ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არ გეწყინოს
ჟანრი: იუმორისტული
6 ნოემბერი, 2009


ურაკპარაკზე

ურაკპარაკზე კინკლავი ბარდნის,
ფიქრი ფუტურო გამხდარა დოგმა.
მიუსაფარი დენდივით დადის
შვიდი პოეტის დარდი და ბოღმა.

ისმის დაღლილი გოდება არსით,
ქუხს დისკუსიის ხველა საზარი.
ივსება ფარსით, ივსება ფარსით,
ურაკპარაკის ჭრელი ბაზარი.

ის, რაც არ მოსწონს პოეტ კესანეს,
მოსწონს დუტას და მოსწონს დუსიას.
უჩინმაჩინმა ყველა ერთმანეთს,
კაცმა არ იცის, რად მიუსია.

უცრემლო თვალებს აღარ ედება
ვითომ მოსახდენ რეფორმის შიში.
პროფანთა ბრბოში მიეხეტება
შვიდი პოეტის ამაყი ჯიში.

გამოცანაა მოტივ-ლაიტ-ი,
ნატიფად სუნთქვას ჩვეული ოდით.
წელგადრეკილი ბრუნავს საიტი,
ამოსახსნელი რებუსის კოდით.

უფალი ყრუა, ბრმაა-თემიდა,
სიმართლის მესმის ამონაგმინი.
კამათს და კინკლავს კულისებიდან
ირონიულად უმზერს ადმინი.

ახლოა დაშლის ბოლო წერტილი,
ტყუილს მართალი ვერ შეეწეპა.
შვიდი პოეტი-ნიჭით შეშლილი,
დუმილის ფართო საწოლში წვება.

ურაკპარაკზე არ ჩანს იარა,
წვიმს გულგრილობა-უჭირო ჭირი.
და მეც მდუღარე ცრემლით კი არა,
ჩვეულებრივი სიცილით ვტირი.

მწყემსები კავებს თლიან...ფარა კი,
მონუსხა ყალბი მთვარის ლიცლიცმა.
აფსუს! ნაქები ურაკპარაკი,
საქ. მწერ. კავშირის ხდება ღვიძლი ძმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები