ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2009


აბსურდული ისტორია.(დასაწყისი)

                                                                                      მე მიყვარს ეგ გოგო,
                                                                                      მერე  რა,  რო    გიჟი    გოგოა.
                                                                                      ეგ, აქ  რა შუაშია?მე რა ვიცი.

            კვირა დღე იყო .რადგან საათი 12 -ს  აჩვენებდა ,  მე კი შვიდზე მქონდა გადაწყვეტილი,  ახლად ნაყიდი იარაღის,    საკუთარ  შუბლზე მოსინჯვა,
ვარჩიე      ეს    შვიდი  საათი , აზრიანად გამეტარებინა, იმასაც მივხვდი რომ 7-ზეც გამიჭირდებოდა , ამ გამოცდის ჩატარება , ამიტომაც გადავწყვიტე  დამელია , მითუმეტეს, შეიძლება სულაც ბოლო დალევა გამომდგარიყო, რადგან ასეთი გამოცდების  შემდეგ, უმეტესად სხვები სვამენ ,  სულის განათლებისას  . 
    გიას დავურეკე, რადგან  კარგი ღვინო მეგულებოდა მასთან    და არყით მთვრალსაც  არ მინდოდა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის    მიღება , არაყი კაცს ზედმეტად აშტერებს, მე კი მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ვყოფილიყავი, საქმე სერიოზული იყო და  ზედმეტი ცუნდრუკი  არ    წაადგებოდა.
    სახლში დავურეკე .  ტელეფონი  თვითონ აიღო და  რაც ყველაზე საოცარი იყო აბსოლუტურად ფხიზელმა,
----გია როგორ ხარ ძმაო, ხო მშვიდობაა.  რად ხარ სახლში ?
----ფეხი ვიღრძე გუშინ    სადღაც  და ვერ ვმოძრაობ , ეხლაც წამოწოლილი ვარ. ამის დედაც, შენა!      გუშინ ღამე  ერთად  ვიყავით?- მეკითხება.
----არა, გუშინ    არ    მინახიXარ, გირეკავდი და ტელეფონის გამორთული გქონდა, მტელი დღე გეძებდით    მე და კახა.
----ვაა , ამის დედა ვატირე არც ტელეფონი ჩანს და სად ვიყავი ღამის 10 დან  3 -მდე არც ეგ  იცის არავინ .  ჩემი ჩათვლით.    სად ვიქნებოდი  როგორ ფიქრობ?
-----მომხედე ზიმპოსთან დარეკე ?
-----არა, არა  მაგათგან 8-ზე  გავედი და აი მერე მენძრევა ,  ყველგან დავრეკე არავისთან    ჩვენიანებთან არ ვყოფილვარ, მერებას ბიჭმა, აი იმან ცოტა ენას რო უქცევს, იმან მითხრა გია ბიძია , გუშინ ნახალოვკაში  პერეხადნოისთან დაგინახე , ვიღაც მთვრალებთან    რაღაცას კამათობდიო , ან მაგას რა უნდადა 10 საათზე ნახალოვკაში ან მე ვინ მთვრალ კაცებს ვესპორებოდი? აზრზე არა ვარ  და არც იმედი მაქვს აწი,  რომ აზრზე მოვალ ან ვინმე ჭეშმარიტებას გამიმხელას,    შენ სადა ხარ, რას შვები?
-----არც არაფერს რას უნდა ვშვებოდე?
-----ჩემთან ამოხვალ? დავლიოთ.
-----მაგიტომ გირეკავ , შენთან რა ხდება ? არ ტეხავს?
----ჭკუაზე ხარ,  რა ტეხავს , თუ ძმა ხარ , ქვემოთ , პირველ სართულზე დავჯდებით ვის რას ვუშლით?  ეგაა თოხლის ამბავში მენძრევა , რაღაცა არი მაგრამ , ბავშვებისთვის,    ფული გაქვს რამე?
-----:"რამე"  ფული მქომდა.  იარაღი, რომ მეგონა იმაზე 150 ლარად იაფად ვიყიდე და მაგ მხრივ პრობლემა არ იყო. 
----- მაქვს ფული, მაქვს  და თოხლებს ვიყიდი, ღვინის ამბავი როგორაა , დაგრჩა? , არი, არი მაგის ნუ გეშინია 2 ოცლიტრიანი შტოფი გვაქვს.    ტაკ ჩტო , გვეყოფა მე და შენ და გაიცინა.
----"ხარაშო", მაშინ მე კახას შევუვლი და შენ გადაურეკე ჩვენებს.  სამწვადეს  ვიყიდი  ბაზარში  და გამზადებულ  რამეებს მოვაყოლებ,
----მწვადი ეზოში შევწვათ?  ცოტა წალამი მაქვს მორჩენილი.
----ჰოო, ეგრე აჯობებს. მიდი გადაურეკე ბიჭებს
-----დავაი ვრეკავ და გელოდებით.
---- ტელეფონი დავკიდე და კახას გადავურეკე. საუბარი მოკლე და კონკრეტული იყო,
-----მე ვარ.
-----ვინ ჩემი ფეხი ხარ?
-----შენი ფეხი ვარ  , თან მარცხენა . დალევ?
------ორი ფეხი რო იყო და ორივე მარცხენა , მაინც დავლევ  და მართლა რომელი ხარ>?
------დავითა  ვარ შე თავგასიებულოო, მართლა ვერა მცნობ?
------შენ კი არა , ერთი საათი ჩემ თავს ვუყურებდი  სარკეში  მაგრა არა მგავს და მერე მანანამ დამაჯერა, რომ მე ვიყავი. სად ხარ ?
------რა მნიშვნელობა აქვს 10 წუთში  შენთან ვიქნები და ქვემოთ  ჩამომსერდი .
------"პივა" წამომიღე ძმურად. ...
      დავუკიდე. მაღაზიაში    ლუდი ვუყიდე  და      სერგოს, იქვე უბანში რო ტაქსაობდა    და მთელ უბანს    მაგისი ვალი ჰქონდა,  ჩავუჯექ.  სერგო  ნისიად არ მინდა აჰა შენ ათი ლარი და  კახას ჩავაკითხოთ,  მერე ბაზარი,    მერე    გიასთან,    ღამეც  დაგირეკავ სახლში წამოს ყვანად  , მოსულა ? მოსულა , მოსულა შე ოხერო    უფულოდ დამყავხარ , მაშინ არ    გალაპარაკებ.  თანაც ტყუილად ვდგევარ და  ეხლა რა მომივიდოდა შევიცვლებოდი.? ,  წავედით.
      ათი წუთი რად გვინდოდა    3-4 წუტში  , ვერის აბანოსთან  ვიყავით , კახა მანდ  ცხოვრობდა. ეზოს მხრიდან მივედით და ქვემოდან ავძახე , მანანამ გადმოიხედა      და ეხლა დგებაო მითხრა  , თან ხელებით დამანახა  უშველებელი თავი  აქვსო.
      ეგეთი თავებიშთვის გვქონდა ნაშველი. ნუ გეშინია დავჩუტავთ  მეთქი. ამასობაში თვითონაც გადმოიხედა, და
------"პივა მიყიდე"?
-----გიყიდე , გიყიდე ,
-----ძმურად  ამოდი ,ამომიტანე ,  თორემ  ცარიელ არაყს ვერა ვსვამ.  ვკვდები.
----შანსი არაა , ავძახე ქვემოდან ,
-----კაი , ბავშვს ჩამოვაგზავნი და ამოატანე ,
-----გაგიჟდი შე ჩემა?    შენ    პივას დალიო  , თან ცოტა არაყიც  მიაყოლო      მე აქ ვიდგე  იდიოტივით  და    გელოდო?
----ჩამო ჩამო , 2    ბოთლი  გიყიდე.და არავისაც არ გამოვატან , მანქანაში დალიე,
      როგორც იქნა ჩამოვიდა , სიფათი აშლილ  Kუბიკ -რუბიკს მიუგავდა  , ეტყობოდა მართლა  ცუდად  იყო.  ბოთლი მივაწოდე , რკინის  ღობეზე  ჩამოკრა , გახსნა , პირიდან მოუცილებლად დალია ბოლომდე და  გამიღიმა ,
-----შენ    გაიხარე, ეხლა გიცანი ,  ჯიგარი ხარ.
      წადი შენი ,  მასხარა , ლოთი თავი..მეორე ბოთლი მივაწოდე და მანქამაში ჩავჯექით.        სერგო,  სკოლის ეზოში,    Fეხბურთის მოთამაშე  ბავშვებს უყურებდა , გავძახე , "დავაი ჯიგარო წავედით"
---ვაა ჩამოხვედი ,  ზდრასტი კახაჯან რავა ხარ .
----ბაბუაჩემი  ერემია(ნათელში ამყოფოს ღმერთმა)  უკეთაა  ჩემო  სერგო , მიწის ქვეშ.  მაგრამ არ ვიმჩნევ  და მიდი სერგო ცოტა სწრაფად იარე, ამას არა სჯერა, ამ დამპალს  და თუ დროზე არ დავლიე , შეიძლება  გავფართხალდე. არეული სახე კუბიკ -რუბიკს რომ მიუგავდა ეგ თავშიაც ვტქვი , და სერგოს მეც    გაზზე ფეხის მიჭერა ვთხოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები