 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2009 |
ხევსურებს
ვაჟებ ვართ ხევსურისშვილნი, მუხლებს გვიქებენ მგლისასა, ჯიხვთ ვჰგვიორთ გამამფრინდალთა, ჭაუხში, სალის კლდისასა.
ბევრისას ვამბობთ შანდობას, ლომგულა,მკლავმარჯვისასა, მიწა-წყლის სადარაჯოზე, სისხლს რო ანთხევდნენ მტრისასა.
ხევსურთა სალოცავები, წინ-წინ გამძღოლი ლაშქრისა, თავზარდამცემი ჟღარუნი, საარაგვოზე აბჯრისა.
ხანდისხან ლხინიც,ქორწილი, ცეკვა-სიმღერა მაყრისა, ზაფხულში სათიბ-საკრეფი, ზამთარში ზიდვა ნაკრისა.
ხშირად სამფეხა ტაბლაზე, თასებ ლუდ-არაყიანი, ბევრი მელექსე ხევსური, ფეხონ სწორებზე ჭკვიანი.
ჭერხოში წოლა სწორფერთან, საზღვარი ტარვერცხლიანი, დოღში კუდანსკვულ ლურჯასად, ხუხება არაყიანის...
აი ხევსურის ცხოვრება, ასეთი ავ-კარგიანი, ხან შუაღამის საფერი, ხანაც ცხრათვალა მზიანი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. 5555
კომუნალურმა თავადაც არ იცის რეებს ურახუნებს! 5555
კომუნალურმა თავადაც არ იცის რეებს ურახუნებს!
11. გამომრჩენია ეს ლექსია, იმედია ამას არ წაშლი... :) ის წინა ჩვენთან წავიღე, შენს თემაში... :) 5. გამომრჩენია ეს ლექსია, იმედია ამას არ წაშლი... :) ის წინა ჩვენთან წავიღე, შენს თემაში... :) 5.
10. მაგადი კაცის მაგადი ლექსი ;;) მაგადი კაცის მაგადი ლექსი ;;)
9. კარგი ლექსია, ხიჩიბავ! კარგი ლექსია, ხიჩიბავ!
7. ხშირად სამფეხა ტაბლაზე, თასებ ლუდ-არაყიანი,5555555555555 ხშირად სამფეხა ტაბლაზე, თასებ ლუდ-არაყიანი,5555555555555
6. მომწონს "კომუნალური გადასახადები" ხომ არ მოაწყობდით ერთი პოეტის პოეზიი საღამო განხილვას? საინტერესო იქნებოდა მომწონს "კომუნალური გადასახადები" ხომ არ მოაწყობდით ერთი პოეტის პოეზიი საღამო განხილვას? საინტერესო იქნებოდა
5. 2. წაიხალხურებს და ამიტომ არაა დასამახსოვრებელი? ამ დროს მგონი ხალხური უფრო ამახსოვრდებათ
საინტერესო კოემტნარებს ტოვებ ზოგჯერ
ავტორს წარმატებები მელოდია ქარში. 2009-11-08 21:03:35
ხალხური ამახსოვრდებათ რამდენიმე შემთხვევაში:
1. რთული იდეა გენიალური უბრალოებითაა გადმოცემული: "წუთისოფელი ასეა, ღამე დღეს უთენებია", ან "წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა" 2. ძალიან ემოციურია - "სიკვდილო, შვილი გაგიზარდე, მე სხვა დედებს კი არ ვგევარ" 3. მღერადია, როგორც შატილის ასულო (იოსება ძიაზე არ დამიწყო, ვიცი მაგისი ამბავი მაგრამ ისიც ვიცი რომ თბილისში 20იან წლებშიც მღეროდნენ მაგ ტექსტსაო). და ა.შ.
მაგრამ როცა ლექსი გადატვირთულია კუთხური სიტყვებით და გამოთქმებით და თემაც ათას ორმოცდა ცხრამეტჯერაა გადაღეჭილი, მკიტხველი დამახსოვრებით დიდად არ იწუხებს თავს. 2. წაიხალხურებს და ამიტომ არაა დასამახსოვრებელი? ამ დროს მგონი ხალხური უფრო ამახსოვრდებათ
საინტერესო კოემტნარებს ტოვებ ზოგჯერ
ავტორს წარმატებები მელოდია ქარში. 2009-11-08 21:03:35
ხალხური ამახსოვრდებათ რამდენიმე შემთხვევაში:
1. რთული იდეა გენიალური უბრალოებითაა გადმოცემული: "წუთისოფელი ასეა, ღამე დღეს უთენებია", ან "წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა" 2. ძალიან ემოციურია - "სიკვდილო, შვილი გაგიზარდე, მე სხვა დედებს კი არ ვგევარ" 3. მღერადია, როგორც შატილის ასულო (იოსება ძიაზე არ დამიწყო, ვიცი მაგისი ამბავი მაგრამ ისიც ვიცი რომ თბილისში 20იან წლებშიც მღეროდნენ მაგ ტექსტსაო). და ა.შ.
მაგრამ როცა ლექსი გადატვირთულია კუთხური სიტყვებით და გამოთქმებით და თემაც ათას ორმოცდა ცხრამეტჯერაა გადაღეჭილი, მკიტხველი დამახსოვრებით დიდად არ იწუხებს თავს.
4. შესანიშნავი ლექსია! მივესალმები ხალხურ მოტივებს! ;) შესანიშნავი ლექსია! მივესალმები ხალხურ მოტივებს! ;)
3. ხევსურული ყვლაფერი მიყვარს... ხევსურული ყვლაფერი მიყვარს...
2. წაიხალხურებს და ამიტომ არაა დასამახსოვრებელი? ამ დროს მგონი ხალხური უფრო ამახსოვრდებათ :)
საინტერესო კოემტნარებს ტოვებ ზოგჯერ :)
ავტორს წარმატებები :) წაიხალხურებს და ამიტომ არაა დასამახსოვრებელი? ამ დროს მგონი ხალხური უფრო ამახსოვრდებათ :)
საინტერესო კოემტნარებს ტოვებ ზოგჯერ :)
ავტორს წარმატებები :)
1. რთულად იკითხება. წაიხალხურებს. ამიტომ დასამახსოვრებელიც არ არის. სწორფერობა კიდევაა ხევსურეთში? რაღაც არ გამიგია... რთულად იკითხება. წაიხალხურებს. ამიტომ დასამახსოვრებელიც არ არის. სწორფერობა კიდევაა ხევსურეთში? რაღაც არ გამიგია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|