ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
24 ნოემბერი, 2009


პტარა ზღვის პატარა კუნძული (თავი მესამე)




თავი მესამე


ზღვისქვეშეთის დარბაზში, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამი მამაკაცი იჯდა და ხმადაბლა საუბრობდა.
- რთული საქმე გვაქვს გასაკეთებალი. Aარც კი ვიცი მოვაგვარებთ თუ არა. - დაიწყო საუბარი ზღვისწულმა.
- მოვახერხებთ აბა რას ვიზამთ. - აენთო ქანელი. - ჯოხუსეთის ამბები კარგად ვიცი. Mმის მაცხოვრებლებსაც ვიცნობ. ერთ-ერთთან მქონდა მძიმე შეხვედრა.
- როგორ იყო, იბრძოლეთ? - იკითხა დელფინომ.
- არა, პირიქით დავმეგობრდით. ჩვენი შეხვედრა ასე მოხდა: - დაიწყო მოყოლა ქანელმა. - სანადიროდ ვიყავი წასული. ჩემი ქვეყნის საზღვრებიდან საკმაოდ მოშორებით. რომელიღაც სოფელთან მომიწია ჩავლა და რას ვხედავ: სოფლის მაცხოვრებლებს, უცნაური გარეგნობის არსება დაეჭირათ და ჯოხებით სცემდნენ. არსება საშინელი შესახედი იყო, მაგრამ შემეცოდა. სოფლის მაცხოვრებლები ზოგი ჯოხით, ზოგიც ქვით შეიარაღებულიყვნენ და ლამის ჩაქოლვას უპირებდნენ იმ უბედურს.
- აქ რა ხდება, რას ერჩიან ამ საცოდავს? - ვკითხე ხეების უკან მიმალულ, ეტყობა სოფლის ყველაზე მშიშარა მაცხოვრებელს.
- რას ერჩიან და, მერამდენე დღეა საქონელი გვეკარგება. თურმე ეგ იპარავს. დღეს, როგორც იქნა დაიჭირეს და ხომ უნდა გაუსწორდნენ. - ამაყად წარმოსთქვა კაცმა.
- უნდა მოკლან?
- რასაკვირველია. რა, არ დაიმსახურა? - მიპასუხა ხის უკან მიმალულმა. მივხვდი რომ ეს ხალხი, , იმ მახინჯ არსებაზე არაფრით არ იყო უკეთესი. ძალიან გავბრეზდი. ხმალი ვიშიშვლე, შეტევაზე გადავედი და აქეთ-იქით მივფანტ-მოვფანტე სოფლელები.
- არა გრცხვენიათ? ხალხი არა ხართ? ერთი ძროხის გულისათვის ცოცხალ არსებას სასიკვდილოდ როგორ იმეტებთ?! - მივმართე განრისხებულმა. ხალხმა უკან დაიხია. Mმივედი იმ უბედურთან. იწვა დასისხლიანებული და ხროტინებდა. საზიზღარი შესახედი კი იყო. სლიპინა და ლორწოიანი.
- მიშველე. - ერთი ამოიხრიალა და გონება დაკარგა.
- მოკვდა? - კვლავ ჩაერია დელფინო.
- არა, არ მომკვდარა. ხელში ავიყვანე და  ჩემი სამფლობელოსაკენ მიმავალ გზას გავუყევი. რა მექნა, სასიკვდილოდ ხომ ვერ გავიმეტებდი.
სახლში ნათლიები მკურნალობდნენ. Gგაოცებულები იყვნენ. ასეთი რამ ცხოვრებაში არ ენახათ. ჩემი ახალი მეგობარი ხომ, არც ადამიანი იყო და არც ცხოველი. Uუფრო სწორედ, ერთიც იყო და მეორეც. თვალებისა და პირის ნაცვლად ღრმულები უჩანდა. სხეული მომწვანო ფერის, ლორწოიანი სლიპინა კანით ჰქონდა დაფარული.
რამოდენიმე დღეში თვალები გაახილა და: “სადა ვარ”-ო იკითხა შეშინებულმა.
- კარგ ხალხთან ხარ, ნუ გეშინია. Aაქ ხელს არავინ გახლებს.
- მე დავრწმუნდი. Aადამიანი კარგი არ არსებობს.
- სცდები, ჩვენ ხომ კარგები ვართ.
- შენ და შენი ნათლიები პირველები ხართ, ვინც ჩვენს მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინა.
- შენ ვინ ხარ, სადაური ხარ და აქ საიდან გაჩნდი? Mმომიყევი თუ შეგიძლია. - ვთხოვე სლიპინას.
- მოგიყვები, მაგრამ შეიძლება არც დაიჯერო.
- შენ მომიყევი და დაჯერება-არდაჯერება ჩემი საქმეა.
- ნათლიებს დაუძახე, მინდა ჩემი ამბავი ყველამ მოისმინოს. - წარმოსთქვა ამ გაურკვევლმა არსებამ და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
ნათლიები ოთახში შემოვიპატიჟე. დავსხედით და აი, რა უცნაური ამბავი მოვისმინეთ.
- ჩვენ ჯოხუსელები, ოდითგანვე მიწისქვეშეთის მაცხოვრებლები ვიყავით. - დაიწყო სლიპინამ. - დიდი ხანი არ არის რაც ადამიანების გვერდით დავიდეთ ბინა. არაჩვეულებრივი ქვეყანა იყო ჯოხუსეთი. Lლამაზი, მუდამ ბინდჩამოწოლილი, მშვიდი. Yყველანი ხმადაბლა საუბრობდნენ, ხოლო ქუჩაში შეხვედრისას ნაცნობსა თუ უცნობს ღიმილით ესალმებოდნენ.
Kკარგი მეფე ჰყავდა მიწისქვეშეთს, სახელად ჯურხანი. ჯოხუსეთი მიწისქვეშეთის ერთ-ერთი კუთხე იყო და ჩვენც დიდ პატივს მივაგებდით მეფეს. ადამიანები რატომღაც ჯურხან-მახრჩობელას ეძახდნენ მას. - ჯურხანის სახელის ხსენებაზე თავგზა ამებნა.
- სად არის ახლა თქვენი მეფე ჯურხანი? - შევაწყვეტინე თხრობა სტუმარს.
- ჯურხანი უცნობმა ურჩხულმა გამოიძახა ორთაბრძოლაში და დაამარცხა. Aაი, სწორედ ამ ორთაბრძოლის შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურება. ტახტი ჯურხანის ძმისშვილმა ჩაიბარა. - განაგრძობდა მიწისქვეშეთის მაცხოვრებელი. -Aახალმა მეფემ ხარკი გააორმაგა. Dდაიწყო ოჯახების დაწიოკება და მეფისათვის ქალების მოტაცება. Dდაგვენგრა ოჯახები. გავღატაკდით, დავიმშიეთ, გავმათხოვრდით. Mმოკლედ, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. შევიკრიბეთ თავკაცები და მეფეს ვეახელით. თხოვნით მივმართეთ: მაცხოვრებლებისათვის ცოტა ანგარიში გაეწია და საკუთარი ცხოვრების წესი შეეცვალა.
- მერე რა ქნა? - ჩავეკითხე მე.
- გაგიჟდა, გადაირია, აყვირდა. შეიარაღებული რაზმი გამოიძახა და ჩვენი სახლების გადაწვა უბრძანა. მართლაც, იმავე დღეს მთელ ჯოხუსეთში ისეთი ცეცხლი ბრიალებდა, ჯოჯოხეთს შეშურდებოდა.
- მერე რა ჰქენით, შური არ იძიეთ? - მათ მაგივრად გავბრაზდი.
- რა უნდა გვექნა, დაგვიჭირეს და მიწის ზემოთ ამოგვყარეს. რა გვექნა, დავრჩით და დავსახლდით ქვეყნის დასალიერში. რომც გვებრძოლა, მეფეს ვერ მოვერეოდით.
- მერე შეეგუეთ?
- თავიდან ადამიანები დაგვცინოდნენ. მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი გარეგნობა. შემდეგ შეგვიზიზღეს, რადგანაც მზის სხივებს შეუჩვეველი კანი დაგვეწვა, იარები გაგვიჩნდა, საიდანაც ჩირქი და ლორწო გადმოდიოდა. Bბოლოს იმდენად შეგვიძულეს, რომ სადაც წაგვასწრებდნენ, იქვე ცემით გვხდიდნენ სულს. რის გამოც გადავწყვიტეთ, საზღვრებთან გამაფრთხილებელი წარწერები გაგვეკეთებინა: “ჩვენ არავის ვერჩით, მაგრამ ვინც საზღვარს დაარღვევს, უკან ვერ დაბრუნდება”. Aაი ასე ვცხოვრობთ ახლა.
-საზღვრის დამრღვევებს კლავთ? - ვკითხე მე.
- არა, დილეგში ვამწყვდევთ და ბოსტნებში ვამუშავებთ. ჩვენ ხომ ხორცს არ ვჭამთ. ბოსტნეულით ვიკვებებით, მაგარამ ადამიანებს არ ვუმხელთ. ჩვენი შიში რომ ჰქონდეთ იმიტომ, თორემ გადაგვივლიან. - დაასრულა თხრობა მიწისქვეშელმა.
Gგაოგნებული ვუსმენდი. Gგამოდიოდა რომ ჩემი მიზეზით აღმოჩნდნენ ეს უბედურები მიწის ზემოთ და მაშინვე გადავწყვიტე დავხმარებოდი. Aაი, ასეა ჩემო მეგობრებო ეს ამბავი. Aახლა თქვენ-თქვენი მოსაზრებები მითხარით, მე ჩემსას ვიტყვი. - როგორც იქნა დაასრულა თხრობა ქანელმა.
- ისე ყვებოდი შემეცოდენ კიდეც ეგ სლიპინები. - პირველი ალაპარაკდა დელფინო.
- არიან კიდეც შესაცოდები. ჩვენ, ადამიანებმა გავაბოროტეთ ისინი და ლამის მტაცებელ ცხოველებად ვაქციეთ. - ჩაერია ზღვისწული. - მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მათი განადგურება მოგვიწევს.
- ეგენი თავს იცავენ, მაგის გამო ხომ ვერ ამოვხოცავთ? - წამოენთო ქანელი. - თანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი სლიპინა მიწაზეც დადის, დაფრინავს და მიწისქვეშეთშიც ჩადის. ასევე, მართალია მოკლე ხნით, მაგრამ ნებისმიერი სახის მიღება შეუძლია. რაც ძალიან გაართულებს ბრძოლას.
- რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? Mმე ხომ ვთქვი ძალიან ძნელი საქმე გვაქვს გასაკეთებელი მეთქი. - მიმართა ზღვისწულმა ქანელს.
- მე პირადად ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. - უპასუხა ქანელმა.
- მაინც? - ჩაეკითხა დელფინო.
- მეფე ჯურხან-მახრჩობელა მე მოვკალი. - დაიწყო ქანელმა. - ამიტომ, ამ არსებების წინაშე მოვალე ვარ დანაშაული გამოვისყიდო და იმ სასტიკი მეფისაგან ვიხსნა.
- როგორ? - ერთხმად წამოიძახეს მამა-შვილმა. - მიწისქვეშეთის მბრძანებელს უნდა შეებრძოლო?
- ხომ გეუბნებით სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ მეთქი. - იყო პასუხი. ზღვისწული და დელფინო ხმას ვერ იღებდნენ, რადგანაც თვითონ იცოდნენ რომ სხვა გზა არ არსებობდა. სლიპინები მიწისქვეშეთს თუ არ დაუბრუნდებოდნენ, ადამიანებსა და ჯოხუსელებს შორის დაუნდობელი და ხანგრძლივი ბრძოლა გარდაუვალი იყო.
-  დღესვე წავალ, ჩემს ნაცნობ მიწისქვეშელს მოვინახულებ. Mმოველაპარაკები. თუ თვითონაც მოინდომებენ და დამეხმარებიან, მათ საძულველ მეფეს დავამარცხებთ და ჯოხუსეთი ძველებურად მიწისქვეშეთში მშვიდობიანად იარსებებს. - ქანელი წამოდგა და დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
ზღვისწული და დელფინო ისხდნენ და რატომღაც ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. კუთხეში მიყუჟულ კუსკუსასა და კაც-კაცულას კი ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ.
ქანელი ჯოხუსეთისაკენ მიაჭენებდა ცხენს.


                                            გაგრძელება იქნება



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები