ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009


ბედნიერების ორი წუთი

ბენიერება ის არის მხოლოდ
რაზეც მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ;
შენ მე გამშვიდებ, მე - შენ
თურმე ერთმანეთს ვეხმარებით და
სიტყვებით გვიყვას ჩვენ ერთმანეთი.
ერთმანეთისთვის შეგვქმნა უფალმა,
ერთ რიტმში გვიძგერს ორივეს გული.
ერთად ვუყურებთ ცხოვრების ბილიკს
და სიყვარულიც ჩვენ ერთი ვიცით.
თუმცა ცხოვრებამ ისე მოაწყო
რომ მე უშენოდ დამტოვა მარტო.

არ მიმატოვო, არ მკითხო რატომ,
ხომ იცი, ორივე ერთმანეთს ვნარტობთ.

ბედნიერება ის არის მხოლოდ
რაზეც მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ.
შენ მე გამშვიდებ, მე კი შენ მართობ
და თურმე ერთმანეთს ჩვენ ძლიერ ვავსებთ.
მაგრამ ცხოვრებამ ისე მოგვიწყო
რომ მე უშენოდ დამტოვა მარტო,
ახლაც ობლად ვარ, წარსულთან მარტო...
შენ კი სხვა ვინმე უგულოდ გათბობს.

მე კი მოვიცდი, თუნდაც სიკვდილმა
სულში ჩამასოს თავის კლანჭები,
მაგრამ იმედი ერთად ყოფნისა
ნელ-ნელა უკვე ფიფქებად მათოვს.
მე შენ გამშვიდებ, შენ - მე...
ერთ რიტმში გვიძგერს ორივეს გული,
ერთმანეთისთვის შეგვქმნა უფალმა,
მაგრამ მე მუდამ ვრჩები უშენოდ.
ბედნერება ის არის მხოლოდ,
რაზეც მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ;
შენ მე შეგავსე, შენ მე შემავსე.
და ჩვენ სიტყვებით შევიყვარეთ,
მარტოდმარტო, გაყინული ჩვენი სულები.

არ მიმატოვო, ნუ მკითხავ რატომ.
ხომ იცი ორივე ერთმანეთს ვნატრობთ.



                              29.11.2009 

                                                        ბექა ნაფეტვარიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს