მარია შემთხვევით გავიცანი. ერთ შემოდგომას, ქუინსში ლორისთან "ფართიზე" მოვიდა სტუმრად. თითქმის არაფრით იყო გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით დიდრონ, ლამაზ ძუძუებსა და მიბნედილ ცისფერ თვალებს. დანარჩენი კი ისე, როგორც საშუალო ასაკის ებრაელ ქალებს შეეფერებათ: საშუალო სიმაღლის, სქელტრაკა, კეხიანი ცხვირით, ცოტა სიმსუქნეშეპარული სხეულით, ხანდახან დამახასიათებელი "ღ"-თი, "რ"-ს მაგივრად. რუსული კარგად ვიცოდი, თუმცა ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ნიუ-იორკული აქცენტი და ინგლისური "რ" მოვიცილე-მეთქი, მაგრამ რუსულენოვნებთან საუბარს უკვე ვბედავდი. მარია თავიდანვე მომეწონა. მასთან სიახლოვე მომინდა, აი უცბად რომ მიხვდები, რომ ეს ქალი ძალიან სასურველია. თვითონაც შემამჩნია (მე ასე მომეჩვენა) და რამდენჯერმე გამომხედა თავისი დიდრონი თვალებით. ცოტა ხნის შემდეგ გავბედე და მასთან მივედი.
-გამარჯობა, მე დენი ვარ, თქვენ? -მე მარია მქვია - მიპასუხა მძიმე რუსული აქცენტით ინგლისურად. -მარია, თუ გსურთ რუსულად ვილაპარაკოთ, მე ცოტა რუსული ვიცი - ჩავუგდე ანკესი მარიას. - პრავდა? ვი გავარიტე პა-რუსსკი? ეტო ტაკ ნეაჟიდანნო. ია სლუშალა ვას ი პოდუმალა, ჩტო ვი ამერიკანეც - აღელვებულმა მომიგო მარიამ. სასურველი მკერდი ისე აუდ-ჩაუდიოდა, რომ თვალებში დამიბნელდა.
- იეს! ია ი იესც ამერიკანეც, ნო ია ჩუც-ჩუც გავარიუ პო-რუსსკი - მივხვდი, რომ გავაგებინე, თუმცა მოღალატე თვალებს ვერ ვაცილებდი მარიას გიგანტურ კერტებს, რომლებიც ლიფიდან მოუჩანდა. ამის შემდეგ საუბარი რუსულად გავაგრძელეთ. - დენი, სად ისწავლეთ ასეთი კარგი რუსული? - მკითხა მარიამ მხიარულად და თვალები შემომანათა. გული ამიჩქარდა, ჩავიძირე უძირო ცისფერ თვალებში, გრძნობა მახრჩობდა. "ეს სლავი ქალები ბოლოს მომიღებენ", ხველა-ხველით ვუპასუხე: - ოო, დიდი მადლობა მარია, არა მგონია ამას კარგი რუსული ერქვას. ათ წელზე მეტია რუსულს ვებრძვი. იელის უნივერსიტეტში გავიარე სლავისტიკის რამდენიმე კურსი, ნიუ-ჰეივენში. - ნიუ-ჰეივენში?...ვცხოვრობ - მითხრა სრულიად დაბნეულმა მარიამ და ხელით ხელზე შემეხო. დენს ადრეც დაუტრყამს ჩემთვის, მაგრამ გადავრჩენილვარ. ახლა - მოვკვდი.
"ასე არასოდეს არავინ მდომებია" - არ ვიცი მერამდენედ მოვიტყუე თავი და ხელი ადგილზე გავყინე, რათა მისი შეხება არ დამთავრებულიყო. - უკვე რვა წელია კონეკტიკუტში ვცხოვრობ, თუმცა ინგლისური მიჭირს და ამიტომ თავს ჯერ იქაურად ვერ ვგრძნობ - გულწრფელად მითხრა მარიამ. ვგრძობდი, რომ მარიაც ნერვიულობდა. ჩქარა სუნთქავდა, წამოწითლებული მიყურებდა თვალებში. რაღაც განსაკუთრებული იყო ამ 40 წლის ქალში. თან ახალგაზრდული გამოხედვა, თან ზრდასრული ქალის სხეული და ხმა. "ალბათ ბავშვი ჰყავს" - გავიფიქრე და ავტომატურად მუცელზე დავხედე. დაიჭირა ჩემი მზერა და ხელი გამიშვა, ხელები მუცელზე დაიდო და კვლავ მომმართა: - როდის იყავით ნიუ-ჰეივენში? - ამ სამიოდე წლის წინ მეოთხე კურსი გავიარე პროფესორ დოლგოვასთან, სანკტ-პეტერბურგიდან არის წარმოშობით. თქვენ საიდან ბრძანდებით? - მე, მოსკოველი ვარ. თორმეტი წლის წინ გადმოვედით ამერიკაში საცხივრებლად ებრაული პროგრამით. - ებრაელი ბრძანდებით? - თავი გამოვიშტერე. ნიუ-იორკში ასეთ კითხვებს არ სვამენ. - დიახ, ებრაელი ვარ. თქვენც? დენი ხომ იგივე დენიელია? - კი, დენიელ პატრიკი მქვია, მაგრამ ებრაელი არ ვარ. ირლანდიელი ვარ. ჩემი ოჯახიც ემიგრანტები იყვნენ. მამაჩემი, დეიდამისს გამოატანეს ხუთი წლის ასაკში შენონიდან ნიუ-იორკში, გემით, ოღონდ "ტიტანიკის" შემდეგ - გავიხუმრე. გაეღიმა. ლამაზი კბილები ჰქონდა, ოდნავ გაყვითლებული სიგარეტისგან. ალბათ სპილოსძვლის ფერი. - მერე ბებია და ბაბუაც ჩამოვიდნენ და იმის შემდეგ აქ, ნიუ-იორკში ვცხოვრობთ. ჯერ რივერსაიდში ვცხოვრობდით, ბრონქსში. შემდეგ, ჩემი ბავშვობის დროს, ქუინსში გადმოვედით, ქუინზ-ბულვარზე. ასე რომ, მე ნამდვილი "ემერიქენ-ბორნ" ნიუ-იორკელი ვარ. ნიუ-იორკს კარგად იცნობთ? - არა, აქ სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ლორი აქ გავიცანი, დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ მოსკოვურ ოჯახში და იმის მერე დავმეგობრდით. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ლაპარაკი და ახლოს ყოფნა. მეგონა, რომ უკვე მარიასთან ყველაფერი მოვაგვარე და ახლა მასთან საუბრით ვირთობდი თავს. კარგად ვგრძნობდი თავს. ასეთი გრძნობა იშვიათად დამუფლებია. კომფორტულად ვიყავი მასთან. ერთი სული მქონდა როდის გადავიდოდი ამ მიმზიდველ ქალთან პაემანის დანიშვნაზე.
- მარტო ცხოვრობთ? - გადავწყვიტე უფრო მეტი შემეტყო მარიაზე. - არა, პატარა ბიჭი მყავს, 9 წლის, და მოხუცი მამა. ძალიან მოხუცია, ხშირად ავადმყოფობს. ერთად ვცხოვრობთ, ნორთ-ბრენფორდში. - ვაუ! მართლა? კარგად ვიცი ეგ ადგილები. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ბრენფორდში, ჰიუ მეტონი. ხომ არ გაგიგიათ, "პოლინსკი, ზიგელ ენდ მეტონი", იურიდიული მომსახურება? - სასწრაფოდ გავიხსენე ჩემი "მეგობრის", ჰიუ-ჩათლახ-მეტონის ფირმის დასახელება. "კიდევ კარგი არ იცის ვისზე ვლაპარაკობ"- გამახსენდა დებილი მეტონი და მისი დებილი ძმაკაცები. - არა, არა მგონია, ამერიკელებთან კონტაქტი ნაკლებად მაქვს, უფრო იქაურ რუსებთან და ებრაელებთან მაქვს შეხება. - რას აკეთებთ? სად მუშაობთ? - ვკითხე და იმწამსვე ენეაზე ვიკბინე. გამახსენდა, რომ რუს ებრაელს ველაპარაკებოდი, თანაც ქალს, რომელიც ახალი ჩამოსულია. "ალბათ სადმე მაღაზიაში მუშაობს" - გამკრა თავში. - ბევრს არაფერს, ხან რას, ხან რას. თან ვმუშაობ და თან მედდის კურსებზე დავდივარ.ახლა მხოლოდ ვსწავლობ, მაგრამ ბევრი არაფერი გამომდის. ლექციებზე ნახევარს ვერ ვიგებ, ინგლისური მიჭირს, რაღაც სულელი ვარ- სევდიანი ღიმილით დააყოლა მარიამ. ძალიან მოუხდა სევდაც. მოკლედ ამ ქალის ყველაფერი მომწონდა. - ხშირად მოწყენილი ვარ, თან ხომ იცით იქაური კლიმატი, სულ წვიმს და სუსხია - გააგრძელა მარიამ საუბარი ჩემთვის ყველაზე სასურველი მიმართულებით. "მალე ალბათ მარტოობაზეც მეტყვის რამეს და მეც შევთავაზებ შეხვედრას" - სული მელეოდა უკვე. - კარგი იქნება თუ მესტუმრებით, მე დრო ბევრი მაქვს და თუ სურვილი გექნებათ დამირეკეთ და შევხვდეთ, ეს ჩემი ტელეფონია - მითხრა მარიამ, რაღაც ფურცელი გადმომცა და თვალებში შემომხედა.
ეს იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე შინაარსიანი მზერა, რომელიც ოდესმე მინახავს. მარია თავისთან მეძახდა, მას სურდა ჩემთან შეხვედრა! თავბრუ დამეხვა, ჩემს თვალწინ გაირბინა მარიას სახემ, სხეულმა, თვალებმა. თავს მოვერიე და არ ჩამოვჯექი იქვე მდგომ სკამზე. როგორც საქმიან ამერიკელს შეეფერება, მეც გავუღიმე, მზერა დავუბრუნე და ვუთხარი:
- ოო, დიდი მადლობა მარია. ნიუ-ჰეივენი ძალიან მიყვარს (ასეთი ტყუილი ერთხელ მაქვს ნათქვამი აფრიკაში, როდესაც ლუანდელს ვუთხარი, რომ ლუანდაზე ვგიჟდები) და მომავალ კვირაში, ოთხშაბათს, შემიძლია ჩამოვიდე თქვენთან. საქმეები მაქვს ნიუ-ინგლენდში. დავრეკავ და უკანა გზაზე შემოგივლით. "იმდენი შენ რა გითხარი დენ!"- კვლავ მივიტყუე, ოღონდ ასე სულ ვიტყუები, ყოველდღე.
მარიამ შემომცინა, ხელი მომკიდა და სუფრასთან მივბრუნდით. ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ბევრი ვისაუბრეთ. ცოტა დავლიეთ. პარტიზე მყოფი უამრავი ხალხი რაღაცას მეუბნებოდა, ლორის ათასობით მეგობარსა და ნათესავს ჩამოვართვი ხელი, თუმცა ვინ იყვნენ არ მახსოვს. მოკლედ, იმ საღამოსი არაფერი მახსოვს მარიას გარდა. მხოლოდ მას ვუყურებდი და მას ვეძებდი. გამომშვიდობებისას, ლორის დიდი მადლობა ვუთხარი, მარიას ხელზე ვაკოცე, კვლავ ვუთხარი ოთხშაბათის ამბავი და შონთან (ჩემი მეგობარია) წავედი. ვიღაცისთვის უნდა მომეყოლა ჩემი ბედნიერი საღამოს შესახებ. (I ნაწილის დასასრული, გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვნახოთ გაგრძელებაც :) ვნახოთ გაგრძელებაც :)
12. დავიწყე კითხვა,კარგად "წავიდა" და ვაგრძელებ:D დავიწყე კითხვა,კარგად "წავიდა" და ვაგრძელებ:D
11. მშვენივრად წერთ და ველი გაგრძელებას. მშვენივრად წერთ და ველი გაგრძელებას.
10. თავს მოვერიე და არ ჩამოვჯექი იქვე მდგომ სკამზე. როგორც საქმიან ამერიკელს შეეფერება, მეც გავუღიმე, მზერა დავუბრუნე და ვუთხარი:
- ოო, დიდი მადლობა მარია. ნიუ-ჰეივენი ძალიან მიყვარს (ასეთი ტყუილი ერთხელ მაქვს ნათქვამი აფრიკაში, როდესაც ლუანდელს ვუთხარი, რომ ლუანდაზე ვგიჟდები)
მომწონს :) თავს მოვერიე და არ ჩამოვჯექი იქვე მდგომ სკამზე. როგორც საქმიან ამერიკელს შეეფერება, მეც გავუღიმე, მზერა დავუბრუნე და ვუთხარი:
- ოო, დიდი მადლობა მარია. ნიუ-ჰეივენი ძალიან მიყვარს (ასეთი ტყუილი ერთხელ მაქვს ნათქვამი აფრიკაში, როდესაც ლუანდელს ვუთხარი, რომ ლუანდაზე ვგიჟდები)
მომწონს :)
9. მოვიხიბლე ნაწერით!!! ძალიან კარგი დასაწყისია!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! მოვიხიბლე ნაწერით!!! ძალიან კარგი დასაწყისია!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!!
8. კარგია ბოჟიდარ კარგია.
კარგია ბოჟიდარ კარგია.
7. დაველოდები გაგრძელებას.... დაველოდები გაგრძელებას....
6. პირველი ნაწერი რატომ წაშალეთ? პირველი ნაწერი რატომ წაშალეთ?
5. ბოჟიდარ, მართლა ბოჟიდარ გაქვს წერის ამბავში, კარგად წერ , სასიამოვნოდ იკითხება და შეგრძნება მაქვს რომ პროფესიონალ მწერალს ვკითხულობ, გამოქვეყნებული გაქვთ რამე? ბოჟიდარ, მართლა ბოჟიდარ გაქვს წერის ამბავში, კარგად წერ , სასიამოვნოდ იკითხება და შეგრძნება მაქვს რომ პროფესიონალ მწერალს ვკითხულობ, გამოქვეყნებული გაქვთ რამე?
4. ხომ არ გაგიგიათ, "პოლინსკი, ზიგელ ენდ მეტონი", იურიდიული მომსახურება? - სასწრაფოდ გავიხსენე ჩემი "მეგობრის", ჰიუ-ჩათლახ-მეტონის ფირმის დასახელება. "კიდევ კარგი არ იცის ვისზე ვლაპარაკობ"- გამახსენდა დებილი მეტონი და მისი დებილი ძმაკაცები.
მომეწონა... ხომ არ გაგიგიათ, "პოლინსკი, ზიგელ ენდ მეტონი", იურიდიული მომსახურება? - სასწრაფოდ გავიხსენე ჩემი "მეგობრის", ჰიუ-ჩათლახ-მეტონის ფირმის დასახელება. "კიდევ კარგი არ იცის ვისზე ვლაპარაკობ"- გამახსენდა დებილი მეტონი და მისი დებილი ძმაკაცები.
მომეწონა...
3. ძალიან დახვეწილად წერთ! 5+ ! :) ძალიან დახვეწილად წერთ! 5+ ! :)
2. - ნიუ-ჰეივენში?...ვცხოვრობ - მითხრა სრულიად დაბნეულმა მარიამ და ხელით ხელზე შემეხო. დენს ადრეც დაუტრყამს ჩემთვის, მაგრამ გადავრჩენილვარ. ახლა - მოვკვდი. :)
- ნიუ-ჰეივენში?...ვცხოვრობ - მითხრა სრულიად დაბნეულმა მარიამ და ხელით ხელზე შემეხო. დენს ადრეც დაუტრყამს ჩემთვის, მაგრამ გადავრჩენილვარ. ახლა - მოვკვდი. :)
1. გილოცავ, კარგი დასაწყისია! ველოდები გაგრძელებას! 5 გილოცავ, კარგი დასაწყისია! ველოდები გაგრძელებას! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|