ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2009


ზ მ ა ნ ე ბ ა . . .


ცრემლები,ცრემლები,ცრემლები
ცვივიან,ცვივიან ცვივიან..
ეს შენი სპეტაკი ხელები
ცივია,ძალიან ცივია...

ცხელ გულზე ხელს ვიდებ,უძლურ ხელს!
კვლავ შენი სახება მწადია -
ამაოდ,თან ვებრძვი აზრს მკრეხელს,
რომ ჩემი სიზმარი ცხადია...

ეს სევდა მოჟონავს გულიდან,
თან ისე საამოდ მშორდება..
ჩემს წუხილს შენი ხმა უვლიდა;
ოცნება უფსკრულში გორდება...

დახუჭულ თვალების სიშავე
ნელ-ნელა შენს სახეს ხატავენ,
გრძნობები გონებას თიშავენ -
სიყვარულს ეხსნება სათავე...
     
                                      10.10.09

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები