ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
22 ივნისი, 2012


ალკოჰოლზე დამოკიდებული

დავლევ ღვინოს, დავლევ არაყს,
დავლევ პივას, დავლევ ჭაჭას,
-> მოვალ სახლში ცოლი იწყებს წყევლას,
მე კი - რწყევას.

ჩემზე ამბობენ, ალკოჰოლზეა დამოკიდებულიო, საერთოდ არ არის ესე. პირიქით, ეს არის ჩემზე დამოკიდებული. აი მე თუ მინდა დავდებ და საერთოდ აღარ დავლევ. აი ეხლა მომინდა და ისევ დავლევ, რა პრობლემაა.
აი ეს არის ალკოჰოლი, ერთ ჭიქას დალევ გიხარია და ხვდები, რო კიდე გინდა რო დალიო, სვამ მეორეს და ისევ გიხარია, სვამ მესამეს, გიხარია მაგრამ უკვე ვეღარ ხვდები რა გიხარია, სვამ მეოთხეს, მეხუთეს, მეექვსეს, მეშვიდეს, მეხუთეს, მეშვიდეს, მეათეს, მეშვიდეს, მეოცეს და უკვე ყველაფერი გერევა ერთმანეთში.
ამიტომ ეხლა ვსვამ ვისკის, ცოტ-ცოტას ვწრუპავ და ვარ ჩემთვის, იმიტომ, რომ ბოლოს ეგრე რო დავლიე, მოვიწამლე, კუჭმა ვეღარ გამიძლო და ნერვები ამეშალა. უფრო სწორად, ნერვებმა ვეღარ გამიძლო და კუჭი ამეშალა. ამიტომ ვსვამ ესე ცოტ-ცოტას. რა მნიშვნელობა აქვს, ალკოჰოლი - ალკოჰოლია, უბრალოდ დალევა უნდა იცოდე. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყველა ადამიანი ერთი ადგილიდან სვამს, ანუ პირიდან, ყველას სხვადასხვა რაღაც ემართება დალევის მერე, მაგალითად ჩემი სიმამრი ორ ჭიქას რო დალევს - იგინება. მესამე ჭიქას რო დალევს - ისევ იგინება, ოღნდ უკვე მე მიყურებს. ერთი მეზობელი მყავს რო თვრება გიჟდება და ფანჯრიდან ხტება. მეორე მეზობელი - რო თვრება გარბის და იჭერს იმას ვინც ხტება. ერთი კლასელი მყავდა კიდე, გოგო, სკოლიდან მოყოლებული სვამდა. ძალიან ბევრს სვამდა და რო გათხოვდა მერეც გააგრძელა დალევა. ხუთი წელი ბავშვი არ უჩნდებოდათ, ბოლოს გააჩინა როგორც იქნა - პირდაპირ ხუთი წლის ბავშვი გააჩინა. და ასე შემდეგ.
ყველა ადამიანი სხვადასხვა რამის გამო სვამს, ზოგი ცხოვრებისგან კმაყოფილია და მაგიტო, ზოგს არ გაუმართლა, ზოგმა საყვარელი ადამიანი დაკარგა. მაგალითად ჩემ მეგობარს ბიძა არა ჰყავს და იმიტო სვამს, უკვე დიდი ხანია დეპრესიაშია, ყოველდღე თვრება და მერე იკეტება ოთახში და მთელი დღე ტირის. მაგრამ მაგას დაკარგული და რამე კი არა ჰყავს ბიძა, უბრალოდ არა ჰყავს ბიძა. ზოგი სვამს იმიტო, რო ქალთან უფრო თამამად იყოს, მაგალითად ფხიზელი რო ვერ ეუბნები ქალს ცოლად გამომყევიო, დალევ და... აა, ნასვამიც ვერ ეუბნები - პირდაპირ მოგყავს. შეიძლება მოხდეს ისე, რო ნასვამმა გაბედო და უთხრა ცოლად გამომყევიო, მაგრამ შეიძლება შეგეშალოს და სხვას უთხრა. მე დავიწყე დალევა იმიტო, რო სამსახური არა მაქვს, ფული არა მაქვს, თან სახლში კიდე ცოლი მიშლის ნერვებს, ყოველდღე ერთი და იგივე, ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს გააკეთე, უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ მე არაფერს არ ვეუბნები მეცოდება, მაინც პირველი ცოლია. იმ დღეს კიდე რა გააკეთა სახლში მივედი და მაცივარი მხვდება გადმოტრიალებული. დავუძახე მეთქი რა არის ეს, რა გააკეთე მეთქი? და მეუბნება სყინულე უნდა იყოს ქვემოთ!
სიგარეტის მოწევაც ეხლა დავიწყე, საერთოდ არ მომიწევია ცხოვრებაში, იმ დღეს ისე მომინდა სიგარეტი, რო გამეღვიძა. ჩავიცვი, ჩავედი სიგარეტის საშოვნელად, მაღაზიები ყველა დაკეტილი იყო, მარტო ერთი კაცი დადიოდა ქუჩაში და მაგას ვთხოვე სიგარეტი მომაწევინე მეთქი და რაღაცეებს მეუბნება ინგლისურად. ტურისტი ყოფილა, თან ეტყობოდა რო ნასვამი იყო. მე ვეუბნები არ მესმის რას ამბობ მეთქი, მერე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი, არა მეთქი მე ყურს კი არა, ინგლისური არ მესმის მეთქი. მერე გერმანულად დაიწყო ლაპარაკი. გერმანული მე კი ვიცი, მაგრამ იმან არ იცოდა. ბოლოს ვანიშნე სიგარეტი ხო არა გაქვს მეთი და არაო. არადა აშკარად დავინახე რო ჰქონდა, რა ჟმოტები არიან ეს ტურისტები.
როგორც იქნა გათენდა, ჩავედი მაღაზიაში და ვარჩევ სიგარეტს. ერთს აწერია „მოწევა კლავს“ შემეშინდა, მეთქი ეს რა არის და არ ვიყიდე. მეორეს ეწერა „მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს“ - ესეც არ მინდოდა და მესამეს ეწერა „მოწევა იწვევს ორსულებში ნაყოფის მოშლას“. ეს უკვე თამამად ავიღე. დღესაც მაგას ვეწევი. რო მოვტრიალდი ვხედავ ჩემთან მოდის ის უცხოელი, ღამე რო შემხვდა. განგრეულ პახმელიაზეა. თურმე მომატყუა ქართული ენაც კარგად სცოდნია და სიგარეტიც ჰქონდა, იმ სიგარეტს მაწვდის ღამე რო არ მომცა და მეუბნება „აუ ცუდათ ვარ, ქაცურად ჩაჩა მაშოვნინე რა“. მეთქი „ჩაჩა“ არა „ჩუჩუ“! და ამოვედი სახლში.
აბა ქართველებს გაგვიმარჯოს! კარგად იყავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები