ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2009


მფარველი ანგელოზის მონოლოგი

                                   
კაცი უღელში შებმული და ეჟვნებით ყელზე;
კაცმა დათმო და გადამალა ლექსები სხვენზე;
კაცს რომ მიწაზე აღარ ზრდიან ზეციურ ხმებზე;
კაცის ხორცით რომ იკვებება ნახირი ველზე;
კაცით რომ ვეღარ გაიხარებს ვაზის რქა მზეზე;
კაცად გასახულს რომ შევნატრი აკლდამის მტვერზე;
კაცო, თვალები გაახილე, დამისვი მხრებზე!

                                * * *
კაცი
კაცმა
კაცს
კაცის ენით რომ გადაკიდა,
კაცით უნდოდა
კაცად ქცევა...
კაცო, რა გინდა?
                              29.09.2007
             



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები