ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2009


ლოცვა

პური  ვითხოვე და
მომცეს ქვები...
თევზი შევთხოვე და
თურმე გველი
ისე მომაწოდეს
ვერ გავიგე...
ცოდვის ბარიკადა
რომ ავიგე,
ვეღარ შევიგრძენი 
სითბო მზისა....

როცა შეცნობადი
გავხდი  ღვთისა.
მუხლზე დაჩოქილმა
შემოგბედე,
ღმერთო  ცოდვილი ვარ,
შემომხედე...
გთხოვ ხელს ნუ გამიშვებ
შენ მოგენდე...

მოდი, ბარიკადა დამინგრიე
ყველა ავი ზრახვა დამირბიე,
სულში მზე ამინთე ცეცხლისფერი...
წმინდად დამილოცე ერი, ბერი.

ვიცი  ეს განზრახვა არ მიწყინე...
ღ მ ე რ თ ო,  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო  გ ა მ ი ბ რ წ ყ ი ნ ე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები