ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 დეკემბერი, 2009


თბილისის თოვლი.... :) ...

(თბილისის თოვლი!...)

...
ზამთარში...
იგი ისე მშვიდად ბარდნის...
მიდიხართ და სახეზე პაწია ცივი-ცივი ბუერები გადნებიან...
თუ დაიჭერთ და თვალს შეავლებთ, შეამჩნევთ მათ უნაკლო წყობას...
მბრწყინავი კრისტალები თვალსაც კი მოგჭრიან, და საოცარ, ლაღ სიმხიარულეს შემოიტანენ სულში...
......
თოვლი...
მეტი სითეთრე... სხივები... და .. სითბო....
ძველი თბილისის პანორამა თითქოს უუუძველეს წარსულში გადაგიყვანთ..
და ამის შეგრძნებისთანავე გული ცრემლებამდე მტკივნეულად შეიკუმშება, მაგრამ მაინც გადიდდება ბედნიერებით...
ან სურათების უშუალო სტუმარს გაგხდით... სურათების, სადაც მთავარი გრძნობაა... სადაც ფიქრებს მიჰყვება სული და მის მოძრაობას წარმართავს და ასაზრდოვებს ფიფქების დაბურული და განუწყვეტელი ცვენა....
ეს სრულყოფილი სიმშვიდეა!
თბილისის თოვლი ძალიან ნაზია... მოფრთხილება სჭირდება... ყინვით მოფრთხილება....
აქ ხომ მთავარი მხატვარი_ყინვაა... ფანჯრებზე... ხეებზე...
და თუ ყინვა შესუსტდება_ეს საოცარი კონტურებიც უცებ გადასხვაფერდებიან და .... თოვლიც ნამად ჩამოწკრიალდება....
იცით რას ვუფრთხი, როდესაც თოვს?... ქარს!
თოვლით გამთბარი ხის ტოტი შეირხევა თუ არა.... ვხვდები, რომ... ქარი ღრუბლებს გადაყრის და ჩემს საოცარ თოვლიან ზმანებებს_თბილ მოგონებებს ჩააბარებენ წუთები...
და ესეც თოვლი...

იყო არა იყო რა.................







( "Once In A Red Moon The Promise" ) /თამუ_ნიას/

მოისმინე..
თუ მზად ხარ სიმშვიდისთვის..
თუ გულში არ დადიან ყავისგან გაალისფერებული ბურთულაკები...
...
ეს სიჩუმე და მონატრებაა..
წონასწორობაა და ყვავილის გაშლა...
ცრემლია და სიწმინდე...
ისაა, რაც თავს ხან გაბეზრებს_მაგრამ აი ამის გარეშე კი ნამდვილად არ შეგიძლია...
...
და მისი სმენისას ყველაზე ძვირფასს ვეფერები და კიდევ ვტირი.....
რადგან ვხედავ გულს_რომელიც ბჟუტავს და ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს_დედის დანახვისას........
აქ გაზრდაა_დალოდებული და მოულოდნელი...
აქ წერაა და თვალდახუჭული ურითმოდ გატაცებული რითმები...
აზრებია, რომელიც იკარგება იმიტომ რომ კვლავ განმეორდეს და შენი არსება გაამყაროს ამ გამომშრალ დედამიწაზე და დანამულ ზღვაში ...
....
მე კი კვლავ სიმშვიდეს ვუსმენ..
უბრალოდ.. მშვიდად ტირილი მინდა..
რადგან ადამიანების გულებს ერთმანეთის არ ესმით ... თავისთვის არიან.....
და როდესაც ესმით_მაშინ ან არ სჯერათ, ან...
ან სამყარო მეტისმეტად პატარაა სიყვარულისთვის..........
გული კი ...
გული მეტისმეტად დიდია და...
გამჭვირვალეა....

ღმერთმა დაგილოცოთ გული!!!! ...........


/  http://www.youtube.com/watch?v=PiVkrE1Lyd4  /







(James Blunt "You Are Beautiful")

შენ მშვენიერი ხარ...
შენი სიცოცხლე ალმასია და მზერას სერავს.. ...
ყველაფერი ახდენილია და სიმართლეა..
ისეთივე საოცრებით_როგორიცაა სიყვარულით გახშირებული შენი მოფრთხიალე გული! ...
...
ერთი პატარა გოგონა იახლოვებს დამშვიდობებას და წარსულის გაშვებულ სითბოს..
მეორე პატარა გოგონა კი უღიმის ჯერ შეუცნობი სიყვარულის ისეთივე ცისფერ ჰორიზონს_როგორიც მისი თვალებია და სამოსელი..
რა იქნება მომავალში_არავინ იცის..
რადგან მოძრავია სიყვარული და მუზა_ისევე როგორც ყველაზე მხიარული და შეუდრეკელი მზეჭაბუკი_ფრთიანი ფეხსაცმელებით  ...
და მისი სიცოცხლის ყოველი ნაბიჯი_მსუბუქი ნიავია ღრუბელზე დაბიჯებისას...
...
რაღაც ძველს გაგონებს_იმას რაც ძვირფასია და ქვეცნობიერად თუ არ მოეფერე და დააღწიე თავი_ისე მეტად გაგიჭირდება...
და ემშვიდობები ყოველს წარსულში _ თავად შენს ახლობლებსაც...
და მათ სიყვარულით გააკრავ შენს განახლებულ კედლებზე...
და მოდის ის_რაც უკვე შეიძლება დაიტოვო და გაჰყვე...
სადაც ყველაფერი ახალი და დაცულია...
სადაც ყოველი დაბერვა ბევრად არაპროგნოზირებადი და ფერადია...
უცხოა_როგორც ყველაზე გარიყული ფოთლების სახლის მაცხოვრებლებისთვის ცივილიზაციის გამოძახილი და მახლობელია როგორც ელფების ფრთების წკრიალი..
...
ის.. რაც გგონია.. იმას რასაც გრძნობ... მხოლოდ მშვენიერებისკენ და სითბოსკენ სწრაფვაა..
რასაც სევდის რაინდივით თავად ამწვდევდი და გულისსაწიერში სიყვარულის, მონატრებისა და სითბოს, სათნოების და რწმენის გულში ჩახუტების ბედნიერებას კეტავდი.........
გაშალე..........
გაუშვი..........

ეს ფრთებია და გაფრენა!!!

გული_შვებაა....

გული_სიყვარულია!!! ...







(გამთენიაა..  )

გამთენიაა..
მზე მოდის...
გულმა დროს მხოლოდ მზის შესახვედრად გაუსწრო...
მზე მინდა_ დავინახო.. გავათბო.. გავუღიმო..
არქაული ხვეულები ღიღინით გასდევენ შორეული მთების მოვარაყებულ ქედებს..
ღამის სევდის სიღრმით თავმომწონე ზეცას_დღის ბედნიერება ამაღლებს და შლის...
-ზეცა სარკეა სოსოიაააააა!!!!!!!!!..........
სიმშვიდეა რაღაც გასაოცარის წინ...
...
რა მარტივი და მოკრიმანჭულოა სინათლეზე და დღეზე ფიქრი...
სევდას ზეცაში გამოვფენ_რომ მზემ გაანათოს და გაცხრილოს...
შემინდეთ, მე ხომ ღამურა ვარ.. და აი.. ასე მაბნევს დღე..
...
გავიღიმე... 
მზე _ ამოვიდა! ...............







(დილა...)

დილა...
5.30....
თითქოს ჩიტების ჭიკჭიკის გარდა არც რომელი ხმა არ არსებობს დილით, დედამიწაზე...
მშვენიერია, როდესაც მზე პირველად სხივებს ღრუბლებს ანდობს და მათი სილუეტები რბილი მიმდევრობით იკვეთებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ...
ფანჯრები ციცინათელებივით ინთებიან და შემდეგ დღის ნათელში იკარგებიან...
გული გრძნობს მოსალოდნელი დღის მოულოდნელობას და გაფართოებული თვალებით იჭერს ყოველ ამოძრავებულ წამს...
სწორედ ამ დროს აღწევ თავს სიზმრებს და გჯერა, რომ სიცოცხლე ის კეთილი ზღაპარია, რომლის მოსმენისას ბავშვობაში სიხარულით ტიროდი.................................
და ყოველივე ამას ერთ მთლიანობაშიც აღიქვამ............
უბრალოდ, გულში რჩება წრფელი, მძაფრი, დაუვიწყარი აღტაცება!...
ბედნიერება! :) .........
გათენდა...
გათენდა... :) .........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები