მე ახლა გხატავ უჩინარ ფუნჯით ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ძალიან მშვიდად ზღვის უსასრულო სანაპიროზე... თითქოს გამყიდა მე ჩემმა მზერამ,თითქოს გამექცა სულის სიმშვიდე, თითქოს გიხილე სხვა სამყაროში,როცა ქარი თმებს ურცხვად გიშლიდა. დღეს ცაა სუფთა და გამჭვირვალე,მოჩანს სამოთხის უცხო კარები, მე კი რატომღაც ძალიან ფრთხილად ფიქრებში შენსკენ მოვიპარები, მე კი რატომღაც ცაზე ვაგორებ(მზის უმცხუნვარეს)შენთვის კამათელს და დღეს ზეციურ ანგელოზს ცაში რატომღაც შენზე შევეკამათე. მე ვუმზერ შენს ტანს,ლამაზს და უცხოს,სულ თვალწინ მიდგას შენი ხატება, ალბათ შენგვარი ქალი ლამაზი ქვეყნად არასდროს დაიბადება, შენი ყელია ტურფა,ამაყი,ხელებს გიმშვენებს თითნი თლილნია, ეგ შენი წელი თითქოს სანთლისგან თავად ღმერთების ჩამოქნილია, თავად ღმერთებმა ჩაგბერეს სული,ბაგე საოცრად ლალისფერია, როცა იხსნება ზეცის კარები,ანგელოზები შენთვის მღერიან, ზღვა შენით სუნთქავს,შენს ტანს ეხვევა,ვგონებ არ უნდა შენი გაშვება, შენ არ გიგრძვნია მწვერვალზე ასვლა,ან მწვერვალიდან ისევ დაშვება? მე ვიმყოფები ახლა მწვერვალზე,იქ შენა ხარ და ირგვლივ ნისლია, იქ ფერიები შენი მნახველნი მგონი შურისგან ცრემლებს ისვრიან, იქ თავად ღმერთნი სხედან ღრუბლებში,ზეციურ ღვინით_წვიმით ღრეობენ, იქ ანგელოზნი შენს სასთუმალთან დაუსრულებლად მორიგეობენ, ქრიან ქარები,დიან წვიმები,იქ ხომ მუზები შენთვის ყვავიან, იქ ქანდაკებას სძერწავენ შენსას ოქროსტანიანს,ოქროსთავიანს და მეც იქა ვარ და მე არ მინდა იმ მწვერვალიდან დაბლა დაშვება და მეც შენ გეტრფი და ეს გრძნობები არ ჩამითვალო გადამლაშებად. ვგრძნობ რომ გეღვრება სულში ღიმილი,შენი ღაწვები ვარდისფერია და გაიხსენე! იქ,შორს,ზეცაში ანგელოზები შენზე მღერიან და გაიხსენე იქ,შორს,ზეცაში ღმერთები შენი ცქერით თვრებიან და ჩემს თვალებში ყველა ქალები,ყვლა ქალები შენით ქრებიან, მხოლოდ შენ რჩები,მე კი მიჭირავს ხელში ვარსკვლავთა კრიალოსანი და გეტრფი ისე,როგორც პოეტი,როგორც უცნობი ვინმე მგოსანი და გეტრფი ისე,ვით ვარდს ბულბული,ანდა მდინარეს წყარო ანკარა, ანდა გაზაფხულს ნუშის ყვავილი,შენს ლამაზ თვალებს თვით მზე თაკარა. ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე, შენ წევხარ,თუმცა გული ფრთხიალებს,ჩემი ფიქრები თითქოს ქორია, დაგტრიალებენ ჩუმად,მდუმარედ,მაქვს საოცარი ეიფორია. ხან მწვერვალზე ხარ,ხან ცის კიდეზე,ხან შენს გარშემო მუქი ნისლია, ხან ანგელოზნი ზეციდან შენთვის რაღაც საოცარ ვარდებს ისვრიან, ხან მთის კალთებზე ლურჯი მყინვარი აბრჭყვიალდება ფერად ფერებად, ხანაც იდუმალ ღამით ვარსკვლავი მოსწყდება,თმებზე მოგეფერება. ხან მზეს დაჩრდილავს შენი მშვენება,მთვარე ოცნებით თვალებს მინაბავს, ჩემი მუზები ჩემო ძვირფასო ვგრძნობ მხოლოდ შენთვის გადამინახავს, ჩემი ლექსები რაც შენ გიხილე,მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მიძღვნია, შენი სურნელი რაც კი შევიგრძენ მე სხვა სურნელი ვერ შემიგრძვნია. მზერა მომტაცე,ფიქრიც მომტაცე,შენც მოგიტაცეს ფიქრთა მხედრებმა, შენა ხარ ჩემი მთრთოლვარე მუზა,მღელვარე გულის შემოქმედება. დმ.14.08.2006წ.
გილოცავთ ყველას ნათლისღებას! მრავალს დაესწარით..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან ლამაზი ძალიან ლამაზი
18. მზერა მომტაცე,ფიქრიც მომტაცე,შენც მოგიტაცეს ფიქრთა მხედრებმა, შენა ხარ ჩემი მთრთოლვარე მუზა,მღელვარე გულის შემოქმედება.... აი ულამაზესია! გაოგნებული ვარ! მზერა მომტაცე,ფიქრიც მომტაცე,შენც მოგიტაცეს ფიქრთა მხედრებმა, შენა ხარ ჩემი მთრთოლვარე მუზა,მღელვარე გულის შემოქმედება.... აი ულამაზესია! გაოგნებული ვარ!
17. უთბილესია......555555 უთბილესია......555555
16. აღმაფრთოვანა გულწრფელად... "ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე..." წარმატებები! +5 აღმაფრთოვანა გულწრფელად... "ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე..." წარმატებები! +5
15. რომ შემეძლოს +10 თს დავწერდი, ძალიან მომეწონა. წარმატებები ავტორს.
მოგიკითხათ გრაფინიამ :) რომ შემეძლოს +10 თს დავწერდი, ძალიან მომეწონა. წარმატებები ავტორს.
მოგიკითხათ გრაფინიამ :)
13. ''და გეტრფი ისე,როგორც პოეტი,როგორც უცნობი ვინმე მგოსანი''
და მართლაც, მხოლოდ პოეტს თუ შეუძლია დღეს ასეთი ტრფიალი: წრეგადასული, გიჟური და მაინც ნაზი და ვნებიანი! 5555555 ``და გეტრფი ისე,როგორც პოეტი,როგორც უცნობი ვინმე მგოსანი``
და მართლაც, მხოლოდ პოეტს თუ შეუძლია დღეს ასეთი ტრფიალი: წრეგადასული, გიჟური და მაინც ნაზი და ვნებიანი! 5555555
12. o, rogor momecona))))!!! o, rogor momecona))))!!!
11. momewona . 5. danarchenebsac chavyvebi. ratomgac ar maqvs sheni nawerebi wakitxuli momewona . 5. danarchenebsac chavyvebi. ratomgac ar maqvs sheni nawerebi wakitxuli
10. ხო, ლამაზია მართლა :)
მაგრამ დიდი როგორც უკვე ითქვა :) ვფიქრობ მეტი ეშხი ექნებოდა, ცოტა ნაკლებ-სტროფიანი რომ იყოს, იმიტომ, რომ სათქმელს ასე ლამაზად ისედაც ჩაატევთ... რაღაცეების გამეორება არის და ... :)
ეს ჩემი აზრია მხოლოდ :)
დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ :) ხო, ლამაზია მართლა :)
მაგრამ დიდი როგორც უკვე ითქვა :) ვფიქრობ მეტი ეშხი ექნებოდა, ცოტა ნაკლებ-სტროფიანი რომ იყოს, იმიტომ, რომ სათქმელს ასე ლამაზად ისედაც ჩაატევთ... რაღაცეების გამეორება არის და ... :)
ეს ჩემი აზრია მხოლოდ :)
დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ :)
9. რამოდენა და თან რა ლამაზი ;;) ნათლისღებას გილოცავ:) რამოდენა და თან რა ლამაზი ;;) ნათლისღებას გილოცავ:)
8. ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე,
მშვენიერია! :)
გილოცავთ ნათლისღებას,მრავალს დაესწარით! ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე,
მშვენიერია! :)
გილოცავთ ნათლისღებას,მრავალს დაესწარით!
7. გილოცავ ნათლისღებას.... ლექსს კი +2...:) გილოცავ ნათლისღებას.... ლექსს კი +2...:)
6. ყოჩაღ შენ! ეს რამოდენა ლექსი დაგიწერია... :) ყოჩაღ შენ! ეს რამოდენა ლექსი დაგიწერია... :)
5. გილოცავ! დაესწარი მრავალ ნათლისღებას! :) 5! გილოცავ! დაესწარი მრავალ ნათლისღებას! :) 5!
4. თითქოს ტოლი მარცვლებია საღოლ არმით! აზრიანიცაა!
მრავალ ნათლისღებას და ჩემი გულიანი +2!
ალბათ შენგვარი ქალი ლამაზი ქვეყნად არასდროს დაიბადება. ზოგიერთი რა გულიანი ტაეპია! თითქოს ტოლი მარცვლებია საღოლ არმით! აზრიანიცაა!
მრავალ ნათლისღებას და ჩემი გულიანი +2!
ალბათ შენგვარი ქალი ლამაზი ქვეყნად არასდროს დაიბადება. ზოგიერთი რა გულიანი ტაეპია!
3. ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე,
ულამაზესია!... 5 გილოცავ ნათლისღებას. მრავალს დაესწარი! ფიქრების ფუნჯით მე ისევ გხატავ ზეცის ულურჯეს სუფთა ტილოზე და შენ კი წევხარ ვით ამორძალი,ჩემი ოცნების სანაპიროზე,
ულამაზესია!... 5 გილოცავ ნათლისღებას. მრავალს დაესწარი!
2. ამოდენა გიშრომია...
5 ამოდენა გიშრომია...
5
1. მოგიკითხე და გილოცავ ნათლისღებას :) მოგიკითხე და გილოცავ ნათლისღებას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|