ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


სიტყვები, დრო და ჩვენი ნიღბები

მოდი მოვიპაროთ დრო და სიტყვები,
მერე კი სხეულებს შემოვახიოთ,
მახინჯი, უშნო და ბოროტი ნიღბები.
მერე შემოდგომა დავხატოთ ფურცლებზე
ყვითლად შევღებოთ ხეთა ცრემლები.
ჩამოვადინოთ საშემოდგომო
ლექსები, დრო და ლამაზი სიზმრები.

მოდი მოვიპაროთ დრო და სიტყვები,
მერე კი ერთმანეთს ნიღბები წავართვათ.
უცნობი ლექსივით კოცონზე შემოვდოთ
და მერე ხელები ერთმანეთს ვათხოვოთ.

ჩამოვჯდეთ აივნის ძველებურ კიდეზე,
ცაზე ვარსკვლავებს მთვარე წავართვათ.
გვირგვინად დავადგათ მერე ერთმანეთს
სიტყვები, დრო და ჩვენი ნიღბები.

მოდი მოვიპაროთ დრო და სიტყვები,
მერე კი სხეულებს შემოვახიოთ
მახინჯი, უშნო და ბოროტი ფიქრები.
მერე შემოდგომა დავხატოთ ფურცზლებზე,
ყვითლად შევღებოთ ხეთა ცრემლები,
ჩამოვადინოდთ საშემოდგომო
ლექსები, დრო და ლამაზი სიზმრები.

ხანდახან მეც მინდა ვიყო სიზმარი,
სიტყვებიც, დროც და შენი ნიღაბიც.
ყვითელ ფერებში გადაღებილი
საშემოდგომო, თეთრი ფიფქები.
მოდი მოვპაროთ ერთმანეთს ფიქრები.
სიტყვები, დრო და ჩვენი ნიღბებიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები