ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


ნაბახუსევზე ლექსს გწერდი...

ნაბახუსევზე ლექსს გწერდი,
რატომღაც რითმა გამექცა,
გირგავდი მუზის ხეივანს,
ისიც გადაწვა,წამექცა,
ოცნების კოშკი ავაგე,
ბროლისა იყო,დამექცა,
მოზღვავდა გრძნობის მდინარე,
აზვირთდა,სულში ჩამექცა.
ახლა ლურჯ ზეცას შევცქერი,
ცა ღვინის ჯამი მგონია,
ჩიტების სტვენა ყურს მიტკბობს
სხვა ხმა არ გამიგონია,
ჩემი გონება ნათდება,
ირგვლივ სამყაროს გონია,
გგონია მუზა გამექცა,
შენ მართლა ასე გგონია?
ღვინის ჯამს გვერდზე გადავდებ,
მათხოვე ტუჩის ფიალა,
ცოტახნით შენი თვალების
სარკეში ჩავიხედები,
ჩემი მუზები შენს ირგვლივ
სამყაროსავით ტრიალებს,
გეძებ და ყველგან შენ გხედავ,
საითაც გავიხედები.
ახლაც შენ გხედავ,მოიტა
მაგ ტუჩთა ნაზი ფიალა,
შენი თვალების სიღრმეში
ვნების კოცონი ბრიალებს,
შენით ჩემს ირგვლივ მუზები
თავბრუდამხვევად ტრიალებს,
მსურს შევსვა უცხო სასმისი
ვიდრე დრო გამატიალებს.
                        დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები