ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭკუასა
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2010


ცივი მზე

                                                                                          ცივი მზე


    სასოწარკვეთილი ახალგაზრდა უკვე სამი საათია რაც გაუნძრევლად ზის საწოლზე. რა ხდება მის გონებაში?! ეს რა ბნელი აზრი მიეტმასნა მის არსებას?!
    იქვე  პატარა  კომოდზე  ლამაზ  ჩარჩოში  ჩასმული  სურათი  დევს.  ამ  ადამიანის თვალი თანდათან შორდება მას და სადღაც  შორს  გაუგებარი  მიმართულებით  მიის-
წრაფის. უეცრად წამოხტა და მირბის, თან  მიათრევს ამ  სურათის  საზარელ  რეალო-
ბას, რომელსაც საბოლოოდ შეერყია გიორგის სული,  ცდილობს  გაექცეს,  მაგრამ  ვერ ახერხებს.ამ სურათში ჩანდნენ მისი დაღუპული ოჯახის წევრები.
    არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ალბათ უფრო საყურადღებო ის არის,  რომ  ორი  შვილის
მამა, რომელსაც ყოველთვის მხიარული და  ცოცხალი  თვალები  ჰქონდა  დარდისგან
თუ სხვისგან და სხვისგან საოცრად ჩაუშავდა, მუდამ მოწესრიგებული ვარცხნილობა
აეშალა,ხასიათსავით აემღვრა და პირისახეც უშნოდ დაებრიცა,ცოხალ მიცვალებულს დაემსგავსა ეს ერთდროს ყველასგან მოწონებული მამაკაცი, ლოყები ჩაუცვივდა, ქათქათა შუბლზე  კი  კუპრივით  შავი  ნისლი გადაეფარა, რომელიც, მგონი, აღარც
აპირებდა თვისი ახალი  ალაგის  დატოვებას ეს დღემუდამ ურჩი და დაუდგრომელი
ღრუბელთა ნაშიერი.
    მას შემდეგ მხოლოდ ერთი რამ დავინახე:  ძილბურანში  გახვეული  მოარული  გვამი ხორცდაშრეტილი ხელებით  კიდევ  ერთხელ  ყიდდა  სულს.  მოულოდნელად  სა-
დარბაზოში პატარი ბიჭმა ამოირბინა ,ბავშვმა როცა მკვდრისფერი სახის ძია  დაინახა
შეეშინდა და ტირილი  დაიწყო.  გიორგი  ერთი  წუთით  გამოაფხიზლა  აყვირებული  პატარას  საცოდაობამ, შეებრალა,ბებერსავით  დანაოჭებული  ხელებით  მოუალერსა,
დააწყნარა და გაუშვა. სახლისკენ მიმავალი  ბავშვი  რაღაცას  გაედო,
ის  რაღაც ძირს დავარდა. ბიჭმა დახედა ძირს დავარდნილ ნივთს, მაგრამ ვერ გაბედა
ხელის მოკიდება, რადგან დედა უკრძალავდა ყოველთვის და  უდანაშაულოსავით  ჩუმად  გაიპარა.
    ხმაურზე გიოც  გამოერკვა,  უკან  გამოხედვისთანავე  დაუფიქრებლად  აიღო  ძირს
დაგდებული საგანი და. . .
    მეხი გავარდა. . . ელავს. . . ციდან  წვიმა  ნიაღვარივით  გადმოეშვა.რა უნდა  წვიმას ადამიანებისგან? რატომ რისხდება ცა და წარბშეკრული რის გაწმენდას ლამობს ცოდ-
ვიან დედამიწაზე?! ვინ იცის . . .
    ერთი კვირაც არ გასულა. ადამიანს მიწას აბარებდნენ.გამწარებული დედის ქვითი-
ნი უიმედოდ კაწრავდა დაცარიელებულ ქუჩებს.შვილის  დამარხვა  მარტოს  მოუწია,
არავინ დახმარებია, ნასესხები ფულით კი ორი მესაფლავე ძლივს დაიქირავა. . .                                                                 
    ხუთი წელი გავიდა. ამ ადამიანის საფლავი თითქმის აღარ ჩანს. ამოვარდნილ  გრი-
გალს ცერად ჩარჭობილი  ჯვარიც  წაუქცევია, სამადლოდ მიგდებული ქვა კი ხავსით
დაფარულიყო. ძნელად შესამჩნევ  ადგილას, დაჟანგებულ  წარწერაზე კი  ამოვიკით-
ხავთ: დაიბადა. . . გარდაიცვალა. . .
    ღირს კი ცხოვრება ამად?!  ააქვს  აზრი მზეს, რომელიც არ  ათბობს?!- ბევრ ადამიანს ტანჯავს ეს  კითვა: ვინ  უშველის  მათ?! 

                                                                                                                                      2007 წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები