ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2009


სიკვდილოო

სიკვდილო,
აბა რა დედა შენ ხარ,
სულ მარტო მტოვებ ბნელ ოთახში,
შენ კი მიდიხარ საქმეებზე,
საგარეო კაბას იცვამ,
საგარეო ფეხსაცმელებს.
რამდენჯერ გაგეტირე,
კაბაზე მოგეჭიდე,
იმდენჯერ დამაყენე კუთხეში -
ადრეაო,
ისწავლეო,
იცხოვრეო,
შეეჩვიეო მოთმინებას.
ხომ ხედავ, გავიზარდე,
გული აღარ მიძგერს,
სისხლი აღარ მიდუღს,
თვალებს ვეღარ ვახელ ისე მტკივა,
მოდი და მიდედე,
გამშრალი ძუძუ მომაწოვე,
კაბის ქვეშ გამიძვრინე,
სულში ჩამიძვრინე,
შემიტკბე და წამიყვანე.
შენი შვილობა სჯობს მარტოობას,
ამიტანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები