ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2009


არ მეკარება..

არ მეკარება ძილი ქსოვილი,
ვერ მიბრთხობს,ვერა მუზების
ცრემლებს,ცრემლებს რითმისას,
არ მეკარება ძილი ფანტელი
და ფიფქი ნაზი როგორც, სანთელი
სულაც არ მომწონს გამოუცდელი
სიყვარულის უცხო ენებით დასმენა გულის.

ნამდვილად თურმე ვოცნებობდი,
სიყვარულის სიზმრად გაბნევას,
არ მეკარება სიყვარულის დარდი,
ავ-კარგი,მეცხრე ზამთრიდან
გადმოსროლილ ოცნების ფასად.
არ მეკარება ძილი,უშველი
საშველი ფიქრი არ მეფერება.

შენ წუთითა ხარ გადმოსროლილი
ოცნების ნაცვლად,
მე ესეთი ოცნებები სულაც არ მაქვს ზამთრად...

დ.მუხიგულაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები