ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2008


და დავბრუნდები

რომ გავფრინდები თოვლად მოვალ და ფიფქით მოგეფერები,
ცოტას დავიცდი და უყოყმანოდ შენით დავდნები,
ან შენს სარკმელთან ჩიტუნიათ მოგელანდები,
მოგიჭიკჭიკებ და ისევე შემიყვარდები...
ან როცა მაისში ვარდობის თვეს ნახო ვარდები-
ეს მე ვიქნები და შენს ლარნაკში მოვკალათდები,
წყალი დამისხი, გავიზრდები და დავბრუნდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები