ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2010


ვედრება...

დედაო ღვთისავ!
შეისმინე ვედრება ჩემი,
თუმც შეიძლება
სულ არ ვიყო მე ამის ღირსი,
მაგრამ ხატი ხარ,
სალოცავი და გთხოვ მისმინო
და შეისმინო ჩემი ლოცვა,
სიტყვა თუ ფიცი....
ადამის ძენი,
არც კრავნი და არც უკვდავნი,
ჩვენი ცხოვრება
მცირეა და აღსავსე ტანჯვით,
საუბედუროდ,
ჩვენთა მტერთა სასიხარულოდ,
გადავქცეულვართ
კაენებად, ძმათამკვლელებად!
და დგება დრო,
რომ ძმა ძმის სისხლით ამაყობს ახლა
და ვაჟკაცობად მიაჩნია
მოძმეს მოძმის კვლა,
ქართველებს ჩვენი რწმენა,
ვალი დაგვვიწყებია,
ძველი ერთობა,
სიყვარული განზე გვრჩენია!
და მუხლმოყრილი გევედრები,
დედაო ღვთისავ!
ისმინე ჩემი ვედრება
და მოგვმადლე ნიჭი,
რომ დავიბრუნოთ ჩვენ უგუნურთ
ერთურთის რწმენა,
დედაო ღვთისავ!
თუნდ არ ვიყოთ ჩვენ ამის ღირსი!

P.S. სიყვარული დაგვებედოს, ერთმანეთის გატანა და რწმენა არასოდეს დაგვეკარგოს!
      ბედნიერი ახალი წელი გვქონოდეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები