ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2010


სიშიშვლის ნუ გრცხვენიათ!

სიშიშვლის ნუ გრცხვენიათ!
                                            განა ღმერთმა არ დაგბადათ ასეთად?
გეშინოდეთ და გრცხვენოდეთ ჭუჭყისფერი სამოსის,
გგონიათ რომ ტანსაცმელი არის სინდის ნამუსი?
მოაცილეთ სულს და სახეს ჭუჭყისფერი ჭინჭები,
მოიშორეთ თვალებიდან შუშისებრი ლინზები,
რათა მათში აციაგდეს ბუნებრივი ფერები,
რათა მათში კეკლუცობდეს მთვარე ყელმოღერებით,
რომ უფსკრულებს თქვენს თვალებში კვლავ დაეღოთ პირია
ისე,როგორც ბავშვობაში,ეს ხომ ბუნებრივია.
მოიცილეთ,მოიცილეთ ჭუჭყისფერი სამოსი,
რადგან მათში აღარ მოჩანს თქვენი სინდის-ნამუსი.
თქვენ სიშიშვლის ნუ გრცხვენიათ,
                                                      განა ღმერთმა არ დაგბადათ ასეთად?
დაანახეთ სხვას თვალების სიღრმენი,
მოიშორეთ,დაამსხვრიეთ ნიღბები,
რათა ახლოს იდგეთ ბავშვთან.
                                                უსასრულოდ აიწიეს ფასებმა...
                                                                          დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები