 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 4 ივნისი, 2008 |
ღმერთი უხმობს თავის ერთგულ ნოეს: [მოლოდინით,თითქოს მოხუცს სცივა] -კიდობანი ააშენე, თორემ, მალე ცოდვას გადაფარავს წვიმა...
ნოემ მხარზე იგრძნო უფლის ხელი, წმინდა მტრედი გადმოფრინდა ციდან, და მოხუძი ულპობელი ძელით, სიმართლის და რწმენის "აკვანს" თლიდა...
ღია მხოლოდ შვიდ დღეს დარჩა კარი, იქნებ სურდეს გადარჩენა ვინმეს?! კიდობნისკენ მირეკავდა ქარი, ყველა ჯიშის ცხოველსა და ფრინველს.
მე დღეს გული, ისე მძლავრად მიცემს, ისე ვისმენ გლოვის ხმებს და ზარებს, თითქოს ვხედავ, ღმერთის ნებით, მტკიცედ, როგორ ხურავს ნოე მძიმე კარებს.
ისე დიდი იყო ბოლო ჩქამი, ყველა ზღვას და ოკეანეს დღემდის; ქამის მხარზე დაყრდნობილი მამის გოდება და აღსარება ესმის...
წვიმა შეწყდა, მაგრამ მედგრად ახლა, ვით ამბავი მოსაყოლად ვრცელი, მთელ სამყაროს ეხეთქება ტალღად ნოეს თვალზე მოწყვეტილი ცრემლი..,
კიდობანში აღესრულა მესსა, ცისარტყელით ამეტყველდა ღმერთი, წმინდა მიწას მხარზე აზის დღესაც, ნოეს ხელით გამოზრდილი მტრედი...
რწმენის ბაღში ხემ იხარა ნორჩმა, და უფალი რადგან აღარ გვტოვებს, დღესაც ესმით ნოეს წმინდა ლოცვა ზეთისხილის მოშრიალე რტოებს...
11
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახსლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სიმართლის და რწმენის "აკვანს" თლიდა... მომეწონა სიმართლის და რწმენის "აკვანს" თლიდა... მომეწონა
7. კარგია გაიხარე :) კარგია გაიხარე :)
6. ძალიან კარგი. თბილი და უპრეტენზიოა. ძალიან კარგი. თბილი და უპრეტენზიოა.
5. თემაა ცოტა ისეთი როგორ გითხრა... ნუ ნიტო რა საბოლოოდ ლექსი მომწონს და წმინდა ნოე? მგონი ეგ უნდა შეცვალო :) თემაა ცოტა ისეთი როგორ გითხრა... ნუ ნიტო რა საბოლოოდ ლექსი მომწონს და წმინდა ნოე? მგონი ეგ უნდა შეცვალო :)
2. არის მიგნებები:)3 არის მიგნებები:)3
1. მე ნიკოლშოუს ნოეს კიდობანი ვიციიიიიიიიიიიიიიიიი მაგარი კაცია ნუიკოლა უნდა დავურეკო ერთი მერე ზევით მივუყვებიო ასეა იქ:)) შენი ნოეს კიდობანი სხვანაირია, ერთი სიტყვით ხუთი მე ნიკოლშოუს ნოეს კიდობანი ვიციიიიიიიიიიიიიიიიი მაგარი კაცია ნუიკოლა უნდა დავურეკო ერთი მერე ზევით მივუყვებიო ასეა იქ:)) შენი ნოეს კიდობანი სხვანაირია, ერთი სიტყვით ხუთი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|