ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009


მე თუ არ გეტრფი....

ძველ ოინს ვამხელ-ავტორი-ო.ცისკაძე.
მისივე თხოვნით-რაღა თქმა უნდა..
                                                22.01.2010
   
მე თუ არ გეტრფი...
უჩემოდაც ბევრნი გეტრფიან,
თუმც ტრფიალების ბევრს არა აქვს
ნიჭი და თავი.

მე თუ არ გიმღერ...
უჩემოდაც ბევრნი გიმღერენ
და გამანებე, გამანებე
რა, მუზავ თავი!

07/XII/2009

ადამის პრიორიტეტები

შენ იცი, ღმერთო,
ყველაზე მეტად,
მე მიყვარს ქვეყნად
პურის სურნელი.

მერე მე მიყვარს,
მერე მე მიყვარს,
მერე მე მიყვარს
ქალის სურნელი.

მერე მე მიყვარს,
მერე მე მიყვარს,
მერე მე მიყვარს
მწვადის სურნელი...

და როს სამივე მომენიჭება,
მერე მე მიყვარს
ვარდის სურნელი.

15/XI/2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები