ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პადრე
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


ზამთარი მინაზე

აცივდა, წყალი გაყინა.
შეწყდა ფრინველთა ხმაური.
ყველგან კარები ჩაკეტეს,
იწყეს ცხოვრება ფარული.

სოფელში ხალხის ხმაური
შეცვალა ზამთრის ყინვებმა.
ხეებმა ჭირხლი დაიდეს,
ყინული ფანჯრის მინებმა.

ზამთარი თავის სიმკაცრით
ვერ შეაშინებს მამაცებს,
მაგრამ ცეცხილს პირს დააბამს,
მხდალებს, უქნარებს, ზარმაცებს.


1955 წელი
დეკემბერი
27

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები