ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პადრე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2008


გვირილის ნაყენი

თუმცა არაფერი მთავრდებოდა ამით.
მომდევნო დღე, გუშინდელის იყო
ანარეკლი.
არაფერი იცვლებოდა და კედელზე
გაკიდულ ბავშვობას დღეში ორჯერ,
დილით და საღამოს ვბანდით, გრილი წყლით.

მაინც  ისტორია იყო დაუსრულებელი...
შენ მე და ბავშვი, და აუსრულებელი
შეგრძნებები.

თუმცა არაფერი მთავრდებოდა
და იდგა მოგონილი სახლი, სადაც ჩვენ არ ვცხოვრობდით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები