| ავტორი: სანდრო ბერიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 30 დეკემბერი, 2009 |
დღეს ყველაზე ძნელია რაიმე ახალი უთხრა კაცს. ყველაზე მეტად ის იჭრება, ვინც ყველაზე ხშირად ხვდება ბრძოლის ველზე, მაგრამ შრამებიც დუმან და აღარაფერს ნიშნავენ, საერთოდ დუმილი ყველაზე კარგად გამოხატავს თანამედროვეობას. პატარა რომ ვიყავი, სიტყვაძუნწი უფროსები უფრო ჭკვიანნი მეგონენ, ვიდრე უაზროდ მოლაქლაქენი, მაგრამ ვცდებოდი, დუმილი უფრო ხშირად უჭკუობის და გაუნათლებლობის შედეგია, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი რომ ლაქლაქში აგდია წიგნის ერთი მარცვალი მაინც. დიახ, იმის თქმა მინდა რომ ჩვენი თაობა მეტწილად უწიგნურია, და არა აქვს მნიშვნელობა პროფესიულად რა მიმართულებას ირჩევს ადამიანი, და რა რაოდენობით ლიტერატურას კითხულობს ამ მიმართულების გასაღრმავებლად, - წარმატებისა და კარიერისთვის, - უწიგნურია ეს ადამიანი, წიგნის ყველაზე ღრმა გაგებით, - როდესაც წიგნი უკვე აღარ არის უბრალოდ სტამბის პროდუქტი, ასო-ბგერათა ერთობლიობა, ან თუნდაც ავტორის ხელნაწერი,- არამედ მისით სუნთქავენ, იკვებებიან, და თქვენ წარმოიდგინეთ ფეხმძიმდებიან კიდეც. მერედა რა ტკბილია ამ ნაყოფის ტარება, რამდენი ოცნება იღვიძებს და სისხლიც რა თავისუფლად მოძრაობს, რათა სხეულის ყოველ ბოჭკომდე მიიტანოს ენით აღუწერელი სიხარული. ხშირად ისეც ხდება რომ უდღეური წიგნი ევლინება ქვეყნიერებას, და არ არის გამორიცხული კარგადაც გაიყიდოს ყველა ეგზემპლიარი, მაგრამ მისი უდღეურობა საუკეთესო შემთხვევაში თაროზე შემოდებითა და მტვერის სქელი ფენით გამოიხატება. თუმცა ასეთივე ბედს იზიარებს ის ნაღდი, რაც სისხლის წვეთებით დაწერილა, მაგრამ სისხლი ათასი წლის შემდეგაც სისხლია, ხოლო მაკულატურას თავისი ფასი აქვს, და ბაზრის კანონს ემორჩილება. წიგნი მეთქი, ვამბობ, მაგრამ მარტო წიგნში არ არის საქმე, წიგნი ნიშანთა ერთობლიობაა, და ეს ნიშნები ყველგან არიან გაფანტულნი. ლაპარაკი შეიძლება არა მარტო სიტყვებით, არამედ ყველაფერი იმით რაც ხელში მოგვხვდება, მაგალითად უროთი, და ზოგჯერ ეს ძალზე ეფექტური საშუალებაა, ზოგიერთს მართლაც ურო უნდა ურტყა თავში რომ გაზაფხულზე ხიდან ხეზე გადაფრენილი ჩიტის მნიშვნელობა გაიგოს, და ზოგიერთს უროც ვერ უშველის. რა ვუყოთ, ყველა თავისი არჩევანით ცხოვრობს, და სულაც არ ნიშნავს წიგნიერება უფრო მეტს, ვიდრე უწიგნურობა. უბრალოდ ეს განძი არსებობს, და ყოველთვის იარსებებს, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კაცობრიობას შეუქმნია ღმერთის წინაშე. გილოცავთ იოსებ ბესარიონის ძის მიერ ხოცშესხმულ და ჩვენთვის უსაყვარლეს დღესასწაულს, და გისურვებთ ღირებულებების წარმომშობ ძალებთან უშუალო ურთიერთობას, რაც წიგნის გარეშე გამორიცხულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ვახ თქვენი ერთი კომენტარი ვნახე დღეს ერთ აქაურ და არა მარტო ''დიდებულ'' პერსონასთან და თქვენ გაიხარეთ რა!.. :) ვახ თქვენი ერთი კომენტარი ვნახე დღეს ერთ აქაურ და არა მარტო ``დიდებულ`` პერსონასთან და თქვენ გაიხარეთ რა!.. :)
8. ხო...ზომიერება ყველაფერში კარგია... ;) ხო...ზომიერება ყველაფერში კარგია... ;)
6. გაიხარე ძმაო. აქ 10მა პროცენტმა იცის წიგნის ფასი. სამწუხაროდ შენ კი +5 გაიხარე ძმაო. აქ 10მა პროცენტმა იცის წიგნის ფასი. სამწუხაროდ შენ კი +5
5. ამ კაცმა გილოცავთ ახალ წელსო, კომუნისტების მიერ აწ 14 დღით უკნ გადმოწეულ ახალ წელსო. და აწ და აწ და აწ და მარადის. დაესწარი მეგობარო მრავალს. ჯანმრთელად იყავი, ეგაა მთავარი. ამ კაცმა გილოცავთ ახალ წელსო, კომუნისტების მიერ აწ 14 დღით უკნ გადმოწეულ ახალ წელსო. და აწ და აწ და აწ და მარადის. დაესწარი მეგობარო მრავალს. ჯანმრთელად იყავი, ეგაა მთავარი.
4. კარგი კაცი ხარ "ბლაგვი" :) კარგი კაცი ხარ "ბლაგვი" :)
3. რათქმაუნდა კარგია წიგნის კითხვა ......
ის რომ თაროზეა შემოდებული წიგნები ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ უვარგისი წიგნია ის....... არც ერთი წიგნი არ არის უვარგისი რადგან ყველას ავს თავისი მკითხველი მეტ ნაკლებად მაგრამ მაინც......
მაგალითისათვის ჩეს მეგობართან სოფელში სრულიად შემთხვევით წავაწყდი გიორგი გურჯიევის წიგნს რომელიც ცეცხლის დასანთებად იყო გამზადებული იმიტომ რომ მან საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ეს ულვაშIანი კაციდა ეგონა რომ რაღაც კომინისტურებს წერდა და როცა აუხსენი ვინც იყო და რაზეც წერდა აღარც კი გამომატანა ის წიგნი და მერე ძლივს ვეთხოვე....... :) რათქმაუნდა კარგია წიგნის კითხვა ......
ის რომ თაროზეა შემოდებული წიგნები ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ უვარგისი წიგნია ის....... არც ერთი წიგნი არ არის უვარგისი რადგან ყველას ავს თავისი მკითხველი მეტ ნაკლებად მაგრამ მაინც......
მაგალითისათვის ჩეს მეგობართან სოფელში სრულიად შემთხვევით წავაწყდი გიორგი გურჯიევის წიგნს რომელიც ცეცხლის დასანთებად იყო გამზადებული იმიტომ რომ მან საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ეს ულვაშIანი კაციდა ეგონა რომ რაღაც კომინისტურებს წერდა და როცა აუხსენი ვინც იყო და რაზეც წერდა აღარც კი გამომატანა ის წიგნი და მერე ძლივს ვეთხოვე....... :)
2. ხო, მერე რა პრობლემაა? :)
სისხლი ათასი წლის შემდეგაც სისხლია... ვაჰ...და გენიც ასეა, შენ წარმოიდგინე...
დღესასწაულისა და დუმილის თქვენეული ახსნა, გულწრეფელად ვერ გავიგე...მაინც მადლობა და გილოცავ, თავადაც არ ვიცი, რას...:)
ხო, მერე რა პრობლემაა? :)
სისხლი ათასი წლის შემდეგაც სისხლია... ვაჰ...და გენიც ასეა, შენ წარმოიდგინე...
დღესასწაულისა და დუმილის თქვენეული ახსნა, გულწრეფელად ვერ გავიგე...მაინც მადლობა და გილოცავ, თავადაც არ ვიცი, რას...:)
1. კარგით, მანამდე გავიგე, რა და როგორ, მაგრამ ეს იოსებ ბესარიონის ძე ვინღაა ან ასეთი რა დღესასწაული დააწესა?!. კარგით, მანამდე გავიგე, რა და როგორ, მაგრამ ეს იოსებ ბესარიონის ძე ვინღაა ან ასეთი რა დღესასწაული დააწესა?!.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|