| ავტორი: ილტოსპირელი* ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 დეკემბერი, 2009 |
ბერი გედეხაური
ბერი გედეხაური XIX ს-ის დასასრულისა და XX ს-ის პირველი ნახევრის ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელია. ბერი ჩონქარას თანამედროვეა, უცხოვრია მასაც იმავე სოფელ ჩაფართაში, და იქვე გარდაცვლილა. ბერის მეტოქეები ყოფილან: ჩონქარა, ხოხა (მწარია ხადილაშვილი - ს. ხევისჭალიდან), ბუთლა (გიორგი ალბუთაშვილი - ს. ჩაბანოდან), ჭიპიტანა (ფილიპე ღვინიაშვილი - ს. ბუხრევიდან) და სხვები. ბიოგრაფიული ცნობები ბერი გედეხაურის შესახებ მწირია. ერთადერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ იგი 1945 წლისთვის უკვე აღრ არის ცოცხალი.* ასევე გარდაცვლილ მოლექსეებში მოიხსენიებს მას 1956 წლისთვის კრებული ”სახალხო მთქმელები”. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, რომ ბერი გედეხაურის სახით საქმე გვაქვს უაღრესად ნიჭიერ სახალისო მთქმელთან. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ჩვენს დროშიც ბევრგან და ხშირად გაიგონებთ ბერის ლექს-კაიფიას ზეპირი სახით ნათქვამსა თუ ნამღერსა. ბერი გედეხაურის შემოქმედების ზოგიერთი ნიმუში დაბეჭდილია ქართული ხალხური პოეზიის თორმეტტომეულში.* მისი რეპერტუარიდან უმეტესად კაფიებია შემორჩენილი, გვხვდება მილექსებანიც, თვითგალექსებანიც.
ჩაფართელთ ხანშალაი ვარ
ჩაფართელთ ხანშალაი ვარ, ვინ არის კაცი მცნობელი, ჩაბანოს გადმოვეჩვიე, მოვხელე ოხერ-სოფელი, მთელ სოფელს ვერ შესძლებიყო მაგ ყიდულაის ოდენი, ჯერ დამაწვინა ქალთანა, მერმ თვითონ გახდა მთხრობელი. ილტოზე კიდევ გადმოვა მაგის ფეხ გასახმობელი, ნიგზურთ ბოლოში გავახმობ, როგორც საფარტნე ხოკერი.
ლექსს ახლავს მთქმელის განმარტება: ,,ბერი გედეხაური სოფ.ჩაფართოდან იყო. ჩაფართოელები შემდეგ შახვეტილაში (ახმეტის რ-ნი) გადავიდნენ; ხანშალა - ჩია, ბერის ზედმეტი სახელია; ჩაბანო სოფელია არტნის ხეობაში; მოვხელე - მოვძებნე, ვიპოვე; ყიდულამ ჯერ, ვითომ საქმე გაუკეთა და ქალთან(წაწალთან) დააწვინა, შემდეგ ამხანაგები შეჰყარა და კარებში ჯოხებით დაუდარაჯდნენ. ბერი უცბად გამოვარდა, იმათ ჯოხები ერთმანეთს დაჰკრეს. შემდეგ ბერმა ეს ლექსიც გამოუგზავნა; ნიგზური - მუგუზალი; ხოკერი - დაჩეჩილი მტყლის ჩასადები, ცაცხვის ქერქისაგან გაკეთებული მრგვალი კათხა, რომელიც მუდამ კერიასთან დევს და ნაჩეჩს ყრიან. ყიდულას ისე გავახმობ როგორც ხოკერია გამხმარი მუდამ კერიის პირას გდებითო.
(ქხპ. ტ IX, გვ.92. მთქმ. მ. ნადირაშვილი ჩამწ. ა.ცანავა ს.კურდღელაური (თელავის რ-ნი1961წ.)
ბერი ვარ გედეხაური
ბერი ვარ გედეხაური, ჩაფართლელების სარქალი, ჩაფ ერთ თუმნიან ღვინო მაქვს, პურსა ვჭამ როგორც ნაქარი, ჩემ ხელთ არ გამაილევა ჩაი-შაქრიან სტაქანი.
ლექსს ახლავს შენიშვნა:,, ნაქარი- ძალიან თეთრი; ,,ჩემ ხელთ არ გამაილევა,, - არაფერი ჰქონდა, თავისთავს დასცინა”.
(ქ.ხ.პ. ტ IX, გვ.146, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო(თიანეთის რ-ნი), 1955 წ.).
ბერმა თქვა გედეხაურმა
ბერამ თქვა გედეხაურმა, ენა მაქვს ბორკილიანი, ქვრივ შარცხვეს ქმარსა ტიროდეს - წაწლიან-ძმობილიანი, მერმე ისეთა კაციცა - წაწლობდეს ცოლ-შვილიანი! (ქხპ, ტ. IX, გვ. 155, მთქმელი და ჩამწერი მითითლებული არაა)
ბერი გედეხაური და ცოლისძმა ც: - შენ თუ ხარ გედეხაური, ვირო, მჭამელო ნარისა, ბ: - მენა ვარ, შენი კვნესამე, შენი დაც მენა მგავისა. ც: - მაშ თუ შენა გგავ ჩემი და, რატო არ გვერდსა გყავისა? ბ: - რად გეჩქარება, ძმობილო, იქნება გვერდსაც დავისვა. ც: - ჩემი და იმას ამბობდა ეგ ეშმაკებსა ჰგავისა. ბ: - შენ გათითბირეს, შე ყროლო, არც კი ვგონივარ თავისა.
ლექსს ახლავს ჩამწერის კომენტარები: ”ბერი-კაცისა სახელია; გათათბირებს - გარწმუნებს; ყროლი - ცუდი; ”არც კი ვგონივარ თავისა” - ისე ვუყვარვარ, რომ თავისი არ ვგონივარ, მისთვის მიუწვდომელი ვარო.”
(ქხპ, ტ. IX, გვ.196. მთქმ. მ.მთიბელაშვილი, ჩამწ. დ. წერედიანი, სოფ. ლფანყური (თელავის რ-ნი, 1991 წ.)
ხოხა და ბერი გედეხაური
ბერი ხოხავ, ხარებს რად იპარავ, თავის საქონს რად არ ული, ლაშქარას ხარებ დაიპარე, რად რა გქონდა აგრე შური? ხოხა ამ ჩემ უარესს უყურე, რაით გამაცინა გულით, შენ რაადღა მაიპარე, ტოლომანა, ფრთიან ცული?..
ბერი გაინაპირა ხოხამა, არეულშია დგებაო. იქისას ჩამოვიარე, იმის ცოლ მხალსა კრეფდაო, დაჯდა და ტირილ დაიწყო, თხილივით აბნევს ცრემლსაო. არ გვებადება დაფქული, აღარც მარილის წებაო, მშიერაი მყავს ბალღები, მესამ-მეოთხე დღესაო; ჩემ ქმარ საქურდლად დავალის, არცა გვაქვს კარზე შეშაო. ხოხა ნეტა რას გადამეკიდა გედეხაური წყეული! თორმეტი დღისა მაუხნავ, გაზაფხული და სთვლეული. გამართა საძნოვანშია თორმეტ ფრთებ გადაქცეული, ერთ ბეღელ პურით სავსე აქ, სულ ხელით გადარჩეული. მთხოვნელებისა ცალკე აქ, სულ ტაპკით გადახვეული; დაუვა ერთა ცხენაი, სულ მუდამ გადაახრწნეული; ავთარეთ სამი-ოთხჯერა ბაგაში გადაქცეული.
ბერი კიდევ გალექსე, ხოხაო, შენც გეამება განაო, უნდა დასწონოს ვაჟკაცმა მარტუას მარტუამაო. ნურც ვის შენ მაიშველიებ, არც ვის მე, ჩემმა ჯანმაო. იმას რად მეფიცებოდი, მე არა მამიპარაო, შენ ცოლმა როგორ იხმარა, მინჯათ ჟულაკის ჯარაო. რას გამარჩები ხე-ქვათა, რად გინდა ჯარათ პარვაო, გერჩივნა ჯარათ პარვასა, ტარები დაგეპარაო. ”გასაყიდია”, გეძახა, ბაზარში გაგეტარაო. ხოხა მე შენ რაად მაშაირებ, შე ქურდო და კანტალაო, მეზობლისა მოღალატევ, კუდათ თოხლის მამპარაო! შალვა დადის ტირილითა: ვაჰმე, ჩემო ბატკანო. სახალარჯობოდ მინდოდა მოკეთესთან წაყვანაო. ბერ მე არ მიღალატებდა, მგელმ თუ სადმე შეჭამაო, ღალატ რას გამაადგება დისწულს დედის ძმასთანაო.
(ქხპ, ტ. IX, გვ.163-164, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო (თიანეთია რ-ნი), 1995 წ.) ლექსს ერთვის ჩამწერის განმარტებანი: ”ფრთიანი ცული” - სათლელი ცული; არეული - ადგილია ს. ხაოშის ზევით; წება - პატარა , კვნიტი; გედეხაური - ბერის გვარია; სთვლეული - გადარჩეული; საძნოვანი - კალო; ტაბკი - პურის სარტჩევი ხის ფიცარი; გადარკვეული - გადარჩეული; ავთარეთ - ავაყენეთ; ჟულაკა - კაცის სახელია; ხე-ქვათა - ჯარახისა; კანტალა - უწესრიგო, მაწანწალა; კუდათ - გვარია; სახალარჯო - ქელეხისათვის.
(ქხპ, ტ. IX, გვ.163-164, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა.ცანავა, სოფ. ჩაბანო (თიანეთია რ-ნი), 1995 წ.)
ბერო, კი გაგითავდაა მეტოქე: ბერო, კი გაგითავდაა, წამალი ჩემი ჩაყრილი? შენ დახვალ წარამარადა, აქ დადის ირმის ნახირი. ბერი: ახლა შენ მოკალ ძმობილო, თუ მოკვლა არი ადვილი. მეტოქე: თუ წაველ, კიდეც მოგიკლავ, ტყეში უბრალოდ რად ვივლი?
მითითებულია მხოლოდ ორი შენიშვნა: "ბერი - სახელია; წამალი - თოფის წამალი."
(ქხპ, ტ.IX, გვ.225. მთქმ. ბ. ძამუკაშვილი, ჩამწ. შ.კონსტანტინიდი, ს.საკობიანო (ახმეტის რ-ნი), 1961 წ.)
ეხლა ის მითხარ. ბიძაო
ბერი: ეხლა ის მითხარ, ბიძაო, ყევარ სადა გყავ კამეჩი?
მეტოქე: ნუ გამამლიე თავ-გონი, ბალღო, შამეშვი, რას მერჩი, დელგმაში, თავსხმა წვიმაში რას ვიპოვიდი ღამეში?
ბერი: უნდა კი მაინც გეძებნა, გზას ხომ ნახავდი მტკაველში, ერთ ზაქის ფასიც არა ხარ, ილტოს შენ უნდა დაერჩვი. მთქმელის შენიშვნა: ,, ილტოზე ვიღაც კაცს კამეჩები ჰყოლიყო გარეთ დარჩენილი. ეძებნა, მაგრამ დაღამებულიყო, თან წვიმაც წამოსულიყო და დაენება თავი. იმ ღამეს წყალს დაეხრჩო იმისი კამეჩები. ამაზე შეელექსა ბერს.”
(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)
რარიგ კარგია ქეიფი
რა კარგია ქეიფობა, შაბათ როა, უქმაია, ჭიქას რო დასცლი, ბიძაო, მიაყოლე ლუკმაია, ნუ გეკუმება ე პირი, კლიტე ხვარ გძე, დუგმაია.
მთქმელის შენიშვნა: ,, ვიღაც კაცი ყოფილა, სმის დროს თურმე საჭმელს ხელს არ ახლებდა და იმისთვის ეთქვა ბერს”.
(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)
ბერო, როგორ რძალ ითხოვე
მეტოქე: ბერო, როგორ რძალ ითხოვე, წავიდეთ სანახავადა, შენ სირმაიან ჩაიცვი, მე შამოიცომ ტყავათა, რომელიც კაი ბიჭი ვართ შენ რძალ შაგვატყობს თავადა.
ბერი: არც სათვალზომოდ ვარგიხარ, არც საწონ-ასარწყავადა, ჩემ რძალზე მაგას რად ამბობ, რძლებ ხო თქვენცა გყავთ თავადა, მე უფრო თქვენთან მირჩევნავ, თქვენ რძლების სანახავადა, ერთა ღამიაც მეყოფა აიმათ დასატ..ნავადა.
(მთქმ. ალექსი ციფერას ძე უძილაური, 82 წლის ს. შახვეტილა, ჩამწ: მ.ღანიშაშვილი, 2007 წ.
ბერი და თათარა
ბერი: არაყთ რაზე მაყვედრი, ხვალ ჩვენებ გამახდიანო, თათარა: აქ კი სუ გამამილიე, იქ სადღა-როგორ ვიარო ბერი: რა ქოშებ შენ გაგიცვდება, იქაც რო ამაიარო?.. მთქმელის შენიშვნა: ,, უძილაური თათარა იყო. იმასთან მისულა ბერი სტუმრად. უქეიფიათ, არაყი თურმე უთავდებათ და დაუწუწუნია თათარას, მითავდება ე არაყი აღარა მაქო. ამაზე უთქომ ბერსა.”
(მთქმ. ალექსი ციფერას ძე უძილაური, 82 წლის ს. შახვეტილა, ჩამწ: მ.ღანიშაშვილი, 2007 წ.
ბერმა თქვა გედეხაურმა
ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა, სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა. სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა, სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა, ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.
(თსუფა, № 1945, მთქმ: თ. ნაყეური, 83 წლის ს. ქალილო, დუშეთის რ-ნი. ჩამწ: მ. კენკებაშვილი, 1961 წ.)
ყური დამიგდეთ, ბიჭებო
ყური დამიგდეთ, ბიჭებო, რარიგ ლექსს გეტყვისთ თქვენ ბერი, როცა დავწვები ქალთანა, ვერ მაისვენებს ჩემ ხელი, ორ მუხლს შორის რო მოიგდებ როგორც საჩეჩელს მჩეჩელი, მალი-მალ გადავეწვდები, როგორც კვერ-მარწუხს მჭედელი
(თსუფა № 4215, მთქმ: მიხეილ ნაყეური, ს. ჩარგალი, დუშეთის რ-ნი. ჩამწ: ქსენია სიხარულიძე, 1966წ.)
ბერმა თქვა
ბერმა თქვა: ენა მწარე მაქვ, ენის წვერ ბორკილიანი. მართალ სათქმელად მინდოდეს, ე ბორკილ მიშლის, ტიალი. კაც მოკვდეს, სხვასა ყვარობდეს, რო იყოს ცოლშვილიანი, ქვრივ მოკვდეს, ქმარსა ტიროდეს ორპირად ლოგინიანი, ქალ მოკვდეს ქმარსა სწუნობდეს სურვილით ქორწილიანი.
(ლიფაკ, 103, გვ.105, ალ. დულუზაურის მასალები)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა, სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა. სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა, სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა, ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.
საინტერესო მასალაა, როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო სახალხო მთქმელზე!
ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა, სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა. სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა, სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა, ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.
საინტერესო მასალაა, როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო სახალხო მთქმელზე!
26. მინდა დავიწყო იმით რომ, ბატონ მიშას ძალიან ვაფასებ. სხვა ყველაფრის თქმა ზედმეტია უკვე. ხოლო რაც შეეხება დაისის კომენტარს: სწორად თქვა ილტოსპირელმა, ერთი კაცით ნუ განსაზღვრავთ მთელი კუთხის ხასიათს. მე სვანი ვარ და ვიცი რაც არის ეს. სვანიოოო? და უცებ ბევრის თვალებში შიშიც მინახავს. რატომ? რადგან ვირაც სვანი სისასტიკით გამოირჩეოდა? მოკლედ, ყველგან არის ცუდიც, კარგიც. თუ ფშაველების ხასიათი გინდათ განსაზღვროთ, ვაჟათი დაიწყეთ. +5 ილტოსპირელს მინდა დავიწყო იმით რომ, ბატონ მიშას ძალიან ვაფასებ. სხვა ყველაფრის თქმა ზედმეტია უკვე. ხოლო რაც შეეხება დაისის კომენტარს: სწორად თქვა ილტოსპირელმა, ერთი კაცით ნუ განსაზღვრავთ მთელი კუთხის ხასიათს. მე სვანი ვარ და ვიცი რაც არის ეს. სვანიოოო? და უცებ ბევრის თვალებში შიშიც მინახავს. რატომ? რადგან ვირაც სვანი სისასტიკით გამოირჩეოდა? მოკლედ, ყველგან არის ცუდიც, კარგიც. თუ ფშაველების ხასიათი გინდათ განსაზღვროთ, ვაჟათი დაიწყეთ. +5 ილტოსპირელს
25. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ბრწყინვალე მასალა. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ბრწყინვალე მასალა.
24. ზეპირი, საკრალური შინაარსი და ხასიათი. ამ ცოდნის შეძენა არ ხდება "ხელოვნურად", იგი თითქოს გენეტიკურია, კოდირებულია იმ ადამიანებში, რომლებიც იმ გარემოში იბადებინ, იზრდებიან და უყალიბდებათ მსოფლაღქმა.
ამაში გეთანხმებით და ის ეხება საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს. ვიმეორებ,რომ არავითარი ნოველა და თქმულება არ ის, რაც დავწერე. მე არ მითქვამს რამდენჯერ სად ვარ ნამყოფი, სად რა მინახავს და მომისმენია და თქვენ როგორ გამოიცანით, რომ ერთხელ ვიყავი, ერთი ფშაველი ვნახე და იმასაც ვერ ჩავწვდი, ვერ ვხვდები. ვფიქრობ, ესეც კუთხური ხასიათის გამოვლინებაა. ასევე ვიმეორებ, ნამუშევარი შრომატევადი და სერიოზულია, იმსახურებს სამეცნიერო თვალსაზრისით შესაფერის ყურადღებას (თუნდაც ფინანსურს). ჩოქარას მსოფლაღქმა კი თავად გაქვთ მშვენივრად აღწერილი, სახეზე ჭრილობებით დაწყებული, "საგმირო საქმეებით" დასრულებული და მე ვერაფერს დავამატებ, თუნდაც "ლამაზად შეფუთულს". ჩემი უძილაური არავითარი ანომალია არ არის, სწორედაც მისი ქვეცნობიერი ჩანს ჩემს პირველ კომენტარში.
ასევე უკეთესობის სურვილებით ზეპირი, საკრალური შინაარსი და ხასიათი. ამ ცოდნის შეძენა არ ხდება "ხელოვნურად", იგი თითქოს გენეტიკურია, კოდირებულია იმ ადამიანებში, რომლებიც იმ გარემოში იბადებინ, იზრდებიან და უყალიბდებათ მსოფლაღქმა.
ამაში გეთანხმებით და ის ეხება საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს. ვიმეორებ,რომ არავითარი ნოველა და თქმულება არ ის, რაც დავწერე. მე არ მითქვამს რამდენჯერ სად ვარ ნამყოფი, სად რა მინახავს და მომისმენია და თქვენ როგორ გამოიცანით, რომ ერთხელ ვიყავი, ერთი ფშაველი ვნახე და იმასაც ვერ ჩავწვდი, ვერ ვხვდები. ვფიქრობ, ესეც კუთხური ხასიათის გამოვლინებაა. ასევე ვიმეორებ, ნამუშევარი შრომატევადი და სერიოზულია, იმსახურებს სამეცნიერო თვალსაზრისით შესაფერის ყურადღებას (თუნდაც ფინანსურს). ჩოქარას მსოფლაღქმა კი თავად გაქვთ მშვენივრად აღწერილი, სახეზე ჭრილობებით დაწყებული, "საგმირო საქმეებით" დასრულებული და მე ვერაფერს დავამატებ, თუნდაც "ლამაზად შეფუთულს". ჩემი უძილაური არავითარი ანომალია არ არის, სწორედაც მისი ქვეცნობიერი ჩანს ჩემს პირველ კომენტარში.
ასევე უკეთესობის სურვილებით
23. საინტერესო იყო ძალიან, მიშა.....გაიხარე.... შეგეწიოს წმინდა ნიკოლოზის მადლი.....;) საინტერესო იყო ძალიან, მიშა.....გაიხარე.... შეგეწიოს წმინდა ნიკოლოზის მადლი.....;)
22. სიამოვნებით წავიღებ ამ ლინკს ფორუმზე - კომენტარების ფენომენი პორტალზე თემაში. პროფესიონალური და ლიტერატურული ღირსების გრძნობის მქონე ადამიანების დისკუსიაა.
ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად და სასწავლად.
:)
სიამოვნებით წავიღებ ამ ლინკს ფორუმზე - კომენტარების ფენომენი პორტალზე თემაში. პროფესიონალური და ლიტერატურული ღირსების გრძნობის მქონე ადამიანების დისკუსიაა.
ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად და სასწავლად.
:)
21. დაისს: მაპატიეთ, მაგრამ მე, როგორც მთიელს, არ მეჩვენება, რომ თქვენი ნოველის გმირი უძილაური "ტიპიური ფშაველის ხასიათს გამოხატვს" ( სწორი გრამატიკული ფორმით - "ფშავლის" და არა "ფშაველის"!)! ის უფრო რაღაც განყენებულ, ობიექტური რეალობისაგამ მოწყვეტილ, ანომალიური მოვლენად მესახება. კიდევ ვიმეორებ: ბარიდან ასულისთვის, ერთხელ შეხვედრით, ძნელია, ჩაწვდეს მთიელის, ფშავლის ხასიათს და მით უფრო, "ტიპიურს"! რაც შეეხება ჩონქარას, ან იმ უძილაურის, ან ნებისმიერი მთიელის განათლება-ცოდნის საკითხს: მინდა ვთქვა, რომ, საბედნიეროდ, დღემდეა შემორჩენილი ჩვენს მთაში დიდი ცოდნა-განათლება, რომელსაც აქვს არა მკაცრად წიგნიერი, არამედ ქვეცნობიერი, ზეპირი, საკრალური შინაარსი და ხასიათი. ამ ცოდნის შეძენა არ ხდება "ხელოვნურად", იგი თითქოს გენეტიკურია, კოდირებულია იმ ადამიანებში, რომლებიც იმ გარემოში იბადებინ, იზრდებიან და უყალიბდებათ მსოფლაღქმა. ეს, თავისთავად, ძალიან საინტერესო ფენომენიცაა და მასზე ვრცლად საუბარი აქ, ცხადია, შეუძლებელიცაა! დაბოლოს: თქვენი ბოლო კომენტარი უკეთესია, დაწმენდილია, უკეთაა შეფუთული, რაც მხოლოდ ჩემს კმაყოფილებას იწვევს! კვლავ და კვლავ უკეთესობის სურვილით დაისს: მაპატიეთ, მაგრამ მე, როგორც მთიელს, არ მეჩვენება, რომ თქვენი ნოველის გმირი უძილაური "ტიპიური ფშაველის ხასიათს გამოხატვს" ( სწორი გრამატიკული ფორმით - "ფშავლის" და არა "ფშაველის"!)! ის უფრო რაღაც განყენებულ, ობიექტური რეალობისაგამ მოწყვეტილ, ანომალიური მოვლენად მესახება. კიდევ ვიმეორებ: ბარიდან ასულისთვის, ერთხელ შეხვედრით, ძნელია, ჩაწვდეს მთიელის, ფშავლის ხასიათს და მით უფრო, "ტიპიურს"! რაც შეეხება ჩონქარას, ან იმ უძილაურის, ან ნებისმიერი მთიელის განათლება-ცოდნის საკითხს: მინდა ვთქვა, რომ, საბედნიეროდ, დღემდეა შემორჩენილი ჩვენს მთაში დიდი ცოდნა-განათლება, რომელსაც აქვს არა მკაცრად წიგნიერი, არამედ ქვეცნობიერი, ზეპირი, საკრალური შინაარსი და ხასიათი. ამ ცოდნის შეძენა არ ხდება "ხელოვნურად", იგი თითქოს გენეტიკურია, კოდირებულია იმ ადამიანებში, რომლებიც იმ გარემოში იბადებინ, იზრდებიან და უყალიბდებათ მსოფლაღქმა. ეს, თავისთავად, ძალიან საინტერესო ფენომენიცაა და მასზე ვრცლად საუბარი აქ, ცხადია, შეუძლებელიცაა! დაბოლოს: თქვენი ბოლო კომენტარი უკეთესია, დაწმენდილია, უკეთაა შეფუთული, რაც მხოლოდ ჩემს კმაყოფილებას იწვევს! კვლავ და კვლავ უკეთესობის სურვილით
20. ნოველა კი არ არის, ნამდვლი ამბავია და ტიპიური ფშაველის ხასიათს გამოხატვს, მაგრამ არა იმ კუთხით, როგორც თქვენ გაიგეთ. "განათლებულობა" არც ლექსის ზეპირად თქმა მგონია, და თქვენ წარმოიდგინეთ, არც კაფიობა (ფშაველს კაფიობის და შაირობის ნიჭი რომ არ ქონდეს, თავისი კუთხური ბუნებიდან გამომდინარე, ეგ იქნებოდა გასაკვირი). თქვენი ჩონქარა ხომ არის არაორდინალური პერსონა, თავისი ავ-კარგიანობით, მაგრამ სულაც არ მგონია, რომ განათლებული კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. უძილაურს ლექსი ვუთხარი იმისთვის, რომ "ბარელს" თავი მომეწონებინა მისთვის, თორემ თვითონ სულაც არ დაინტერესებულა, კიდევ რა ვიცოდი, რა არ ვიცოდი, საერთოდ ვინ ვიყავი, რა მილხინდა და რა მიჭირდა. მან თავისი თქვა და მორჩა. გულდასაწყვეტი ნამდვილად არაფერია, ყველა კუთხის წარმომადგენელს თავისი ხასიათი აქვს, კარგით და ცუდით, მაგრამ ყველა საინტერესოა თავისი ინდივიდუალობით. ვაჟა და მისი პოეზია(ან სხვისი) ვის როგორ ესმის, ეგ არ არის ადამიანების საზომი კრიტერიუმი. ნოველა კი არ არის, ნამდვლი ამბავია და ტიპიური ფშაველის ხასიათს გამოხატვს, მაგრამ არა იმ კუთხით, როგორც თქვენ გაიგეთ. "განათლებულობა" არც ლექსის ზეპირად თქმა მგონია, და თქვენ წარმოიდგინეთ, არც კაფიობა (ფშაველს კაფიობის და შაირობის ნიჭი რომ არ ქონდეს, თავისი კუთხური ბუნებიდან გამომდინარე, ეგ იქნებოდა გასაკვირი). თქვენი ჩონქარა ხომ არის არაორდინალური პერსონა, თავისი ავ-კარგიანობით, მაგრამ სულაც არ მგონია, რომ განათლებული კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. უძილაურს ლექსი ვუთხარი იმისთვის, რომ "ბარელს" თავი მომეწონებინა მისთვის, თორემ თვითონ სულაც არ დაინტერესებულა, კიდევ რა ვიცოდი, რა არ ვიცოდი, საერთოდ ვინ ვიყავი, რა მილხინდა და რა მიჭირდა. მან თავისი თქვა და მორჩა. გულდასაწყვეტი ნამდვილად არაფერია, ყველა კუთხის წარმომადგენელს თავისი ხასიათი აქვს, კარგით და ცუდით, მაგრამ ყველა საინტერესოა თავისი ინდივიდუალობით. ვაჟა და მისი პოეზია(ან სხვისი) ვის როგორ ესმის, ეგ არ არის ადამიანების საზომი კრიტერიუმი.
19. მაგარი ხარ მეგობარო და ძმაო ჩემო!!! არაჩვეულებრივი ადამიანი!!! გაიხარე შენა!!! საკმაოდ რთული შესასრულებელი მისია!!! იცოდე არ დანებდე და არც ყური უგდო ვინმეს!!! საქმე მოთხოვს შრომას, რაც შენ ხელგეწიფება!!! ძლიერი ხარ მიშა!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! მაგარი ხარ მეგობარო და ძმაო ჩემო!!! არაჩვეულებრივი ადამიანი!!! გაიხარე შენა!!! საკმაოდ რთული შესასრულებელი მისია!!! იცოდე არ დანებდე და არც ყური უგდო ვინმეს!!! საქმე მოთხოვს შრომას, რაც შენ ხელგეწიფება!!! ძლიერი ხარ მიშა!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!!
18. მე-17-ე კომენტარი, ცხადია, დ ა ი ს ი ს მისამართითა დაწერილი. მე-17-ე კომენტარი, ცხადია, დ ა ი ს ი ს მისამართითა დაწერილი.
17. კი, ავტორი ფშაველია! მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ სანო ხევური იყოს (უბრალოდ, არ არსებობს ასეთი მჩატე ხევსური დედამიწის ზირგზე!) და, ვთქვა სიმართლე, იმასაც ვერ ვხდები რა შუაშია ეს აქ?! ანდაზაა: ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უნდაო! ქალაქიდან, ბარიდან მთაში "ტურისტულად" ასული კაცისთვის ძნელი გასაგები და გამოსაცნობია მთიელის ნაუბარ-ნაფიქრალი, მითუმეტეს - ფშავლისა! ეგეც არ იყოს, ისევე როგორც ბარში, მთაშიც სხვადასხვა ხასიათისა და ბუნების ადამიანი გვხვდება. ამიტომ მაგ უძილაურთან დაკავშირებული ნოველა მართალიც რომ იყოს, მაინც არ ღირს მისი მთელ კუთხეზე განზოგადება! მსგავსმა ინსინუაციებმა შეიძლება სრულ აბსურდამდე მიგვიყვანოს, თორემ მე, პირადად, საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭული დავლილ-შესწავლილი მაქვს და ბევრგან ბევრ ისეთ ამბავს შევსწრებივარ, რომ ის რომ გამომეფინა, ალბათ ამა თუ იმ კუთხის შვილებს ძალიან დავწყვეტდი გულს. მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია და არც ვაპირებ. მე ვცდილობ ხოლმე ესა თუ ის კუთხე, საჯარო საუბარში, სწორედ საუკეთესოთი, ლამაზით წარმოვაჩინო. სხვა როგორ მოიქცევა ეს მისი გადასაწყვეტია! შეიძლება ცოტა უხეშადაც კი გამომივიდეს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ "უცნაურ უძილაურს" მაინც უფრო მეტად ესმის ვაჟაც და, საერთოდ, პოეზიაც, ვიდრე ბევრ ჩარგლისაკენ წელიწადში ერთხელ პირმიბრუნებულ თავმომწონე "განათლებულს"!
ამავე დროს, ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას და მადლობას მოგახსენებთ აქ შემობრძანებისთვის!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით კი, ავტორი ფშაველია! მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ სანო ხევური იყოს (უბრალოდ, არ არსებობს ასეთი მჩატე ხევსური დედამიწის ზირგზე!) და, ვთქვა სიმართლე, იმასაც ვერ ვხდები რა შუაშია ეს აქ?! ანდაზაა: ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უნდაო! ქალაქიდან, ბარიდან მთაში "ტურისტულად" ასული კაცისთვის ძნელი გასაგები და გამოსაცნობია მთიელის ნაუბარ-ნაფიქრალი, მითუმეტეს - ფშავლისა! ეგეც არ იყოს, ისევე როგორც ბარში, მთაშიც სხვადასხვა ხასიათისა და ბუნების ადამიანი გვხვდება. ამიტომ მაგ უძილაურთან დაკავშირებული ნოველა მართალიც რომ იყოს, მაინც არ ღირს მისი მთელ კუთხეზე განზოგადება! მსგავსმა ინსინუაციებმა შეიძლება სრულ აბსურდამდე მიგვიყვანოს, თორემ მე, პირადად, საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭული დავლილ-შესწავლილი მაქვს და ბევრგან ბევრ ისეთ ამბავს შევსწრებივარ, რომ ის რომ გამომეფინა, ალბათ ამა თუ იმ კუთხის შვილებს ძალიან დავწყვეტდი გულს. მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია და არც ვაპირებ. მე ვცდილობ ხოლმე ესა თუ ის კუთხე, საჯარო საუბარში, სწორედ საუკეთესოთი, ლამაზით წარმოვაჩინო. სხვა როგორ მოიქცევა ეს მისი გადასაწყვეტია! შეიძლება ცოტა უხეშადაც კი გამომივიდეს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ "უცნაურ უძილაურს" მაინც უფრო მეტად ესმის ვაჟაც და, საერთოდ, პოეზიაც, ვიდრე ბევრ ჩარგლისაკენ წელიწადში ერთხელ პირმიბრუნებულ თავმომწონე "განათლებულს"!
ამავე დროს, ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას და მადლობას მოგახსენებთ აქ შემობრძანებისთვის!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
16. გააკეთე სანო,გააკეთე,"ურაკ-პარაკი-2 " თუ ჩემი ასაკი იგულისხმე, ლოდინი მოგიწევს"მოლოდინის" იქ გადასაყვანად!მესმის,სიმართლე მწარეა! მიტევებას ვთხოვ გვერდის ავტორს ამ კომენტარისთვის და გთხოვ ნუღარ შეწუხდები-"ყბედი მუნჯმა დაღალაო",ესეც გამიგია! გააკეთე სანო,გააკეთე,"ურაკ-პარაკი-2 " თუ ჩემი ასაკი იგულისხმე, ლოდინი მოგიწევს"მოლოდინის" იქ გადასაყვანად!მესმის,სიმართლე მწარეა! მიტევებას ვთხოვ გვერდის ავტორს ამ კომენტარისთვის და გთხოვ ნუღარ შეწუხდები-"ყბედი მუნჯმა დაღალაო",ესეც გამიგია!
15. გააჭუჭყიანა კომენტარები უბრალოდ მაგ სანომ და ნუ ყვებით....მაგასაც ეგ უნდა ...ნუ გამოეპასუხებით და გაჩუმდება.... მე კიდევ მიშას მინდა მივმართო.....დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის საქმის გამგრძელებელი გამოჩდით - უდავოდ ნიჭიერი თავის მამულზე შეყვარებული ვაჟკაცი......სანამ თქვენაირი მამაკაცები არსებობენ იმედია არ გადავშენდებით!!! ღმერთი გფარავდეთ და ნიკოლოზის მადლი -ამ საშვილიშვილო საქმეეში......გილოცავთ ნიკოლოზობას და წარმატებას გისურვებთ!!! გააჭუჭყიანა კომენტარები უბრალოდ მაგ სანომ და ნუ ყვებით....მაგასაც ეგ უნდა ...ნუ გამოეპასუხებით და გაჩუმდება.... მე კიდევ მიშას მინდა მივმართო.....დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის საქმის გამგრძელებელი გამოჩდით - უდავოდ ნიჭიერი თავის მამულზე შეყვარებული ვაჟკაცი......სანამ თქვენაირი მამაკაცები არსებობენ იმედია არ გადავშენდებით!!! ღმერთი გფარავდეთ და ნიკოლოზის მადლი -ამ საშვილიშვილო საქმეეში......გილოცავთ ნიკოლოზობას და წარმატებას გისურვებთ!!!
14. დაისს ვეთანხმები_შრომატევადია ეს საქმე :) მაგრამ სანო, შენ ისეთი კარგი ავატარი გაქვს(ანუ ,,კლოუნიადა") :) ვერაფრით დავიჯერებ,რომ ცუდი გემოვნება გაქვს :)
დაისს ვეთანხმები_შრომატევადია ეს საქმე :) მაგრამ სანო, შენ ისეთი კარგი ავატარი გაქვს(ანუ ,,კლოუნიადა") :) ვერაფრით დავიჯერებ,რომ ცუდი გემოვნება გაქვს :)
13. ხევსური რომ იყოს რაღა უჭირდა მაშინ ფშაველს ასე არ ურქენდა, ,,ფშაველ_ხევსური ასე იწოდება მთაჩი"
მე იმ დღეში ვარ სანოს რომ ვერც კი წარმოუდგენია ;) +40 იქეთაც გაგატარებთ სანო არ ინერვიულო +100 _ზეც დაგაბიჯებინებთ გაიარე ვინ გიშლის :-P ხევსური რომ იყოს რაღა უჭირდა მაშინ ფშაველს ასე არ ურქენდა, ,,ფშაველ_ხევსური ასე იწოდება მთაჩი"
მე იმ დღეში ვარ სანოს რომ ვერც კი წარმოუდგენია ;) +40 იქეთაც გაგატარებთ სანო არ ინერვიულო +100 _ზეც დაგაბიჯებინებთ გაიარე ვინ გიშლის :-P
12. ვინ გავჩნდი ასეთი: ) ) დიდი მადლობა დედა რომ გამაჩინე ...არ ვარ ხევსური დაისო: ) აონო რა დღეში ხარ.. (ბოლო ქულები) :)
ვინ გავჩნდი ასეთი: ) ) დიდი მადლობა დედა რომ გამაჩინე ...არ ვარ ხევსური დაისო: ) აონო რა დღეში ხარ.. (ბოლო ქულები) :)
11. შრომატევადი საქმეა შესრულებული. წინა კომენტარს გავიმეორებდი.
ავტორი თუ ფშაველია, ეჭვი მაქვს, ეს სანო ხევსური იქნება, სქესის მიუხედავად.
ჩონქრამ გამახსენა...ამ ზაფხულს ვაჟაობაზე მივდიოდით. ჩინთის გადასახვევთან, წყლის დასალევად მანქანა გავაჩერეთ. იქვე ასაკოვანი კაცი იდგა, მძიმე ჩანთებით, სახეზე ეტყობოდა, მკვიდრი ფშაველი იყო და სულ ცოტა 35 კილომეტრი ქონდა ფეხით გასავლელი (უძილაური აღმოჩნდა). მანქანაში ერთი ადგილი გვქონდა და შევთავაზე, დაბრძანდით და წაგიყვნთმეთქი. ჯერ დაიმორცხვა, მერე წამომყვა. ტვირთი საბარგულში ჩავდეთ თუ არა, მაშინვე მითხრა, ფანჯარასთან მე რომ დავჯდე, არ ჯობიაო? არ ჯობია მეთქი, ვუთხარი და ღვეზელი შევთავაზეთ. ჯერ თქვა, არ მინდაო, მერე თქვა, არ მიყვარსო და რომ აღარაფერი ვუთხარით, თვითონ მოითხოვა...უცნაური ხალხი ხართ ეს მთიელები მეთქი და ადგილობრვი ცხოვრების სირთულეებზე პირველი კითხვა დავუსვი. რა თქმა უნდა, გაჭირვებულ და მძიმე ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი და პირველი პრობლემა დაასახელა: ხევსურები რომ არ გვჩაგრავდნენ, გაჭირვებას კიდევ გაუძლებდა კაციო. გაოცებულმა ვკითხე, რაღა დროს ეგენია, ეგ ხომ ადრე იყო, აქ რა უნდათ ხევსურებსმეთქი. აქ კი არ გვჩაგრავენ, მთელ მსოფლიოში გვჩაგრავენ, მაგათი ცეკვები გაიცნო უცხოეთმა და ჩვენზე არავინ არაფერს ამბობსო. ფშაველები ზეპირსიტყვიერებასა და ლექსობაში ხართ უფრო მაგრები და ცეკვით როგორ გაგიცნობენმეთქი. უძილაურმა გაიცინა და უკმაყოფილოდ თქვა, ფშაველების ნიჭს არც საქართველოში აფასებენ, ვაჟას არ იცნობს და არ აფასებს ახლანდელი თაობაო. რას ამბობთ, რას ქვია, არ იცნობს, თბილისიდან ამდენი ხალხი რომ ჩამოდის, მისი დაბადების დღის პატივსაცემად, ეს არაფერს ნიშნავსმეთქი? კი ნიშნავს, მაგრამ ჩვენს სოფელში ახალგაზრდებმა, ვაჟას რა აქვს დაწერილი არ იციან და ამაზე მწყდება გულიო. ეგ არც ჩვენი და არც მსოფლიოს ბრალი არ არის მეთქი და ვაჟას ერთი ცნობილი ლექსის თქმა დავიწყე, მგზავრის დარდის შესამსუბუქებლად. ლექსის შუა ნაწილში წავბორძიკდი და გამახსენეთ, ერთი ეს სტროფიმექთი. მე მარტო "სტუმარ-მასპინძელი" ვიცი, ეგ არ ვიციო. მოკლედ, ასე მხიარულად ვიმგზავრეთ და მოულოდნელად მანქანის გაჩერება ითხოვა...აქ უნდა ჩავიდე, ხიდზე გადავალ და სახლი იქვეაო...კი,მაგრამ, ჩარგალში არ მოდიხართ, ეს დღე წელიწადში ერთხელ არის და წამოუსვლელობა როგორ იქნება მეთქი. თან ვაჟაობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა გავუწოდე. დღეს არ მცალია, თორემ წამოვიდოდიო, დინჯად თქვა უძილაურმა და დაგვემშვიდობა. ვიდრე ჩარგალში ავედით, საზეიმო განწყობა უკვე შექმნილი გვქონდა შრომატევადი საქმეა შესრულებული. წინა კომენტარს გავიმეორებდი.
ავტორი თუ ფშაველია, ეჭვი მაქვს, ეს სანო ხევსური იქნება, სქესის მიუხედავად.
ჩონქრამ გამახსენა...ამ ზაფხულს ვაჟაობაზე მივდიოდით. ჩინთის გადასახვევთან, წყლის დასალევად მანქანა გავაჩერეთ. იქვე ასაკოვანი კაცი იდგა, მძიმე ჩანთებით, სახეზე ეტყობოდა, მკვიდრი ფშაველი იყო და სულ ცოტა 35 კილომეტრი ქონდა ფეხით გასავლელი (უძილაური აღმოჩნდა). მანქანაში ერთი ადგილი გვქონდა და შევთავაზე, დაბრძანდით და წაგიყვნთმეთქი. ჯერ დაიმორცხვა, მერე წამომყვა. ტვირთი საბარგულში ჩავდეთ თუ არა, მაშინვე მითხრა, ფანჯარასთან მე რომ დავჯდე, არ ჯობიაო? არ ჯობია მეთქი, ვუთხარი და ღვეზელი შევთავაზეთ. ჯერ თქვა, არ მინდაო, მერე თქვა, არ მიყვარსო და რომ აღარაფერი ვუთხარით, თვითონ მოითხოვა...უცნაური ხალხი ხართ ეს მთიელები მეთქი და ადგილობრვი ცხოვრების სირთულეებზე პირველი კითხვა დავუსვი. რა თქმა უნდა, გაჭირვებულ და მძიმე ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი და პირველი პრობლემა დაასახელა: ხევსურები რომ არ გვჩაგრავდნენ, გაჭირვებას კიდევ გაუძლებდა კაციო. გაოცებულმა ვკითხე, რაღა დროს ეგენია, ეგ ხომ ადრე იყო, აქ რა უნდათ ხევსურებსმეთქი. აქ კი არ გვჩაგრავენ, მთელ მსოფლიოში გვჩაგრავენ, მაგათი ცეკვები გაიცნო უცხოეთმა და ჩვენზე არავინ არაფერს ამბობსო. ფშაველები ზეპირსიტყვიერებასა და ლექსობაში ხართ უფრო მაგრები და ცეკვით როგორ გაგიცნობენმეთქი. უძილაურმა გაიცინა და უკმაყოფილოდ თქვა, ფშაველების ნიჭს არც საქართველოში აფასებენ, ვაჟას არ იცნობს და არ აფასებს ახლანდელი თაობაო. რას ამბობთ, რას ქვია, არ იცნობს, თბილისიდან ამდენი ხალხი რომ ჩამოდის, მისი დაბადების დღის პატივსაცემად, ეს არაფერს ნიშნავსმეთქი? კი ნიშნავს, მაგრამ ჩვენს სოფელში ახალგაზრდებმა, ვაჟას რა აქვს დაწერილი არ იციან და ამაზე მწყდება გულიო. ეგ არც ჩვენი და არც მსოფლიოს ბრალი არ არის მეთქი და ვაჟას ერთი ცნობილი ლექსის თქმა დავიწყე, მგზავრის დარდის შესამსუბუქებლად. ლექსის შუა ნაწილში წავბორძიკდი და გამახსენეთ, ერთი ეს სტროფიმექთი. მე მარტო "სტუმარ-მასპინძელი" ვიცი, ეგ არ ვიციო. მოკლედ, ასე მხიარულად ვიმგზავრეთ და მოულოდნელად მანქანის გაჩერება ითხოვა...აქ უნდა ჩავიდე, ხიდზე გადავალ და სახლი იქვეაო...კი,მაგრამ, ჩარგალში არ მოდიხართ, ეს დღე წელიწადში ერთხელ არის და წამოუსვლელობა როგორ იქნება მეთქი. თან ვაჟაობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა გავუწოდე. დღეს არ მცალია, თორემ წამოვიდოდიო, დინჯად თქვა უძილაურმა და დაგვემშვიდობა. ვიდრე ჩარგალში ავედით, საზეიმო განწყობა უკვე შექმნილი გვქონდა
10. ქალ.მედეა თქვენ არ იცით მე სად და როგორ ვარგივარ ასე რომ ცოტა თქვენც ეცით ასაკს პატივი..: ) და საერთოდ არ შეიძლება გაკეთდეს ურაკპარაკი2 ,სადაც +40 წლის ადმინები "იმოღვაწევებს"?: ) გამატარეთ : ) მელოდეთ,დავბრუნდები...
ქალ.მედეა თქვენ არ იცით მე სად და როგორ ვარგივარ ასე რომ ცოტა თქვენც ეცით ასაკს პატივი..: ) და საერთოდ არ შეიძლება გაკეთდეს ურაკპარაკი2 ,სადაც +40 წლის ადმინები "იმოღვაწევებს"?: ) გამატარეთ : ) მელოდეთ,დავბრუნდები...
9. მიხარია თითოეული მარცვალ-მარგალიტი,თქვენს მიერ სასოებით ნაგროვები და ჩვენამდე მოტანილი..
სანო! "ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო"-გაგონილი გექნება! მიხარია თითოეული მარცვალ-მარგალიტი,თქვენს მიერ სასოებით ნაგროვები და ჩვენამდე მოტანილი..
სანო! "ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო"-გაგონილი გექნება!
8. მიშა :) მე ძალიანაც მომწონს შენი ეს წამოწყება :) კარგი იქნება თუ სხვა კუთხის ხალხიც აგყვება და თავის სახალხო მთქმელებს გამოამზეურებენ :)
იციი? :) ეხლა ამ შაირ-კაფიებს რომ ვკითხულობ აღარ მიკვირს შენი ნიჭი :) მთის ჰაერით, გენით და აზრით ნაკვები ხარ!!!
და ეს სანო კიდე? :)) კაი რაა :) კარგია დამიანი ხარ სანო და რატომ გინდა ცუდად დაგვანახო თავი? ;;) სტილია ეგეთი? :)) :-* მიშა :) მე ძალიანაც მომწონს შენი ეს წამოწყება :) კარგი იქნება თუ სხვა კუთხის ხალხიც აგყვება და თავის სახალხო მთქმელებს გამოამზეურებენ :)
იციი? :) ეხლა ამ შაირ-კაფიებს რომ ვკითხულობ აღარ მიკვირს შენი ნიჭი :) მთის ჰაერით, გენით და აზრით ნაკვები ხარ!!!
და ეს სანო კიდე? :)) კაი რაა :) კარგია დამიანი ხარ სანო და რატომ გინდა ცუდად დაგვანახო თავი? ;;) სტილია ეგეთი? :)) :-*
7. 1. შენ თუ კუთხურს "აწვები",სხვა კუთხეებიც აქვს საქართველოს!ხოარ შეიძლება ყოვედღე ილტოს ხეობის "სიამაყის" მიერ გაჟღერებული ოლტოს ხეობა ისმოდეს ამ საიტზე..ნახვამდის! დავბრუნდები.. სანო. 2009-12-19 12:00:54
ცოტა არ იყოს და ბოღმას ხანდახან ადამიანის დახრჩობა სჩვევია ;) ტერმინოლოგია როგორიცაა ,, კუთხურს აწვები"" არა მგონია უხდებოდეს პოეზიას და მითუმეტეს, როცა ცდილობს ადამიანი, რომ სხვას ნაკლი მოუძებნოს და გააკრიტიკო მისი შემოქმედება, ვფიქრობ შენი განათლება უნდა იყოს იმ დონემდე, რომ მოგეპოვებოდეს შესაფერისი სიტყვები კრიტიკისათვის...
ეს ადამიანი ამაყია თავისი ფესვებით, ;;) იმითი, რაც ასაზრდოვებს მის შემოქმედებას, მასზე კარგად ვერავინ შეძლებს იმის დახატვას რითიც ამ ადმაინს სისხლი აქვს გაჯერებული... :-*
როცა პრეტენზია გაქვს კი შენ უკეთესად დახატე შენი კუთხე, იამაყე თუ შეგიძლია, მაგრამ შენი ნაკლი სწორედ ეგაა ;;) 1. შენ თუ კუთხურს "აწვები",სხვა კუთხეებიც აქვს საქართველოს!ხოარ შეიძლება ყოვედღე ილტოს ხეობის "სიამაყის" მიერ გაჟღერებული ოლტოს ხეობა ისმოდეს ამ საიტზე..ნახვამდის! დავბრუნდები.. სანო. 2009-12-19 12:00:54
ცოტა არ იყოს და ბოღმას ხანდახან ადამიანის დახრჩობა სჩვევია ;) ტერმინოლოგია როგორიცაა ,, კუთხურს აწვები"" არა მგონია უხდებოდეს პოეზიას და მითუმეტეს, როცა ცდილობს ადამიანი, რომ სხვას ნაკლი მოუძებნოს და გააკრიტიკო მისი შემოქმედება, ვფიქრობ შენი განათლება უნდა იყოს იმ დონემდე, რომ მოგეპოვებოდეს შესაფერისი სიტყვები კრიტიკისათვის...
ეს ადამიანი ამაყია თავისი ფესვებით, ;;) იმითი, რაც ასაზრდოვებს მის შემოქმედებას, მასზე კარგად ვერავინ შეძლებს იმის დახატვას რითიც ამ ადმაინს სისხლი აქვს გაჯერებული... :-*
როცა პრეტენზია გაქვს კი შენ უკეთესად დახატე შენი კუთხე, იამაყე თუ შეგიძლია, მაგრამ შენი ნაკლი სწორედ ეგაა ;;)
6. ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა, სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა. სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა, სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა, ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.
წარმატებები...
ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა, სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა. სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა, სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა, ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.
წარმატებები...
5. ჩემი..ნუ ოჯახის წევრი საკმაოდ კარგი ეთნოგრაფი იყო. საკმაოდ დაფასებული. და ვიცი რამდენად დიდი შრომაა აქ ჩადებული. და თან როგორი არამოდური ’’დარგია’’.და არასათანადოდ დაუფასებელი შრომაა. როგორც ვიცი რაღაც გარკვეული გრანტები ფოლკლორის თემებზე გამოყოფილია უცხოელების მიერ ,ინტერნეტითაც შეიძლება კავკასიის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებებთან,ქართველოოგებთან დაკავშირება. ანუ რაღაც მატერიალური ბაზა და წახალისება რომ იყოს ზაფხულობით პატარა მობილური ჯგუფით ექსპედიციების გაკეთება სეიძლება,იგივე უცხოელი ტურისტების ფოლკლორით დაინტერესების რამე ჭრილში,რამე კულტურულ ღონისძიებასთან ერთად..თანხების მოძიება ამ მიზნებისთვის. მე როგორც ვხვდები წიგნზე მუშაობთ და ეს მისი ფრაგმენტებია. საკმაოდ ისეთი წიგნი გამოვა.ძალიან საინტერესო და.... როგორ ვთქვა მეცნიერულ-წონიან-დონიანი.წარმატებებს გისურვებთ..
ჩემი..ნუ ოჯახის წევრი საკმაოდ კარგი ეთნოგრაფი იყო. საკმაოდ დაფასებული. და ვიცი რამდენად დიდი შრომაა აქ ჩადებული. და თან როგორი არამოდური ’’დარგია’’.და არასათანადოდ დაუფასებელი შრომაა. როგორც ვიცი რაღაც გარკვეული გრანტები ფოლკლორის თემებზე გამოყოფილია უცხოელების მიერ ,ინტერნეტითაც შეიძლება კავკასიის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებებთან,ქართველოოგებთან დაკავშირება. ანუ რაღაც მატერიალური ბაზა და წახალისება რომ იყოს ზაფხულობით პატარა მობილური ჯგუფით ექსპედიციების გაკეთება სეიძლება,იგივე უცხოელი ტურისტების ფოლკლორით დაინტერესების რამე ჭრილში,რამე კულტურულ ღონისძიებასთან ერთად..თანხების მოძიება ამ მიზნებისთვის. მე როგორც ვხვდები წიგნზე მუშაობთ და ეს მისი ფრაგმენტებია. საკმაოდ ისეთი წიგნი გამოვა.ძალიან საინტერესო და.... როგორ ვთქვა მეცნიერულ-წონიან-დონიანი.წარმატებებს გისურვებთ..
4. ეს სანო მაგარია რა :D :D :D
ძალიან საინტერესოა ჩემო მიშა ეს ყველაფერი...ძალიან დამაინტერესა.შენ ილტოზე დაწერ... სხვებმა სხვებზე დაწერონ და ა.შ. გაიხარე! 5 ეს სანო მაგარია რა :D :D :D
ძალიან საინტერესოა ჩემო მიშა ეს ყველაფერი...ძალიან დამაინტერესა.შენ ილტოზე დაწერ... სხვებმა სხვებზე დაწერონ და ა.შ. გაიხარე! 5
3. "შრომამ შექმნა ადამიანიო გამიგია" და ვაფასებ მის შრომას.. ამისთვის +2 მიშიკოს "შრომამ შექმნა ადამიანიო გამიგია" და ვაფასებ მის შრომას.. ამისთვის +2 მიშიკოს
2. რამხელა შრომა აქვს ადამიანს გაწეული.ბატონო მიშა დიდი პატივიცემით...
სანო მალე გასკდება შხამისგან გულზე.
მამაკაცები რომლებიც ნიკს ეფარებიან...:( და ისედაც იმდენად დაბალი დონეა....ბატონო მიშა ,არ ღირს რომ თავი გაუყადროთ,ბოლნო მნოგი ჩესწი იქნება ეს მისთვის.
რამხელა შრომა აქვს ადამიანს გაწეული.ბატონო მიშა დიდი პატივიცემით...
სანო მალე გასკდება შხამისგან გულზე.
მამაკაცები რომლებიც ნიკს ეფარებიან...:( და ისედაც იმდენად დაბალი დონეა....ბატონო მიშა ,არ ღირს რომ თავი გაუყადროთ,ბოლნო მნოგი ჩესწი იქნება ეს მისთვის.
1. შენ თუ კუთხურს "აწვები",სხვა კუთხეებიც აქვს საქართველოს!ხოარ შეიძლება ყოვედღე ილტოს ხეობის "სიამაყის" მიერ გაჟღერებული ოლტოს ხეობა ისმოდეს ამ საიტზე..ნახვამდის! დავბრუნდები..
შენ თუ კუთხურს "აწვები",სხვა კუთხეებიც აქვს საქართველოს!ხოარ შეიძლება ყოვედღე ილტოს ხეობის "სიამაყის" მიერ გაჟღერებული ოლტოს ხეობა ისმოდეს ამ საიტზე..ნახვამდის! დავბრუნდები..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|