ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: poeziaMISJILI
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 იანვარი, 2010


ლოთები vs ძაღლები

    ლოთებს ძაღლები დაჰყვებიან.რა იყო?უაზროდ ჟღერს და გაგეცინა? დამაცადეთ,მეგობრებო,ვეცდები უკეთ გადმოგცეთ სათქმელი.
    დღეს ორი ლოთი:მდედრი და მამრი ვიხილე.ადრეც შემინიშნავს ისინი,მაგრამ,რატომღაც სწორედ დღეს გავამახვილე მათზე ყურადღება.მოდიოდნენ ნელა,ბარბაცით,სავარაუდოდ ცოლ-ქმარი,ან უბრალოდ პარტნიორები სმაში.ერთგული შეყვარებული წყვილივით ხელკავით მოდიოდნენ,არყის ერთგულები.
    უკან ორი ძაღლი მოსდევდათ.მათაც გადასდებოდათ თითქოს ამ ორი ადამიანის განწყობა.მოდიოდნენ ძუნძულით,თავჩაქინდრულები,ჩვეულებრივი ძაღლური სევდით მხრებდამძიმებულნი.საოცარი სანახაობა იყო:სასმლის ერთგულ ადამიანებს ,უკან ადამიანის ერთგული ძაღლები მიჰყვებოდნენ.მოდით,შევადაროთ ეს ორი ერთგულება.დასკვნა საკმაოდ საწყენია:ადამიანი ყველაზე დიდი  ცხოველი გამოდის ხშირად.მოკლე ჭკუით და უსაზღვრო შესაძლებლობებით.

პ.ს.გამოფხიზლდით,ადამიანისებრნო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს