ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2009


ჰგავდა შემოდგომა თხრობას...


  ჰგავდა შემოდგომა თხრობას
  ვადაგასულ ამბების
  და ხეებიც სამოსს თმობდნენ
  ჩამოხეულ კაბებით.
  ფენდა შემოდგომა სევდის
  მოყვითალო აფიშებს,
  ვწერდი ლექსებს, ისევ ვხევდი,
  ვუძებნიდი თავს ნიშას.
  მზეს მილევის ჰქონდა განცდა,
  სითბოდ ჩამოღვენთების.
  გვიდა ქარი ფოთლის ნაცარს
  ხელის ერთი შეხებით.
  გახუნების წუთზე წუხდნენ
  ფერთა თბილი გამები,
  გადაივსო ქუჩა წუხელ
  სევდის მონოგრამებით.
  რაღაც მოციზამთრო გრძნობა
  ხეს ტოტებზე ეკიდა.
  ზამთარი კი ხსნიდა დოვლათს
  შემოდგომას ბეჭიდან.
  ყველაფერი ჰგავდა ძველ ფილმს,
  კარგად ნაცნობ კადრებით,
  მაინც ადრე იყო ჩემთვის
  ფერთა გადაავდრება.
  ჰგავდა შემოდგომა თხრობას,
  ამბავს,გადანაფასებს
  და მოჰგავდნენ ფიქრის გროვას
  ფოთლები ჩემს რაფაზე...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს