ბაგრატიონთა ხანაში, სიკვდილით სჯიდნენ ორგულებს. ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ, ჯვრებზე აკრავდნენ შეთქმულებს. ოქროს გვირგვინებს ადგამდნენ, რჩეულთა შორის რჩეულებს. აფასებდნენ და იცავდნენ ყველასგან გამორჩეულებს. მეფეები და სარდლები, ქებას ასხამდნენ ერთგულებს. ერთურთს ანგარიშს უწევდნენ, აქებდნენ გამარჯვებულებს. ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ბრძოლებში დამარცხებულებს, პატივით იხსენიებდნენ, ქრისტესთვის თავდადებულებს. ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ, ერკინებოდნენ ქარიშხლებს, ადიდებდნენ და აქებდნენ მსხვერპლად შეწირულ რაინდებს. ბაგრატიონთა ხანაში, ქალები აკვნებს არწევდნენ. კეთილშობილი მხედრები, ღვთის ღალატს სიკვდილს არჩევდნენ. ერეკლეს ღალატს მხედრებმა, ომში სიკვდილი არჩიეს. მეფეებმა და მხედრებმა, ქვეყანა გადაარჩინეს. გადაარჩინეს ქვეყანა, წარღვნას და გადაშენებას. ვაშა, ქართველთა წინაპრებს, დიდება ქვეყნის შენებას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ოთარ დიდი პატრიოტი კაცი ხარ შენ... ოთარ დიდი პატრიოტი კაცი ხარ შენ...
12. მე მომწონს! მე მომწონს!
11. ყოჩაღ ოთარ!!!! შენებური გულიანია!!!! ყოჩაღ ოთარ!!!! შენებური გულიანია!!!!
10. "ვაშა" კი არა "ურა":)) "ვაშა" კი არა "ურა":))
9. მეც ილტოსპირელს ვეთანხმები... წარმატებებს გისურვებ :) მეც ილტოსპირელს ვეთანხმები... წარმატებებს გისურვებ :)
8. მოგიკითხე.. მეგობარო.. მოგიკითხე.. მეგობარო..
6. ვაშა! გულწრფელი +5. წარმატებები ვაშა! გულწრფელი +5. წარმატებები
4. ყველაზე კაიფი ის არის ამ ლექსში მარტო ვაშას რომ გააკრიტიკებ კაცი მარგალიტია ფაკტიურად :D
ყველაზე კაიფი ის არის ამ ლექსში მარტო ვაშას რომ გააკრიტიკებ კაცი მარგალიტია ფაკტიურად :D
3. წინა კომ-არს ვეთანხმები. ჩემი აზრი გამომეხატა მინდოდა, თუმცა ილტოსპირელმა დამასწრო :) წინა კომ-არს ვეთანხმები. ჩემი აზრი გამომეხატა მინდოდა, თუმცა ილტოსპირელმა დამასწრო :)
2. შეიძლება ეს "ვაშა" მართლაც პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ლექსი ხომ თავისი ბუნებით ქებაა, ოდაა და განა ასეთი ლექსი დაზღვეული იქნება პათეტიკისაგან?! რაც მთავარია, ლექსში მამულიშვილური ნერვი ფეთქავს და ფორმას ყოველთვის მოევლება! გულწრფელობა კი, მითქვამს და გავიმეორებ, ლექსის ნახევარს მაინც უდრის! 55555 შეიძლება ეს "ვაშა" მართლაც პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ლექსი ხომ თავისი ბუნებით ქებაა, ოდაა და განა ასეთი ლექსი დაზღვეული იქნება პათეტიკისაგან?! რაც მთავარია, ლექსში მამულიშვილური ნერვი ფეთქავს და ფორმას ყოველთვის მოევლება! გულწრფელობა კი, მითქვამს და გავიმეორებ, ლექსის ნახევარს მაინც უდრის! 55555
1. მაპატიე ოთარ, ეს "ვაშა"- კომუნიზმის გადმონაშტი მგონია... ნენ-ებს რითმაც რამდენად მომგებიანია ვერ გეტყვი ამაზე ალბათ პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ. მე კი შინაარსი ძალიან მომეწონა ყველაფერი გავაცოცხლე თვალწინ. წარმატებები :) მაპატიე ოთარ, ეს "ვაშა"- კომუნიზმის გადმონაშტი მგონია... ნენ-ებს რითმაც რამდენად მომგებიანია ვერ გეტყვი ამაზე ალბათ პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ. მე კი შინაარსი ძალიან მომეწონა ყველაფერი გავაცოცხლე თვალწინ. წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|