ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2009


შეუნდე პოეტებს

ცხილათა გუნდი, თუ
ნაზი ფიჭვნარია,
თვით ღამე შეშლილი
მუზებმა არია.

რა გაყრის პოეტებს
ღამესთან მთვარიან,
იტყვიან პროზაში
რითმები ჩაერია.

და მერე ნასვამზე
კამათი შარია,
გულზე კი ფიქრების
ფარდა აფარია.

ან თავს იგიჟებენ
და ან კი საერთოდ,
გიჟები არიან.
ნუ განსჯი შეუნდე
წმინდაო მარიამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები