 | ავტორი: ლაკი ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2009 |
უნდა დავძირო, რაც მძირავს, უნდა ავმაღლდე, აღვსდგე, სული, არათუ ბრიყვ სხეულს, სულის საზღვრებს რომ ასცდეს... უნდა ავუშვა სიგიჟის და სიძლიერის აფრები, მერე ჩარჩოდან გადმოვალ და მასთან ყოფნით დავთვრები, ვინც ასე დიდხანს ელოდა ჩემს გაღვიძებას, სიცოცხლეს, ვინც ერთი დაკვრით გამაქრობს ისე , რომ არც შემიცოდებს... უნდა დავძირო, რაც მძირავს, რწმენით ავყვები აღმართებს, აქ - გიჟჲს ნიღბით ვიცხოვრებ, იქ - ღმერთი გამასამართლებს და მცირე შანსიც თუ მექნა, ციდან ჩამოვყრი ბარათებს... ცხადში წასულო ხელიდან სიზმრებში შენთან გავათევ... იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში, თვალს რომ ხუჭავდნენ სიზმრები, ყველა ძახილის ნიშნის წინ კითხვის ნიშანი ვიქნები... და დაეშვება ფსკერისკენ წერტილის ბრძნული პათოსი... ...და განაჩენის სიმკაცრე სულ სამწერტილად ჩამომშლის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს მახსოვს...საიდან?...ეგ აღარ მახსოვს...შენ გედო ალბათ...5 ეს მახსოვს...საიდან?...ეგ აღარ მახსოვს...შენ გედო ალბათ...5
11. and justice for all and justice for all
10. შეიძლება არი აქ სადღაც ფილოსოფიური იდეების განვრცობა, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ სუსტად და არეულად, აქ - გიჟჲს ნიღბით ვიცხოვრებ, იქ - ღმერთი გამასამართლებს
აი თუნდაც აქ .... ისე კი მე ავტორი მინდა კიდევ ვიხილო შემდეგ. : ) შეიძლება არი აქ სადღაც ფილოსოფიური იდეების განვრცობა, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ სუსტად და არეულად, აქ - გიჟჲს ნიღბით ვიცხოვრებ, იქ - ღმერთი გამასამართლებს
აი თუნდაც აქ .... ისე კი მე ავტორი მინდა კიდევ ვიხილო შემდეგ. : )
9. აქ - გიჟჲს ნიღბით ვიცხოვრებ, იქ - ღმერთი გამასამართლებს. აქ - გიჟჲს ნიღბით ვიცხოვრებ, იქ - ღმერთი გამასამართლებს.
8. უნდა ავუშვა სიგიჟის და სიძლიერის აფრები, მერე ჩარჩოდან გადმოვალ და მასთან ყოფნით დავთვრები,
უნდა ავუშვა სიგიჟის და სიძლიერის აფრები, მერე ჩარჩოდან გადმოვალ და მასთან ყოფნით დავთვრები,
6. იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში, თვალს რომ ხუჭავდნენ სიზმრები, ყველა ძახილის ნიშნის წინ კითხვის ნიშანი ვიქნები... და დაეშვება ფსკერისკენ წერტილის ბრძნული პათოსი... ...და განაჩენის სიმკაცრე სულ სამწერტილად ჩამომშლის....
მომნატრებიხაარ :) იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში, თვალს რომ ხუჭავდნენ სიზმრები, ყველა ძახილის ნიშნის წინ კითხვის ნიშანი ვიქნები... და დაეშვება ფსკერისკენ წერტილის ბრძნული პათოსი... ...და განაჩენის სიმკაცრე სულ სამწერტილად ჩამომშლის....
მომნატრებიხაარ :)
5. იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში, თვალს რომ ხუჭავდნენ სიზმრები, ყველა ძახილის ნიშნის წინ კითხვის ნიშანი ვიქნები... და დაეშვება ფსკერისკენ წერტილის ბრძნული პათოსი... ...და განაჩენის სიმკაცრე სულ სამწერტილად ჩამომშლის....
და, საერთოდაც, ლექსი მთლიანობაში მომეწონა. 5 იმ ყდაგაცვეთილ წიგნებში, თვალს რომ ხუჭავდნენ სიზმრები, ყველა ძახილის ნიშნის წინ კითხვის ნიშანი ვიქნები... და დაეშვება ფსკერისკენ წერტილის ბრძნული პათოსი... ...და განაჩენის სიმკაცრე სულ სამწერტილად ჩამომშლის....
და, საერთოდაც, ლექსი მთლიანობაში მომეწონა. 5
2. მეც ასე დავწერდი... უნდა დავძირო რაც მძირავს, რწმენით ავყვები აღმართებს... საკმაოდ დამაფიქრებელი ფილოსოფიური ლექსია მომწონს მეც ასე დავწერდი... უნდა დავძირო რაც მძირავს, რწმენით ავყვები აღმართებს... საკმაოდ დამაფიქრებელი ფილოსოფიური ლექსია მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|