ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 დეკემბერი, 2009


რავიცი

სადაც იყვნენ და აღარ ჩანან
წაიღო მიწამ
იქ ჩვენ ვსახლდებით.
რადგან ჩვენ ჩვენი მიწა შევჭამეთ
და სხვისკენ ვიწევთ.
ვახტებით სახურავებს რომელთა ბოლოებიც
გავს ასაფრენად გამზადებულ და დაბმულ ჩიტებს.
ჩვენ მივდივართ და ამ ნანგრევებზე
ჯიუტად ვაშენებთ საკუთარ არარსებობას.
რადგან ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ მომავალი უნდა იყოს
დაჩვენ ამისთვის რამე უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ შევჭამეთ საკუთარი წილი აწმყო,  სხვისი უფრო გემრიელი გვეგონა და მივაყოლეთ.
სახურავები, რომლებიც სინამდვილეში ქაღალდისაა, იფერებენ მიწას და ისე გვიყურებენ თითქოს ნამდვილი სახლი ჩამოენგრია ვინმეს.
თითქოს ქაღალდის ადამიანები კი არ დახიეს , ჩახოცეს...
არა, ვერ გაბრაზდებიან ჩვენზე უბრალოდ ქაღალდის სახლები.ჩვენ მათ ფანჯრებს ამოვთხრით და ახალ ქაღალდის ადამამიანებს შევქმნით, რომელთაც ეყვარებათ თავისი ფარფატა სხეული და ყოველ ქაირს დაქროლვაზე მორჩილად გაჰყვებიან მას...მომავლისკენ, ბედნიერი მომავლისკენ...სადაც შეხვდებიან ხეებს , რომელთაგანაც შექმნეს და მიეკრობიან ზედ, როგორც  უნდა ეკრობოდეს ხესთან დაბრუნებული ფოთოლი ტოტს.
ეს ნიადაგი კი ჩვენ დაგვრჩება.
ეს ნიადაგი მყარია აწმყოსთვის.
მომავალზე ჩვენ არ ვფიქრობთ
მომავალისკენ მხოლო  ქაღალდის ადამიანები მიჰყვებიან ქარს.
მომავალი ჰორიზონტის არცერთ მხარეს არაა. არაა არც ცაში, არც მიწაზე.
ჩვენ აქ დავრჩებით.
სადაც მზე დაგვწვავს და სადაც წვიმის ქვეშ დამწვარ კანს ავიძრობთ. გამოვიცვლით.
არა მომავალი საჩვენო საქმე არ არის....
ან ჩვენ არ ვჭირდებით მომავალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები