი...ვბოდიალობ. დღეს ყოველთვის ადრეა, ხვალ ყოველთვის გვაინი ..ჯანდაბა, რატომ ხდება ყოველთვის ასე , ალბათ ადამიანებმა სიცოცხლის, სიყვარულის და პირველ რიგში დროის ფასი ვერ ვისწავლეთ თუ რა ვიცი...ვბოდიალობ.
3. ღმერთო, როგორ მომნატრებია...
ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
დედე :) თბილი ემოციით გაჯერებული თხრობა, ისეთი ნაცნობი განცდა რომ მოაქვს ღმერთო, როგორ მომნატრებია...
ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს!
დედე :) თბილი ემოციით გაჯერებული თხრობა, ისეთი ნაცნობი განცდა რომ მოაქვს
2. ბედნიერება ზოგჯერ სულ ერთი წუთია, ჩვენ კი ადამიანებმა ამ წუთის დაჭერა ვერ ვისწავლეთ...მაგრამ, ჩვენ ხომ უბრალოდ ადამიანები ვართ...ცხოვრება კი წუთი კი არა, დიდი გიგანტია, რომელიც უმოწყალოდ ნთქავს ყოფიერებაში ამ ლამაზ ფრაგმენტებს და სწორედ ამიტომ ისინი ხშირად ისევ ბოთლში რჩებიან. გაიხარე დედე ბედნიერება ზოგჯერ სულ ერთი წუთია, ჩვენ კი ადამიანებმა ამ წუთის დაჭერა ვერ ვისწავლეთ...მაგრამ, ჩვენ ხომ უბრალოდ ადამიანები ვართ...ცხოვრება კი წუთი კი არა, დიდი გიგანტია, რომელიც უმოწყალოდ ნთქავს ყოფიერებაში ამ ლამაზ ფრაგმენტებს და სწორედ ამიტომ ისინი ხშირად ისევ ბოთლში რჩებიან. გაიხარე დედე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|