ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ახმეტელი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2008


* * *



აშლილან თეთრი ნისლები,
აჰყვნენ ხეობებს კლდიანებს,
ისევ თოვს საჯიხვეებში,
ისევ ქარბუქი გრიალებს ...
კვლავ თეთრი ჩოხა აცვია
მწვერვალებს ყინულიანებს,
წელს წეროებმაც სიმღერით
გადმოვლა დააგვიანეს.
ვსერავ თოვლიან ბილიკებს,
ვნატრობ რიჟრაჟებს მზიანებს,
ჩემს ნაფეხურებს ქარი შლის,
სულში მიტოვებს იარებს,
მკერდში ძგერს გული მღელვარე,
ქვემოთ კი ილტო ღრიალებს,
ვინ იცის, ფშავლის საგულეს
რა ცეცხლის ალი ტრიალებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს