ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


რა ადვილია... (ექსპრომტად გიოს:)

რა ადვილია გწამდეს ღმერთის,
როცა ჩემთან ხარ,
თვალდახუჭულმაც რომ იარო ბეწვის ხიდებზე,
იშვიათად ან არასოდეს დარჩე შენს თავთან
მარტო და დაღლა შეატოვო სახლის კიბეებს.
მერე კი თუნდაც დაიჯერო ცა წუთიწუთზე,
ჩამოიღვრება შენს ფეხებთან წვიმის ფარდებად,
რა ადვილია, უსაშველოდ ადვილი თურმე,
გახუნებული სულის ფუნჯით გაფერადება.
მისი თვალებით, რაც ოცნებებს იწყებ,
სიმშვიდეც
გეადვილება განა რამე, ასე მარტივად,
ხურავ ფანჯრებს და შეატოვებ მიღმა სიცივეს,
ყველა უშენო წუთს დავუთმობ ზამთარს ტარიგად.
როცა ფიქრობ რომ ბევრად ახლოს არის გაფრენა,
სამყაროს ლექსად ჩაუჯიბე ის რაც გემართა,
ცოტაც და ტუჩზე მოილოკავს ღამე-საფერავს
თენება, შენ კი სულ არ რჩები მარტო შენს თავთან.
რა ადვილია,
რა ადვილია
რა ადვილია
სუნთქვა მაშინ როცა ჩემთან ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები