ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


არ ღირდა?!

იცი, პერანგი შეგიკერე,
იქნებ გენახა?
თეთრი საყელო გაგიხამე,
ისიც გაგიცვდა,
მერე სადილი გაგიმზადე,
უკვე გაცივდა,
მერე შვილები გაგიზარდე
და დრო გავიდა....

მერე ჭაღარ შემეპარა მოურიდებლად,
მერე თითები დავიჩხვლიტე უსათითეოდ,
მერე თვალებში სხივი ჩაქრა და მის მაგივრად,
თვალის გარშემო უთვალავი სხივი გამიჩნდა.

პერანგი შეგიკერე,
საყელო გაგიხამე,
სადილი გაგიმზადე,
შვილები გაგიზარდე...
და ასე ჩვეულებრივ
და ასე ერთფეროვნად,
ცოტა სინანულით,
ბევრი სიხარულით,
ცოტა აღმაფრენით,
დიდი სიყვარულით,
ცხოვრებაც გავიდა...
არ ღირდა?!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს