ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2009


ბიჭი

ვლოცულობ როცა გძინავს,
დახუჭული გაქვს თვალი,
და წამწამები ხშირი,
და ტუჩ-ნიკაპი წყნარი.

ვლოცულობ როცა გშია,
ტირილით სკდება ბაგე.
შენს ხმას მერმისი ჰქვია,
შენს თვალს ფერი აქვს მწვანე.

ვლოცულობ როცა მიმზერ,
და ჩემს ანარეკლს ვხედავ.
ვლოცულობ ფაქიზ თოვლზე
ფეხის დადგმას რომ ვბედავ.

ვლოცულობ როცა ღიმილს,
შენ რომ ასხივებ ახლა,
არსით მიადგეს ჩრდილი,
ან არ დაედოს დამღა.

ვლოცულობ, და ეს ლოცვა,
ვიცი საგზლად არ კმარა.
მთავრდება ცრუ სიტყვების
და პოეზიის ხანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები