 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2009 |
როცა მწყუროდა და წყლის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი, როცა მშიოდა - ხორცის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი, გვალვა იყო და ჩრდილის ნაცვლად ოქროს ვნატრობდი, ვიჯექ და გზაზე უხუცესმა ჩამოიარა.
ვერ გავუწოდე ვერაფერი ჩამომჯდარს გვერდით: სხეული მქონდა დაღლილი და გაშავებული, აბგა - ხმარებით გაცვეთილი, სისქეშეცვლილი, შევებრალე და ერთი ნატვრის უფლება მომცა.
რა უნდა გთხოვო, უხუცესო ამაზე მეტი, რასაც მარჯვენას შევახებდე, მქცეოდეს ოქროდ, წყალს ვისურვებდი, მექნებოდა სისხლივით ღვინო, პურს ვისურვებდი, სურნელოვანს შევჭამდი მწვადებს, გვალვაში ლამაზ სასახლეში ვინებივრებდი, და დავლოცადი ამ დღეს, როცა მზე შუბისტარზე იდგა და მწვავდა.
არ მოეწონა ჩემი თხოვნა ალბათ უხუცესს, გადაიქნია ერთხელ თავი და სადღაც გაქრა. ავდექი ზეზე, ქვის მონამტვრევს დავტაცე ხელი - მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი და მზის სხივებზე აელვარდა ჩემს ხელში ოქრო.
სიხარულისგან ირგვლივ ხეებს, ყვავილებს, მიწას, ჩამოვუარე, ყველაფერი მოვაოქროვე... მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს.
იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი. რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ, პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში, წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!
ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ვაიმეეეეეეე
ეს არ ვიცოდი მე :)
უუF, მაგარი იყო, აი, დავინახე და... :-* ვაიმეეეეეეე
ეს არ ვიცოდი მე :)
უუF, მაგარი იყო, აი, დავინახე და... :-*
35. მაგარია, ნინ... შემოგევლე მიგნებებში! 5 მაგარია, ნინ... შემოგევლე მიგნებებში! 5
34. ნინ..... სიტყვა არა მაქვს.... მოხიბლული, უკვე მგონი მეათასედ ვკითხულობ და .... ისევ არ მკმარა........;) ნინ..... სიტყვა არა მაქვს.... მოხიბლული, უკვე მგონი მეათასედ ვკითხულობ და .... ისევ არ მკმარა........;)
33. ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
ნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ
ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
ნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ
32. ოხ,ნეკერ! :) ბერიკაცებზე გადახვედი? :)))))))))))))))) ოხ,ნეკერ! :) ბერიკაცებზე გადახვედი? :))))))))))))))))
31. კარგი რამეა :) 555555555555555 კარგი რამეა :) 555555555555555
30. ნეკ,ეს გუშინვე შევაფასე,კი მიხვდებოდი როგორ...:) ;)
ნეკ,ეს გუშინვე შევაფასე,კი მიხვდებოდი როგორ...:) ;)
29. საინტერესოა ფორმითაც და სათქმელითაც. ფიქრს რომ გაგიჩენს და ანალიზს დაიწყებ. საინტერესოა ფორმითაც და სათქმელითაც. ფიქრს რომ გაგიჩენს და ანალიზს დაიწყებ.
28. კი ნეკერა,ახლა მივხვდი რისი თქმაც გინდოდა. უბრალოდ, ამის შემდეგ შევედი შეცდომაში_ პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში, წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!
პირველ ორ ხაზში შედარებასავით არის და მესამეც ავტომატურად მასე ვიგულისხმე...ანუ,ნიავი კი მინდა,მაგრამ ოქროს ფურცლებს რა სიო და ნიავი დაძრავს რომ ვიგრძნოო... თუ რა ვიცი,მგონი ვერ ვხსნი,რის თქმა მინდა... :) მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს._ აქ "რადგან"ის ადილას "თურმე" უფრო ზუსტი სიტყვა მგონია... აქ კი_ რად გამიჯავრდი, ბერიკაცო,_გაჯავრება არ მგონია ზუსტი ემოცია,უფრო დაცინვაა ცხოვრებისგან-რატომ დამცინე ბერიკაცო... არ მიწყინო ასე ჩაღრმავება,უბრალოდ ძალიან მომეწონა და ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ლექსი და მაგ ადგილებში ამომაგდო ცოტა... კი ნეკერა,ახლა მივხვდი რისი თქმაც გინდოდა. უბრალოდ, ამის შემდეგ შევედი შეცდომაში_ პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში, წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!
პირველ ორ ხაზში შედარებასავით არის და მესამეც ავტომატურად მასე ვიგულისხმე...ანუ,ნიავი კი მინდა,მაგრამ ოქროს ფურცლებს რა სიო და ნიავი დაძრავს რომ ვიგრძნოო... თუ რა ვიცი,მგონი ვერ ვხსნი,რის თქმა მინდა... :) მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს._ აქ "რადგან"ის ადილას "თურმე" უფრო ზუსტი სიტყვა მგონია... აქ კი_ რად გამიჯავრდი, ბერიკაცო,_გაჯავრება არ მგონია ზუსტი ემოცია,უფრო დაცინვაა ცხოვრებისგან-რატომ დამცინე ბერიკაცო... არ მიწყინო ასე ჩაღრმავება,უბრალოდ ძალიან მომეწონა და ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ლექსი და მაგ ადგილებში ამომაგდო ცოტა...
27. კარგად გალექსილი მითია. +2 კარგად გალექსილი მითია. +2
26. აზრიანია ნეკერ და და და კეთილ გულში :-*
აზრიანია ნეკერ და და და კეთილ გულში :-*
25. კარგია ნეკერ 5 კარგია ნეკერ 5
24. მე აბურდულიც მიყვარხარ :-* მე აბურდულიც მიყვარხარ :-*
23. ვირისყურება კაცზე არ დაწერ ნეკერ? ვირისყურება კაცზე არ დაწერ ნეკერ?
22. თე, ხომ იცი ვინც ვარ და "ისევ ის ვარ"-ით აღარ მომიხსენიო გთხოვ... მარი ვარ ხომ იცი სხვამ თუ არა, შენ იცი. :-* მიხარია რომ დამეთანხმეთ ცოტათი მაინც... :) თე, ხომ იცი ვინც ვარ და "ისევ ის ვარ"-ით აღარ მომიხსენიო გთხოვ... მარი ვარ ხომ იცი სხვამ თუ არა, შენ იცი. :-* მიხარია რომ დამეთანხმეთ ცოტათი მაინც... :)
21. მეხიც დამეცეს! მე მომეწონა :) მაგარი ხარ ნეკერ მეხიც დამეცეს! მე მომეწონა :) მაგარი ხარ ნეკერ
20. notatallsmile notatallsmile
19. დამაკლდა რაღაც აქ...
დამაკლდა რაღაც აქ...
18. უჰ მეც ვიტყვი რამეს :)
კარგადაა დაწერილი, აზრიანია და საინტერესოდ იკითხება
სიხარულისგან ირგვლივ ხეებს, ყვავილებს, მიწას, ჩამოვუარე, ყველაფერი მოვაოქროვე... მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს.
:)))
უჰ მეც ვიტყვი რამეს :)
კარგადაა დაწერილი, აზრიანია და საინტერესოდ იკითხება
სიხარულისგან ირგვლივ ხეებს, ყვავილებს, მიწას, ჩამოვუარე, ყველაფერი მოვაოქროვე... მოვტყუვდი, რადგან წესით უნდა ვწყევლიდე იმ წამს.
:)))
17. 6. მარი, ლექსი პროზად არა მგონია ეს იყოს. ისე კი, რა თქმა უნდა შენი კომენტარი უნდა იყოს :) 7. ჟადენ, აბსოლუტურად ვიზიარებ შენს შენიშვნებს, ერთის გარდა: <ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს! -აქ ცოტა ალოგიკური მეჩვენა... > არა მგონია ალოგიკური იყოს :) ნიავი ფოთოლს იმიტომ "ერევა" რომ ფოთოლი მსუბუქია, ოქროსგან შექმნილი ფოთოლი კი საკმაოდ მძიმე იქნება და "რა სიო დაძრავს", ეს იგულისხმება. 8. ძეწ, რა ნიჭიერა ხარო, კი, დარბაისელი ვიგულისხმე :-* 10. ნაგასაკი, ანუ მე გავჩუმდე? 12. თე, მეც დავეთანხმე :) 14. ოთარ, არა მხოლოდ ბერძნული :) სადღაც ძირი მაგ ლეგენდიდან აქვს, მაგრამ მიმართულება შეცვლილია :)
დანარჩენებს დიდი მადლობა წაკითხვისთვის :)
6. მარი, ლექსი პროზად არა მგონია ეს იყოს. ისე კი, რა თქმა უნდა შენი კომენტარი უნდა იყოს :) 7. ჟადენ, აბსოლუტურად ვიზიარებ შენს შენიშვნებს, ერთის გარდა: <ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს! -აქ ცოტა ალოგიკური მეჩვენა... > არა მგონია ალოგიკური იყოს :) ნიავი ფოთოლს იმიტომ "ერევა" რომ ფოთოლი მსუბუქია, ოქროსგან შექმნილი ფოთოლი კი საკმაოდ მძიმე იქნება და "რა სიო დაძრავს", ეს იგულისხმება. 8. ძეწ, რა ნიჭიერა ხარო, კი, დარბაისელი ვიგულისხმე :-* 10. ნაგასაკი, ანუ მე გავჩუმდე? 12. თე, მეც დავეთანხმე :) 14. ოთარ, არა მხოლოდ ბერძნული :) სადღაც ძირი მაგ ლეგენდიდან აქვს, მაგრამ მიმართულება შეცვლილია :)
დანარჩენებს დიდი მადლობა წაკითხვისთვის :)
16. ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
გონიერი და ნიჭიერი ავტორი დგას ამ ლექსის უკან. სულ წინ იარე ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
გონიერი და ნიჭიერი ავტორი დგას ამ ლექსის უკან. სულ წინ იარე
15. კარგია! მოგიკითხე კარგია! მოგიკითხე
14. ეს არის ბერძნული მითოლოგიის მითი, როდესაც კრეტის მეფეს სურვილის ასრულება შესთავაზეს, სიხარბით მოითხოვა, რომ რასაც ხელს შეახებდა ოქროდ ქცეულიყო. ეს მეფე შიმშილით მოკვდა. ნაწარმოებს +2!!! ეს არის ბერძნული მითოლოგიის მითი, როდესაც კრეტის მეფეს სურვილის ასრულება შესთავაზეს, სიხარბით მოითხოვა, რომ რასაც ხელს შეახებდა ოქროდ ქცეულიყო. ეს მეფე შიმშილით მოკვდა. ნაწარმოებს +2!!!
13. შინაარსიანია. "ყველაფერი მოვაოქროვე..." აქედან იწყება გარდატეხა ნაწერში. მელოდიას ვეთანხმები, იგავივითაა. და ოქროს ვერცხლის დატვირთვა აქვს, თითქოს.:) კიდევ ჟადენს ვეთანხმები ცალკეულ ფრაზებზე, ისევ ის ვარ-საც:D შინაარსიანია. "ყველაფერი მოვაოქროვე..." აქედან იწყება გარდატეხა ნაწერში. მელოდიას ვეთანხმები, იგავივითაა. და ოქროს ვერცხლის დატვირთვა აქვს, თითქოს.:) კიდევ ჟადენს ვეთანხმები ცალკეულ ფრაზებზე, ისევ ის ვარ-საც:D
12. დამბურძგლააააააააა !!! ჩემო ნიჭიეროო :-* გენაცვალე შეენ!!! დამბურძგლააააააააა !!! ჩემო ნიჭიეროო :-* გენაცვალე შეენ!!!
11. არ მოეწონა ჩემი თხოვნა ალბათ უხუცესს, გადაიქნია ერთი თავი და სადღაც გაქრა. ავდექი ზეზე, ქვის მონამტვრევს დავტაცე ხელი - მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი და მზის სხივებზე აელვარდა ოქრო ჩემს ხელში.
---------------------
იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი. რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ, პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში, წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!
ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
ძალიან მომეწონა ეს სიმბოლურ-ალეგორიული ლექსი. ღრმა ბიბლიური დანაშრევებითა გაჯერებული. მიყვარს აზრიანი და სერიოზული პოეზია. 55555 არ მოეწონა ჩემი თხოვნა ალბათ უხუცესს, გადაიქნია ერთი თავი და სადღაც გაქრა. ავდექი ზეზე, ქვის მონამტვრევს დავტაცე ხელი - მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი და მზის სხივებზე აელვარდა ოქრო ჩემს ხელში.
---------------------
იმ დღის მერე არ ვიცი ხემსი. რასაც ვეხები, ყველაფერი იქცევა ოქროდ, პური მინდა და - ოქროს პური მიჭირავს ხელში, წყალი მინდა და - ოქროსწყალი არ დაილევა, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს!
ჰეი, სადა ხარ ბერიკაცო, საით წახვედი, ბერიკაცო, რად გამიჯავრდი, ბერიკაცო, გევედრები, ერთხელაც მოდი, დამიბრუნე ჩემი ძონძები...
ძალიან მომეწონა ეს სიმბოლურ-ალეგორიული ლექსი. ღრმა ბიბლიური დანაშრევებითა გაჯერებული. მიყვარს აზრიანი და სერიოზული პოეზია. 55555
10. დუმილი ოქრო არს რჩეულიო,ესეც ნათქვამია სხვათა შორის ! დუმილი ოქრო არს რჩეულიო,ესეც ნათქვამია სხვათა შორის !
9. თქვენ თვით დიდმა ფილემ შეგაფასათ, ვგრძნობ რაოდენ დიდი სიხარული გეწვევათ ამას რომ გააცნობიერებთ! თქვენ თვით დიდმა ფილემ შეგაფასათ, ვგრძნობ რაოდენ დიდი სიხარული გეწვევათ ამას რომ გააცნობიერებთ!
8. ნეკერ, მოულოდნელად კარგია...
ნინო დარბაისელი იგულისხმე, ალბათ, მან უკეთ იცის.
მე კი მომეწონა და ++...
:-*
ნეკერ, მოულოდნელად კარგია...
ნინო დარბაისელი იგულისხმე, ალბათ, მან უკეთ იცის.
მე კი მომეწონა და ++...
:-*
7. არ ვიცი რა ფორმა ქვია,თუმც რა შეიცვლება მაგით...ასეც მომეწონა ძალიან,ცოტა თითქოს შევცვლიდი ერთ-ორგან, მაგ. გადაიქნია ერთი თავი და სადღაც გაქრა. -გასაგებია ერთი თავი,მაგრამ მაინც ცოტა ისე ჟღერს :) იქნებ ერთხელ თავი ჯობდეს... ან, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს! -აქ ცოტა ალოგიკური მეჩვენა...
მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი და მზის სხივებზე აელვარდა ოქრო ჩემს ხელში.
-აქ თითქოს 'აელვარდა ჩემს ხელში ოქრო" -ს მთხოვს.... ნუ,ეს ჩემი პირველი სუბიექტური შთაბეჭდილებაა...ავტორმა ვფიქრობ მეტჯერ წაიკითხა და უკეთესად იცის... ძალიან მიყვარს ასეთი ლექსები. არ ვიცი რა ფორმა ქვია,თუმც რა შეიცვლება მაგით...ასეც მომეწონა ძალიან,ცოტა თითქოს შევცვლიდი ერთ-ორგან, მაგ. გადაიქნია ერთი თავი და სადღაც გაქრა. -გასაგებია ერთი თავი,მაგრამ მაინც ცოტა ისე ჟღერს :) იქნებ ერთხელ თავი ჯობდეს... ან, ნიავი მინდა - ოქროს ფოთლებს რა სიო დაძრავს! -აქ ცოტა ალოგიკური მეჩვენა...
მსურდა მესროლა სადაც იჯდა ცრუ ჯადო-კაცი და მზის სხივებზე აელვარდა ოქრო ჩემს ხელში.
-აქ თითქოს `აელვარდა ჩემს ხელში ოქრო" -ს მთხოვს.... ნუ,ეს ჩემი პირველი სუბიექტური შთაბეჭდილებაა...ავტორმა ვფიქრობ მეტჯერ წაიკითხა და უკეთესად იცის... ძალიან მიყვარს ასეთი ლექსები.
6. ჩემს აზრს თუ მიიღებთ გეტყვით, რომ-
პოეზიასა და პროზას შორის არსებობს გარდამავალი ჟანრეები: რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ლირიკული პროზა. აღნიშნული ნაწარმოები, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის- ლექსი პროზად, რომელშიც(ზემოთხსენებული სხვა ორი ჟანრისაგან განსხვავებით რომელთაც მსგავსი რამ არ ახასიათებთ) გვხვდება სალექსო სტრიქონები. ლექსი პროზად ესაა ნაწარმოები, რომელიც ფორმით ლექსია და შინაარსით კი- პროზა. ამ სათაურით (ლექსი პროზად) წერდნენ თხზულებებს- შარლ ბოდლერი, ივან ტურგენევი, ჭოლა ლომთათიძე("კვლავ ფიქრი და ფიქრი") და სხვები.
პატივისცემით, მარი. ჩემს აზრს თუ მიიღებთ გეტყვით, რომ-
პოეზიასა და პროზას შორის არსებობს გარდამავალი ჟანრეები: რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ლირიკული პროზა. აღნიშნული ნაწარმოები, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის- ლექსი პროზად, რომელშიც(ზემოთხსენებული სხვა ორი ჟანრისაგან განსხვავებით რომელთაც მსგავსი რამ არ ახასიათებთ) გვხვდება სალექსო სტრიქონები. ლექსი პროზად ესაა ნაწარმოები, რომელიც ფორმით ლექსია და შინაარსით კი- პროზა. ამ სათაურით (ლექსი პროზად) წერდნენ თხზულებებს- შარლ ბოდლერი, ივან ტურგენევი, ჭოლა ლომთათიძე("კვლავ ფიქრი და ფიქრი") და სხვები.
პატივისცემით, მარი.
5. ჭკუის სასწავლი იგავარაკივითაა... მოგიკითხე ნეკ.... ჭკუის სასწავლი იგავარაკივითაა... მოგიკითხე ნეკ....
4. ნეკერ :)
კარგია რომ დადე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და დამაფიქრებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეა, რადგან იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს :-* :) ნეკერ :)
კარგია რომ დადე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და დამაფიქრებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეა, რადგან იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს :-* :)
3. რატომ წახვედი,ბერიკაცო, რად მიატოვე?! ...
ეჰ,ნეკერ,ისეთ ხასიათზე ვარ,გავაგრძელებდი ამ ლექს,ახლა,აქავე..:)
მაგრააააამ,გავედი! :)
რატომ წახვედი,ბერიკაცო, რად მიატოვე?! ...
ეჰ,ნეკერ,ისეთ ხასიათზე ვარ,გავაგრძელებდი ამ ლექს,ახლა,აქავე..:)
მაგრააააამ,გავედი! :)
2. ვინ ნინოს აზრი გაინტერესებთ არ ვიცი, მაგრამ იდეა ზალიან კარგია. ალბათ პროფესიაონალები გირჩევენ რა უწოდოთ. ;;) ვინ ნინოს აზრი გაინტერესებთ არ ვიცი, მაგრამ იდეა ზალიან კარგია. ალბათ პროფესიაონალები გირჩევენ რა უწოდოთ. ;;)
1. რაღაც აბურდულ-გარდამავალი ლექსია, თვითონ არ ვიცი რა ვუწოდო. დიდი ხანია მიდევს გვერზე და ვყოყმანობდი დამედო თუ არა. საინტერესოა, ქალბატონი ნინოს აზრი, რამე ლიტერატურული სახელი ქვია ამ ფორმას? რაღაც აბურდულ-გარდამავალი ლექსია, თვითონ არ ვიცი რა ვუწოდო. დიდი ხანია მიდევს გვერზე და ვყოყმანობდი დამედო თუ არა. საინტერესოა, ქალბატონი ნინოს აზრი, რამე ლიტერატურული სახელი ქვია ამ ფორმას?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|