ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 დეკემბერი, 2009


ეგოისტი... :)

* * * (არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა...ვერ გაიზიარებ...)


"სევდის ბედი დამებედა" ...
...
არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა... ვერ გაიზიარებ...
...
რადგან სუსტი ვარ და გამოგეტირები.. _ და მოვა მხოლოდ დროებითი შვება... (გმადლობ შვებისთვის...!)

რადგან ავუწევ ხმას და მთვარის გაღმერთება პირდაპირ გონებას იპყრობს...

რადგან ქაოსიდან გამოხსნილ სიტყვებს და რითმებს მივანდობ ზღვის სუნთქვას_როგორც პოეტი სიცოცხლეს!_დაგიტოვებ ღიმილად და აღარასოდეს დავუბრუნდები ნაპირს...

რადგან წიგნივით ვარ გადაშლილი და ვხალისობ_როგორ ცდილობენ გამშიფრონ, გამაანალიზონ ან ამომიცნონ..._ფუჭია ყოველი... მათ უქმობას ამტკიცებს...

სევდა ღამეა?.. არა.. სევდა ღრმაა და ის ჩრდილი კი არა_მზეა...

და კიდევ... მახლობლები_მეჭიდებიან და ამით სიყვარული ვიგრძენი თითქოს... ზოგი კეთილია... _მაგრამ სევდასთან _ ამაოა ...
...
სევდა სიკვდილამდეა...
...
და მხოლოდ ყველაზე დიდი_მშობლიური სიყვარული აგრძელებს მთელი ცხოვრება ბრძოლას ჩემი სულის გადარჩენისთვის _ რადგან ყველაზე წმინდა და ძლიერი ძალაა ხილულ და უხილავ სამყაროში!... კურთხეულია!...
...
მე კი მივფრინავ სადღაც სილურჯეში ...
სულში სიმშვიდე და ღიმილია_რადგან ჩუმია სევდა და მაკავებს..
მიჭერს და ხელს მკრავს_როგორც რაღაც გადამდებს და მომწამლავს _ გამოშვებულს მხიარულ ხალხში...

მომერიდე! :)

არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა... ვერ გაიზიარებ... :)







* * * (ჩემგან რას ელოდები.. არ მოდის არაფერი..)


ჩემგან რას ელოდები.. არ მოდის არაფერი..

მეგონა..
როდესმე მექნებოდა.. ბაღი და ელექსირად დავაყენებდი ღვინოს..
როდესმე.. ისე გამიხარდებოდა სიხარული რომ.. ჩემი სიცოცხლეც ღირებული მეგონებოდა..
არასოდეს დასრულდებოდნენ ადამიანები საკუთარი სიკეთით...
რომ როდესმე არასოდეს მოკვდებოდა იმედი......
და მკაცრად ვითხოვ საკუთარი თავისგან..
და მივუშვი გული რომ იფეთქოს თავის ნებაზე...
და დავაჩუმე სევდა_რომელიც ასე ხმამაღლა დამცინოდა ღვთის უმადურს...
...
არაფერია მუდმივი ცვალებადობის გარდა...
...
და ამაოა ყოველი სიტყვა_რომელიც სახარების გარეთ ითქმება...
ამაოა გრძნობა_რომელიც მარადიულ სიცოცხლეს არ შესტრფის..
ამაოა სული_რომელიც ვერ უგებს და ვერ შველის სულს... საკუთარს.. სხვისას..
ამაოა ყოველი მწვერვალი_თუ მასზე ფეხის წვერებზე არ აიწევი და გაფრენას არ სცდი.. შეძლებ...
...
მე თავისუფალი ვარ დროში.. მესაუბრე.. ან მაგრძნობინე ყოველი შენი მოწყალების ჟამს... როდესაც იფიქრებ_რომ არ ვარ ზიარი და ყველა ფერი დავუთმე ღიმილს_რომელიც უთქმელია.....
მესმის.. შენი ცდაც... მაგრამ ჩემი დრო ისე გავიდა რომ _ შენს რწმენაში დღეს უკვე ერთადერთი ჭიქა წყალიც კი დავაშრე..._რადგან სუსტი ვარ და რწმენის გარდა - უბრალოდ.. კეთილი.. ლამაზი ოცნებაც შემეძლო...
ვიცი.. ეს სიცოცხლეც მაცალე ...მაგრამ ..

ჩემგან ნუღარაფერს ელოდები.. არაფერი მოვიდა...................................







* * * (ფოთოლი)


ცა...
იელვა..
გაანათა..
ისიც_სადაც მოვხვდი.. :) ...
ალბად ისიც_სადაც მივდივარ.. :) ...
მე ისეთი მსუბუქი ვარ... :)
და რომ დამაწვიმს_თვალებს დავხუჭავ და ... გავყვები ფიქრებს.. :) მე ხომ ფიქრების მეტი აღარაფრი დამრჩენია.. რადგან ჩემი ფერი უკვე ყვითელია.. :) ..
დღეს მხოლოდ ერთი დამაკვირდა ხიდიდან.. :) ..
სული ვიცანი..
ისიც ჩამოვარდა და მისი ცხოვრებაც ერთი დიდი შემოდგომაა.. :)...
სევდის დაღრჩობა უნდოდა ალბად..
არა და.. სევდამ კარგი ცურვა იცის.. :) ...
მეღიმება... :)
უბრალოდ.. ასე გავხმი.. :) ...
ასე გამანიავეს ცხელმა ქარებმა..
ალბად ესაა ჩემი სიმშვიდე.. ჩემი სულთსაყუდელი...
იქნებ რაიმე მომენატროს..
სიმწვანე..
ქარის ფრთები..
კენწეროზე ხომ მზე პირველს მე მანათებდა მთელს ამ ქალაქში..
რომელსაც.. უკვე.. დამაშორა დინებამ...
...
ვეღარ ვიღიმი..
მეძინება..
...
სულ ესაა...
....
და............
...
.... გული... გული მეც მქონდა....!....... :)







* * * ( U.n.k.l.e. "Rabbit in your Headlights"... )


გზა არ მთავრდება..

რამდენჯერ უნდა გამოვიდე სხეულიდან.. მე ხომ ისედაც გვირაბში მივდივარ..

სად ავტვირთო ფიქრი_რომელიც ისვენებს გადამწვარ თავში.....
და მოდის ყოველი გაღიზიანებული კუნთიდან..

რელიგია_რომელშიც არ არის ღმერთი..

სიმშვიდე, რომელიც ფრთებზე მალე დნება ყოველი გაფრენისას...

ძალა.. _გაშვებული გულით და დაშვებული გონით... _ უკუათვლაა...

იმედი მაშინაა .. და საჭიროა.. _ როდესაც არ გჯერა თავის_და ელი შველას!..

როდესაც კარგავ ყველა იმედს _ იძენ თავს! ძალას! რწმენას! თავისუფლებას!..

...

უბრალოდ ვფიქრობ.. უბრალოდ ვფიქრობ...

ყველა გზა ბასრია :) .....


P.S. დროდადრო........"მე თავისუფალი ვარ! თავისუფლება ყველა იმედის დაკარგვაა" ...







* * * (ეგოისტი ...)


მე...

სიჩუმიდან...
ვრჩები აქ..
ხმაურში...
მარტო..
გაქვავებული..
გადევნებული..

ყველაფრისთვის ყველაზე მახლობელი.. და გაურკვეველი დროში..
ყოველი შეხება მოიტანს გაფრენას_რადგან ბგერაა სამყაროს მამოძრავებელი..
ბგერა_რომელიც მხოლოდ გულიდან გულში გაისმის _ და მხოლოდ...
გულს შეფარებული სათითაოდ გაზრდილი ბგერა..

არასოდეს მივატოვებ ...
_ფრენას..

მე მივფრინავ შორს..
მარტო..
მე მივფრინავ შორს..
...
ჩუმია წამი _ როდესაც წამოსადგომად სული გტკივა..
გამჭვირვალეა..
სიცოცხლეა..
არ მესმის ენა_როგორც პირველად მოსულს _ მშობლების ... _ და მხოლოდ ვგრძნობ..

ვგრძნობ...

და აღარაა ჰაერი..
...
მხოლოდ ხმა.. სიმძაფრე..
გაშლა..
...
მარტო..
...
მე მოვკვდები მარტო...
შესუნთქულ სამყაროში..

ავივსები და გავიფანტები...

სიჩუმიდან მოდის _ სიჩუმეში..
არაფრიდან _ არაფერში..
წამიდან _ მარადისობაში..

_ ჩემში! .........


და ქრება ყველაზე დიდი გონი..

სიმშვიდეა..


რადგან

ყველაფერი მხოლოდ _ სიყვარულია! ...............



(რომელიც თურმე არ შემძლებია.. :) ... )







* * * (აღარაფერი...)


წვიმს _
ჩემს წინ...
არაფერია_
ჩემს უკან..
აღარც კედლები.. არც სითბო.. არც.. რადიატორი..
ეს ფანჯარაც სულ 1-2 წელში გაჭუჭყიანდება და.. :) ..
აღარ გამოჩნდება წინ... არაფერი.. :))) ....
...
უკან.. ჩრდილები დადიან..
ისინი მიყვარს.. ხმები და.. სუნთქვა..
იყო... არა იყო რა.... :) ......
...
გავხდი :) ..
ხო.. სილით ვარ ამოვსებული და..
ჭუჭრუტანებიდან ქარმა წაიღო.. და.. ჭიანჭველებიც ეზიდებიან.. :) ..
ვიცლები :) ...
...
ერთადერთი.. ზღაპარი დამრჩება.. ხო.. სილის ერთადერთ მარცვალში _ ჩემს გულში...........................................

გეფერებით :) ...







* * * ( არასოდეს დათმოთ  ფრთები ! ..... )


მთავარი სულის უსაზღვროებაა...
ყოფა ამოკლებს ფრთებს.. ანელებს სურვილს..
ღამეში ქარის მოტანილი სანთლის ფრთები მირჩევნია... ერთხელ გაფრენა..
ის, რაც დაილექა.. ის რაც დამშვიდდა.. მეგონა მოკვდა.. და აზრიც აღარ მქონია.. გზაში დავკარგე.. ...
...
ისევ ბავშვური წყობა..
ისევ პანთეონში მოძებნილი გახუნებლი სურათი და განელებული მზერა..
იები აჩუქეთ_როგორც სიცოცხლე!!!!...
გაზაფხულის პირველ დღეს ვაჩუქებ..
...
ძვირფას ადამიანს გაურბის გული და უფრო ძვირფასს პოულობს..
სევდას და სიჩუმეს..
ადრე ეს უმადურობა მეგონა.. ახლა გამახსენდა.. უფრო ადრე ხომ ასე ახლობელი იყო ...
საკუთარი ხედვა და სუნთქვა იყო..
სავსე..
მერე გავექეცი..
მივაყარე დიდი წიგნები და ჩირჩილდაჭმული თავსაფრები..
...
დღეს სადღაც მივდივარ..
ეს დღეები სულ სადღაც მივდივარ..
მინდა წასვლა..
ისე მტკივა რაღაც_თითქოს გული გამითბა, ყინული დაიძრა..გზად ყველაფერი დასერა..
რამდენმა რამემ შემახსენა თავი..
მკვდარი ვყოფილვარ..
ის, რაც ჩემში იყო _ მხოლოდ დამწვარი ფოთლები იყო...
დამმარხა...:
მოლოდინმა...
სიცივემ და..
გამჭვირვალე თვალებმა...
გარშემო მრუდე სარკეები დააყენეს და..
სითბოს ძებნამ...
ამაოებამ...

სულმოკლე....

ისე ჩავიმარხე..ასე მგონია ჩემი დარჩენილი წლები აღარ ეყოფა მის გაცოცხლებას.. შეგრძნებას.. ხელის გაშლას!.....
...
ახლა მაინც უშვით ხელი ფრთებს...!........
მარცვლის შეგრძნება ცხოვრებაში_როგორც ერთადერთის და აუციელბელის_.როგორც დოლაბში.!....
თუნდაც...
მაინც ვერ ვიტყვი_გულს!
გული დიდია......
...
ღიმილი_როგორც მკვდარი ადამიანის სუნთქვა! ჩემს გულში აღარაა სევდა! ჩემს გულში _ ამაოებაა!
არასოდეს დათმოთ ფრთები!!!

(ჯერ ასეა) ...







* * * (მაპატიეთ)


ზამთარია...
ისე დათბა_გაზაფხულიაო ამბობენ...
ტყუილია _ ზამთარია ისევ.. თოვლი კი არ ჩანს.. თორემ თოვს.. ვერ ხედავთ?.. მე ხომ არ გგონივართ გიჟი ან ცრუ?... თოვს...
...
მეგონა შემეძლო:
მოსმენა
გაგება
ფიქრი
ღიმილი
ოცნება
რწმენა ...

აღარ მგონია.. არ შემძლებია....

სითბო იყო სადღაც... რა ვიცი.. გულებში...
არა და ყველანი გაჩერებებზე ჩამოდგნენ და ახმაურდნენ... ისე დამაფრთხეს_როგორც ღამურა შუქით...
...
ვისაც არ უტირია_იტიროს ჯობია... რამდენი დაღმართია ცრემლისთვის...
...
გული ეგოისტია...
მას უნდა მხოლოდ თავად სტკიოდეს...
მას სხვისი არ სჯერა..
მას არ უნდა გადარჩენა...
დიდდება...
...
მეტკინა...
...
არა და... ისეთი სიმშვიდეა როგორც კუბოში...
...
მცივა
...

მაპატიეთ.




_ _ _
/კვლავ წარსულია:)...
რადგან რამოდენიმე სასურველი სიმღერის მოცულობა 5 მბ-ზე დიდი იყო_განწყობისთვის ერთ-ერთის ლინკს დავდებ :) :
http://www.youtube.com/watch?v=0FKO8psOZBs  /

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები