ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2009


კაცის საკითხავი

ხასხასა გაზაფხული კვირტებად გავშალე,
დავკრიფე გულდაგულ -
ეს თამუნიები,
ის თამუნიები,
სულ თამუნიები, სულ...
    ზაფხულის მზესავით ალში გამახვიეს,
    კაცი გადამრიეს სრულ -
    ამ თამუნიებმა,
    იმ თამუნიებმა,
    სულ თამუნიებმა, სულ...
გზადაგზა ვარდებად იმედებს ვკონავდი,
ვჩუქნიდი განაბულს -
აქ ამ თამუნიებს,
იქ იმ თამუნიებს,
სულ, სულ თამუნიებს, სულ...
    ვერცხლისფერ სექტემბერს სანთლებად ჩამოვქნი,
    დავკემსავ დაცრეცილ სულს -
    ამ თამუნიების,
    იმ თამუნიების,
    სულ თამუნიების, სულ...
მაჯას რომ ვისინჯავ, გული რომ მპასუხობს,
შვილებს რომ ვუბერავ სულს -
ამ თამუნიებით,
იმ თამუნიებით,
სულ თამუნებით, სულ...
    ცისფერი თვალები თოვამ ვერ დათოვა,
    დავწნავ გვირილების წნულს -
    ამ თამუნიებად,
    იმ თამუნიებად,
    სულ თამუნიებად, სულ...
გავრბივარ - ვბრუნდები,
ვბრუნდები - გავრბივარ,
სულ -ებთან ვიყავი, სულ -
ო, თამუნიებო,
ეჰ, თამუნიებო,
ჰო, თამუნიებო, სულ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები