ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2009


შემოდგომის ნოსტალგია

ყველას ვერ მოგეფერეთ დღეს...ორიოდე დღით ისევ გადასახვეწი ვარ დედაქალაქიდან და ამიტომ ამ ლექსს დაგიტოვებთ. :) ძველია, მაგრამ ახლა ყველაზე ახლოს ეს განწყობაა ბერეთელის გულთან და რადგან თქვენც მინდა გულში მყავდეთ...



მერცხლები გაფრენილან რა ხანია,
ხეები ფერ-უმარილს ბავშვებივით
ყველგან ითხიპნიან... ხარხარია.
ოქტომბერს წუთები აქვს დარჩენილი.

ღრუბლები ფეხმძიმე ქალებია,
დადიან, წვიმებს ძლივს იკავებენ_
ღიმილივით. რა ხმაა? ქარებია,
თუ ხმელი ფოთლები კინკლაობენ?

მთვარე_ გატეხილი ფანარი და
(ლექსი მივუსიე დაგეშილი)
მეზობლის კარღია მარანიდან
სარ-სარ მოუყვება გალეშილი.

აქ არ მოიტეხოს კისერი და...
ბავშვები კვახებით ჯილდაობენ.
ქარების დოღია იმ სერიდან,
აქ კაკლის ჩრდილები ჭიდაობენ.

ნელ ცეცხლზე თათარას ჩასთვლემია,
ფშვინავს და დედის ხელს იგერიებს.
რა ვოლტი!_ სულ თაფლის სანთლებია.
ჩუ! მამა კითხულობს "...ივერიელს".

სხვენზე ტაროების ხარხარია,
მთვარე გაპარულა შერცხვენილი.
მერცხლები გაფრენილან რა ხანია...
დღეებიც გაფრენილან მერცხლებივით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს