ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2009


დუელი


ერთხელაც უნდა
დასვა  წერტილი,
რადგან ჩვენს შორის
სივრცე ვერ გათბა,
ჩემგან ათასჯერ
გულდაწყვეყილი,
დღეს ორეული
მესვრის ხელთათმანს...

მე მიცახცახებს
უკვე სხეული
და ვიდრე  ტყვიას
ისვრის მეორე,
ჩემგან საბრალოდ
გამეტებული,
დღეს ორეული
მიწვდის რევორვერს...

როგორ გვიხდება,
ღმერთო, ფრაკები
და რა ახლოა,
თურმე კარიბჭე,
ასე სუფდა და
ასე ნატიფი,
დღეს ორეული
მითვლის ნაბიჯებს...

ბოლოს შერჩება
ვიცი ბარათებს,
ცოტა სისხლი
და ცოტა გუაში,
ჩვენში ერთერთი
უნდა  გადარჩეს,
დღეს ორეული
მიწვევს დუელში!!!

###
თუ რაღაცას ჯღაბნი,
და თან კიდეც რითმავ,
ცისკენ აგისვრიან
ლექსის ემისრები ,
და თუ მართლა წერ და,
მართლა პოეტი ხარ,
მაშინ ნამდვილ სითბოს,
ვეღარ ეღირსები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები