 | ავტორი: severusLP ჟანრი: პროზა 24 ნოემბერი, 2009 |
ფილიო ლოგოსით - ჩვენ ფეხშიშველა გადავივლით მთებს, სულშიშველა გადავცურავთ ზღვებს, თავშიშველა შევუდგებით წვიმას, თვალშიშველა შევხედავთ მზეს, არ გვეტკინება არაფერი და ვიცხოვრებთ ასე გულშიშველა შეყვარებულები. ,,ჩვენ ჩავთვლით, რომ ლამაზია მუხლგადატყავებული მთაც და ბოტანიკური ბაღიც. ,,ჩვენ ვიტყვით, რომ სიცოცხლეზე უკეთესი რამეც არსებობს. ,,ჩვენ გავიცნობთ ალაჰს და ვკითხავთ ნამდვილ სახელს. ალაჰი გვეტყვის. ჩვენი ვერსია რომ გამართლდება, გაგვიხარდება, მაგრამ არ გაგვიკვირდება. ,,ალაჰს არ ვეტყვით სად გაგიცანი, რომ არ მოგვკითხოს მანდ რა გინდოდათო. ,,თუმცა, ალაჰამდე ერთად დავლევთ ღვინოს. (ამას კი მოგვკითხავს ალაჰი). ,,მაშრიყის ქარი მოგვიტანს გაფიქრებულ ჭორს. გავიცინებთ. ,,ჩვენ არ გვეცოდინება ერთმანეთის სახელი, რადგან მიმართვით მაინც ვერ გამოვხატავთ ერთმანეთისადმი სათქმელს. ,,ჩვენი საათები ჩაიდნობენ ისრებს, რადგან ჩვენ ვიცხოვრებთ ერთ უსასრულო წამში. მესაათეს არ ვანახებთ ჩვენს საათებს, თორემ შეგვეხვეწება, მომყიდეთო. ,,ჩვენ პირველები აღმოვაჩენთ ნამდვილ ამერიკას და კიდევ იმას, რომ ზოგჯერ კედებიც ბოჭავს ნაბიჯებს. ამ დროს კიდევ ერთხელ დავიხედავთ ფეხშიშველაზე და ოდნავი ღიმილით გამოვხატავთ სიხარულს. ,,ჩვენ მრავალმნიშვნელოვნად არ შევხედავთ ერთმანეთს და ისე გადავრთავთ რადიომიმღებს უმმ ქუსლუმის კონცერტიდან როკ-მელოდიის ტალღაზე. (არა, ჩვენ ისევ გვეყვარება უმმ ქუსლუმი, მაგრამ მისთვის ხომ ათასერთჯერ მაინც გვექნება მონასმენი). ,,ჩვენ აქსიომებს დავამტკიცებთ თავიდან, იმიტომ კი არა რომ სხვების არ გვჯერა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვჯეროდეს. ,,ამ ხსნარით მარტო ერთ კილო ოქროს დავამზადებ და მერე გადავასხამ. მეტი არ ღირდა ის შრომა, რაც ხსნარის შექმნისას დამეხარჯა. ,,პირამიდებს რომ მოვინახულებთ, მათ კი არ შევეხებით, არამედ ქვიშას ჩავიყრით მუჭში და გულში დავითვლით მუჭის დაცლამდე. ,,მექაში ვიყავი... ჰაჯის მერე იერუსალიმშიც წავალთ. ,,ჩვენ მივხვდებით, რომ დედამიწაზე დაშორება და დაახლოება ერთი და იგივეა, რადგან ჩვენი პლანეტა მრგვალია და მეორე მხარეს ყველა ერთმანეთს ხვდება. ,,ჩვენ ჯინს ერთ რამეს ვთხოვთ სამის მაგივრად - ბედნიერებას. ჯინს გაბრაზება მოუნდება ჩვენს უსინდისობაზე. ,,ჩვენ ვერასდროს ვისწავლით გოლფის თამაშს. ,,ჩვენ არაფერზე ვიტყვით უარს რელიგიის სახელით. (სხვა რამე უფრო ადრე მოგვაფიქრდება). ,,ჩვენს ფეხბურთის ნაკრებს მაშინ ვუგულშემატკივრებთ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედ-ფინალში გადავა. ,,ჩვენ სიკვდილს ვაგემებთ სიყვარულს, რომ ავცრათ სიკვდილზე. ,,ჩვენ აუცილებლად გვექნება ბუხარი, სანამ ალაჰს გავიცნობთ. ,,ალაჰს ასე წარვუდგენ შენს თავს: ,,ეს არის საიდა, ჩემთვის მოცემული ტალანტი, გამრავლებული, უფალო”. ,,საღამოს, ბუხართან, გაციებამდე არ დავამთავრებთ ჭიქაში ასკილის ჩაის. ,,აქ, ქაიროში, ისევ იდგება ეს სკამი, თუნდაც ცარიელი”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩვენ აქსიომებს დავამტკიცებთ თავიდან, იმიტომ კი არა რომ სხვების არ გვჯერა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვჯეროდეს.
მოკლედ... ჩვენ... :) ჩვენ აქსიომებს დავამტკიცებთ თავიდან, იმიტომ კი არა რომ სხვების არ გვჯერა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვჯეროდეს.
მოკლედ... ჩვენ... :)
8. აი, ეს ბოლომდე მოვიდა. საშინლად კარგი იყო, საშინლად აი, ეს ბოლომდე მოვიდა. საშინლად კარგი იყო, საშინლად
7. საინტერესოა ძალიან თან ლამაზადაა გადმოცემული ღრმა აზრი... საინტერესოა ძალიან თან ლამაზადაა გადმოცემული ღრმა აზრი...
6. აუცილებლად წავიკითხავ და გავეცნობი თქვენებს.... აუცილებლად წავიკითხავ და გავეცნობი თქვენებს....
5. ძალიან მომეწონა :) საინტერესოა ყველაფერი ! ძალიან მომეწონა :) საინტერესოა ყველაფერი !
4. აქ უძლურია ჩემი ცბიერება... აქ უძლურია ჩემი ცბიერება...
3. ვერაფერს ვიტყვი............... :) +5 ვერაფერს ვიტყვი............... :) +5
2. ჩვენ მივხვდებით, რომ დედამიწაზე დაშორება და დაახლოება ერთი და იგივეა, რადგან ჩვენი პლანეტა მრგვალია და მეორე მხარეს ყველა ერთმანეთს ხვდება. ,,ჩვენ ჯინს ერთ რამეს ვთხოვთ სამის მაგივრად - ბედნიერებას. ჯინს გაბრაზება მოუნდება ჩვენს უსინდისობაზე. 555 ძალიან კარგია ჩვენ მივხვდებით, რომ დედამიწაზე დაშორება და დაახლოება ერთი და იგივეა, რადგან ჩვენი პლანეტა მრგვალია და მეორე მხარეს ყველა ერთმანეთს ხვდება. ,,ჩვენ ჯინს ერთ რამეს ვთხოვთ სამის მაგივრად - ბედნიერებას. ჯინს გაბრაზება მოუნდება ჩვენს უსინდისობაზე. 555 ძალიან კარგია
1. "ჩვენ სიკვდილს ვაგემებთ სიყვარულს, რომ ავცრათ სიკვდილზე" მაგრად წერთ მეტი რა ვთქვა ახლა მე... :) "ჩვენ სიკვდილს ვაგემებთ სიყვარულს, რომ ავცრათ სიკვდილზე" მაგრად წერთ მეტი რა ვთქვა ახლა მე... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|