ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2009


,,დახუჭობანა (ისევ ,,მას,,) (ციკლიდან თოვლი)

დღეს თუ დავთვერი ლოთი ვარ განა?!
მთვრალიც შენ სუნთქვას დავენაცვლები...
მომწონს ეგ შენი დახუჭობანა
და გადამრევი გულის წასვლები.
ეხლა, როდესაც ვარდად ინთება
თაფლის სანთელი ოქროს კანდელში
და შენი სახე გაირინდება
მაღალ ლოცვათა კორიანტელში
ვით არ მიყვარდეს ასე ქალური,
შეუცნობი და გამაწვალები,
ნაცნობ ქუჩებში თეატრალური
და გამომწვევი გვერდზე ჩავლები...
pardon! მთვრალი ვარ, ეხლა ნახვამდის,
ურჩობს კალამი, გივიწყებ განა?
სიზმრებში მოდი და რიჟრაჟამდის
იქ მეთამაშე დახუჭობანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს