ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2010


წამიღო...

წარმოსახვამ სადღაც კარგად წამიღო,
საღამოა და ღამემდე დრო გამყავს.
ამ ღამესაც იღამურებს თამრიკო
და თავის თავს შეიყვარებს ცოტა ხანს...

ღამდება და გარეთ უნდა ტოტოშას,
სკამის ფეხზე მისაბმელი გადაღრღნა.
ფიქრის ფარნით უჩვეულო დრო მოჩანს,
არეული რეალობის გადაღმა.

სადაცა ვარ დაბრუნება არ მინდა,
ჩემს ალალებს აქ ავაფრენ ალალად.
სხვა ცხოვრებას დავიწყებდი თავიდან,
რადგან ჩემმა გვარიანად დამღალა.

ზმნების ექო ყურს შორიდან ეხება,
წარმოსახვამ კენწეროზე შემომსვა.
მიზის ღამე ნაგაზივით ფეხებთან,
რეალობას არ ანაბებს შემოსვლას.

წკმუტუნებს და გარეთ უნდა ტოტოშას,
სკამის ფეხზე მისაბმელი გადაღრღნა,
ფიქრის ფარნით უჩვეულო დრო მოჩანს,
არეული რეალობის გადაღმა...


  საკუთარი თავის ბოდიგარდი

დგანან მარცხები ჩემს ეშაფოტზე,
მსურს ყველა მათგანს თავი მოვკვეთო.
ფიქრები ფიქრში ისე გაოცდნენ,
თითქოს ვერ იცნეს ჩემში მოკეთე.
გარბის ცხოვრება სწრაფი კადრებით,
მე მხოლოდ მარცხის წუთებს ვიხსენებ.
ჩემი თავისგან ცოტა განს ვდგები,
რომ არ გამომრჩეს რაღაც ისევე.
შავ-თეთრ ზოლებზე ისევ დავდივარ,
ცხოვრების ბნელს კი არ ჰყავს მეფარნე.
მე ჩემი თავის ბოდიგარდი ვარ
და ვწუხვარ, მარცხს რომ ვერ ავეფარე... 
 
    * * *
  ღამეა შარაზე შარიან ხვადების,
  ამაღამ ყველა ხვადს მხოლოდ შენ უყვარხარ.
  მარტში მარტივია ფიქრთა შარადები,
  და მაინც, გახსოვდეს, რომ მხოლოდ "სუკა" ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს