ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2009


ძნელია,ძნელი!

ვისაც რაიმე პატივი ვეცი:_
იმან მომპარა...
იმან წამგლიჯა...
იმან უარმყო...
იმან მაგინა...
იმან გამყიდა...
იმან დამწამა...
არ შემხებია,ისე მაწამა.

ღმერთი კი გვირჩევს:_

"თესე სიკეთე,სამკალს ნუ ელი,
გიყვარდეს მტერი,მოშურნე მტერი,
შეუნდე ყველას და მადლი ჰქენი,
ყველა განწირულს მიეცი ხელი,
მესმის და გელი,
                          გხედავ და გელი..."

ო,ღმერთო იცი?!
ეს ყველაფერი ძნელია,ძნელი!
                                დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები