 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2009 |
იქნებ მეც მქვია მთების არწივი, ჭიუხს გაზრდილი ობოლი მართვე, იქნებ ნისლი ვარ, არაგვის ჭალებს, ყველა ტკივილს და კაეშანს ვართმევ. იქნებ მგელიც ვარ, დამზრალ ხეობებს, ჩემი რომ აკრთობს ყმუილი მგლური, ან ჭინჭარი ვარ ჩაშლილ აულში, ჩასამკვიდრებლად შემოპარული. რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ, ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს, იქნებ დამარქვეს ხონდათ ვეფხვია და შემდეგ ჩემზე მითები აგეს. იქნებ სათიბიც ვიყავი უწინ, სთველში ჭერხოში მარხილით მზიდეს, იქნებ საავდრო ღრუბელიც მერქვა, მერე ქარებმა გადამიწმინდეს.
დღეს კი ვინა ვარ?! თავად არ ვიცი, ან საით მიმაქვს ცოდვილი სული, ჯანდაბას, მერქვას ლექსი ბეჩავი, ჩემს პოეზიას-ვადაგასული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. :-* ეს ლექსიც ძალიან მიყვარს...
მართლა ძალიან მაგარი პოეტი ხარ, ხიჩიბაი-ხიჩიბუ :D :-* :-* ეს ლექსიც ძალიან მიყვარს...
მართლა ძალიან მაგარი პოეტი ხარ, ხიჩიბაი-ხიჩიბუ :D :-*
11. არადა სულ არაა ბეჩავი ლექსი...
პირიქით...
ძალიან კარგია... არადა სულ არაა ბეჩავი ლექსი...
პირიქით...
ძალიან კარგია...
9. გემრიელად წასაკითხია , გაიხარეეე :) გემრიელად წასაკითხია , გაიხარეეე :)
8. რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ, ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს, იქნებ დამარქვეს ხონდათ ვეფხვია და შემდეგ ჩემზე მითები აგეს. იქნებ სათიბიც ვიყავი უწინ, სთველში ჭერხოში მარხილით მზიდეს, იქნებ საავდრო ღრუბელიც მერქვა, მერე ქარებმა გადამიწმინდეს.
თეას ვეთანხმები მეც :) რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ, ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს, იქნებ დამარქვეს ხონდათ ვეფხვია და შემდეგ ჩემზე მითები აგეს. იქნებ სათიბიც ვიყავი უწინ, სთველში ჭერხოში მარხილით მზიდეს, იქნებ საავდრო ღრუბელიც მერქვა, მერე ქარებმა გადამიწმინდეს.
თეას ვეთანხმები მეც :)
7. ჰო, გემრიელი სწორად შეესაბამება შენს ლექსებს ;;) ჰო, გემრიელი სწორად შეესაბამება შენს ლექსებს ;;)
6. რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ, ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს...
მიყვარს შენი გემრიელი ლექსები, ხევსურო!:) რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ, ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს...
მიყვარს შენი გემრიელი ლექსები, ხევსურო!:)
4. დღეს კი ვინა ვარ?! თავად არ ვიცი, ან საით მიმაქვს ცოდვილი სული, ჯანდაბას, მერქვას ლექსი ბეჩავი, ჩემს პოეზიას-ვადაგასული
ცოტა დაბნეული, მაგრამ გამბედავი ადამიანის დაწერილს ჰგავს ჩემი აზრით. წარმატებებს გისურვებთ. დღეს კი ვინა ვარ?! თავად არ ვიცი, ან საით მიმაქვს ცოდვილი სული, ჯანდაბას, მერქვას ლექსი ბეჩავი, ჩემს პოეზიას-ვადაგასული
ცოტა დაბნეული, მაგრამ გამბედავი ადამიანის დაწერილს ჰგავს ჩემი აზრით. წარმატებებს გისურვებთ.
3. კარგია,მომწოოოონს:) კარგია,მომწოოოონს:)
2. აუ, მართლა კარგია. ბევრი ''იქნებ'' შეიძლება, მაგრამ რაც დაწერეთ კარგია! აუ, მართლა კარგია. ბევრი ``იქნებ`` შეიძლება, მაგრამ რაც დაწერეთ კარგია!
1. ამას ჩვენთან, შენს თემაში წავიღებ... :) მომეწონა.
მოგიკითხე ხიჩიბ! :) ამას ჩვენთან, შენს თემაში წავიღებ... :) მომეწონა.
მოგიკითხე ხიჩიბ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|